კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულში ქალი ადამიანებით ვაჭრობდა - შსს განცხადებას ავრცელებს
მარნეულში ქალი ადამიანებით ვაჭრობდა - შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-მ მარ­ნე­ულ­ში ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.გ., ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) ბრალ­დე­ბით, მარ­ნე­ულ­ში და­ა­კა­ვეს. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 12-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ლ.გ. ადა­მი­ა­ნე­ბით სის­ტე­მა­ტუ­რად ვაჭ­რობ­და. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ასა­კის გო­გო­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ბი­რე­ბას ახ­დენ­და, მარ­ნე­ულ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აცხოვ­რებ­და და მუ­ქა­რით, ფსი­ქი­კუ­რი და ფი­ზი­კუ­რი იძუ­ლე­ბით, მათ სექ­სუ­ა­ლურ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 143-ე პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა­სა და გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და პრო­კუ­რა­ტუ­რის იმ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი და სა­მარ­თალ­დაც­ვი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბი­უ­როს (INL) და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ წარ­მო­ე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­სი (DS/OCI) მიერ უნ­გრეთ­ში, ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ა­ში ტრე­ფი­კინგთან ბრძო­ლის კურ­სებ­ზე იყ­ვნენ წარ­გზავ­ნილ­ნი.

სწავ­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და ტრე­ფი­კინ­გის მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და მას­თან ბრძო­ლის კუ­თხით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

კურ­სი მო­ი­ცავ­და ტრე­ფი­კინგთან და­კავ­ში­რე­ბულ უახ­ლეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს, პო­ლი­ტი­კის, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის უახ­ლე­სი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებს, მსხვერ­პლთა ამოც­ნო­ბის ტექ­ნი­კას, ასე­ვე, მსხვერ­პლთან მუ­შა­ო­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­თა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მე­თო­დი­კას. კურსს აშშ-ს შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­სპერ­ტე­ბი უძღვე­ბოდ­ნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მრა­ვალ­წლი­ა­ნი, მჭიდ­რო და ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი გა­იხ­სნა.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ კუ­თხით მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მარნეულში ქალი ადამიანებით ვაჭრობდა - შსს განცხადებას ავრცელებს

მარნეულში ქალი ადამიანებით ვაჭრობდა - შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-მ მარნეულში ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულის გახსნასა და გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პროკურატურის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების ოფისი (DS/OCI) მიერ უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კურსებზე იყვნენ წარგზავნილნი.

სწავლება მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის მონიტორინგის განხორციელებისა და მასთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცველების შესაძლებლობების განვითარებას.

კურსი მოიცავდა ტრეფიკინგთან დაკავშირებულ უახლეს სახელმძღვანელო პრინციპებს, პოლიტიკის, კანონმდებლობის უახლესი განვითარების საკითხებს, მსხვერპლთა ამოცნობის ტექნიკას, ასევე, მსხვერპლთან მუშაობისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მეთოდიკას. კურსს აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტები უძღვებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაული გაიხსნა.

თანამშრომლობა ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს