საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიამ და ჰოლანდიამ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს - ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა
ავსტრალიამ და ჰოლანდიამ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს - ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა

ავ­სტრა­ლი­ამ და ჰო­ლან­დი­ამ 2014 წელს დონ­ბა­სის თავ­ზე „ბო­ინ­გის“ ჩა­მოგ­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სეთს და­ა­კის­რეს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ჰო­ლან­დი­ის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

„ჩვენ მო­ვი­თხოვთ, რომ რუ­სეთ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს და სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და MH17 რე­ი­სის მსხვერ­პლე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად“, - გა­ნა­ცხა­და ჰო­ლან­დი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სტეფ ბლოკ­მა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა იქ­ნე­ბა.

გუ­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჰო­ლან­დი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ნად­გა­რი „ბუკი“, სა­ი­და­ნაც გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტით 2014 წელს დონ­ბას­თან მა­ლა­ი­ზი­უ­რი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ეკუთ­ვნო­და.

ჰო­ლან­დი­ის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ვილ­ბერტ პა­უ­ლი­სე­ნის თქმით, „ბუკი“ 53-ე სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო ბრი­გა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში შე­დი­ო­და, რო­მე­ლიც კურსკში იყო დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი.

გა­მო­ძე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, რა­კე­ტა დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო 1986 წელს დოლ­გოპ­რუ­დნ­ში, მოს­კო­ვის ოლ­ქში.

შე­გახ­სე­ნებთ, 2014 წლის 17 ივ­ლისს, Boeing-777, რო­მე­ლიც MH17 რე­ისს ამ­სტერ­და­მი­დან კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­რუ­ლებ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­კე­ტით დო­ნეც­კის ოლ­ქში ჩა­მო­აგ­დეს. ბოტ­ზე მყო­ფი 298 ადა­მი­ა­ნი­დან ყვე­ლა და­ი­ღუ­პა. ვი­ნა­ი­დან მსხვერ­პლთა ორი-მე­სა­მე­დი ჰო­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქე იყო, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის გა­მო­ძი­ე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

sponsored by ContentRoom

ავსტრალიამ და ჰოლანდიამ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს - ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა

ავსტრალიამ და ჰოლანდიამ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს - ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა

ავსტრალიამ და ჰოლანდიამ 2014 წელს დონბასის თავზე „ბოინგის“ ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. ამის შესახებ ნათქვამია ჰოლანდიის მთავრობის განცხადებაში.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს და სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და MH17 რეისის მსხვერპლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სიმართლის დასადგენად“, - განაცხადა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემდეგი ნაბიჯი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანა იქნება.

გუშინ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა ჰოლანდიაში განაცხადეს, რომ დანადგარი „ბუკი“, საიდანაც გაშვებული რაკეტით 2014 წელს დონბასთან მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

ჰოლანდიის პოლიციის წარმომადგენლის, ვილბერტ პაულისენის თქმით, „ბუკი“ 53-ე საზენიტო სარაკეტო ბრიგადის შეიარაღებაში შედიოდა, რომელიც კურსკში იყო დისლოცირებული.

გამოძების მონაცემებით, რაკეტა დამზადებული იყო 1986 წელს დოლგოპრუდნში, მოსკოვის ოლქში.

შეგახსენებთ, 2014 წლის 17 ივლისს, Boeing-777, რომელიც MH17 რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა, სავარაუდოდ, რაკეტით დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. ბოტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. ვინაიდან მსხვერპლთა ორი-მესამედი ჰოლანდიის მოქალაქე იყო, ავიაკატასტროფის გამოძიება ამ ქვეყანაში მიმდინარეობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე