”ამაზონი” უდიდესი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაა, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაზონს იყენებს როგორც ნივთების გამოწერის საშუალებას, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ პლატფორმაზე პროდუქციის განთავსება, გაყიდვა და მოგების ამერიკულ დოლარში მიღებაა შესაძლებელი.
ეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს უკვე ხელმისაწავდომია, ამ პროცესში დიდი როლი აქვს ქართულ კომპანია Amazon Export Hub-ს, რომლის დამფუძნებელიც ლევან მოლაშვილია - პირველი ქართველი, ვინც Amazon-ზე საკუთარი მაღაზია დაარეგისტრირა და ბიზნესი დაიწყო, შემდეგ კი თავისი ცოდნა სხვებსაც გაუზიარა.
Amazon Export Hub ატარებს პროფესიონალურ ტრენინგებს ამაზონზე ვაჭრობის შესასწავლად, ასევე ასრულებს საშუამავლო მომსახურებას დამკვეთებისთვის. 3 თვის განმავლობაში კომპანიამ 100-მდე ადამიანი გადაამზადა და დაეხმარა მათ Amazon-ზე საქართველოში დამზადებული პროდუქციის გაყიდვა დაეწყოთ, ან ჩინეთში ნაყიდი პროდუქცია გადაეყიდათ პირდაპირ ამაზონზე.
”Amazon ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობას გვთავაზობს. მთავარია იმის გარკვევა, თუ რა არის მომგებიანი და შემდეგ დადგენა მისი საქართველოში დამზადება ჯობია თუ ჩინეთში შეკვეთა. აღნიშნულის გარკვევას კი საკმაოდ დიდი ანალიზი სჭირდება. პირველ რიგში უნდა გააანალიზოთ, რამდენად გრძელვადიანია ეს საქმე, რა რისკები მოჰყვება მას. ეს ყველაფერი საინვესტიციო რისკების მინიმუმამდე დასაყვანადაა საჭირო და სწორედ ამ უნარჩვევების შესწავლაში ვეხმარებით მსმენელებს, ცხადია მსმენელი შეისწავლის ტექნიკურად გაგზავნის და პლატფორმაზე განთავსების დეტალებსაც” - განმარტავს ლევან მოლაშვილი.
Amazon-ზე ვაჭრობის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებისთვის Amazon Export Hub აწყობს უფასო საკონსულტაციო შეხვედრებს, სადაც დამსწრეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, ამ ეტაპზე ლევან მოლაშვილი შეხვედრას გეგმავს ქალაქ ქუთაისში, 30 მაისს, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე.
შეავსე მარტივი სარეგისტრაციო განაცხადი ბმულზე, კომპანიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ საკონსულტაციო შეხვედრის დეტალებზე.
დაგვიმეგობრდით ”ფეისბუქის” გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 598 30 36 39.