საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბასიანი" რეივ-აქციას რიყის პარკის ნაცვლად კლუბის ტერიტორიაზე გამართავს
"ბასიანი" რეივ-აქციას რიყის პარკის ნაცვლად კლუბის ტერიტორიაზე გამართავს

27 მა­ისს BASSIANI/HOROOM/ SPACEHALL-ის კარი ყვე­ლას­თვის ღიაა, ევ­რო­პის მო­ედ­ნის ნაც­ვლად ვბრუნ­დე­ბით სახ­ლში, - ამის შე­სა­ხებ კლუბ „ბა­სი­ა­ნის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, თბი­ლი­სის რეივ-აქ­ცია საკ­ლუ­ბო სცე­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის მა­ნი­ფეს­ტა­ცი­აა.

“12 მა­ი­სის “შავი პა­რას­კე­ვის” მოვ­ლე­ნე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ კრი­მი­ნა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ და­ლუ­ქუ­ლი კლუ­ბე­ბი დაგ­ვიბ­რუ­ნა. ჩვე­ნი კარი ღიაა. თუმ­ცა, ღია კარი არ ნიშ­ნავს რო­მე­ლი­მე ღა­მის კლუ­ბის გახ­სნას, არა­მედ კა­რის გა­ღე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის­თვის, ყვე­ლა ად­მი­ა­ნის­თვის, ვინც მზა­დაა ერ­თად დად­გეს სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ის­ტო­რი­ამ არა­ერ­თხელ დაგ­ვიმ­ტკი­ცა, რომ გა­მარ­ჯვე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბი­სა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა.

თბი­ლი­სის საკ­ლუ­ბო სცე­ნამ, რო­მელ­მაც ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­გა­ლი­თი გა­მო­ავ­ლი­ნა, კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ის ხალ­ხთან ერ­თად სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ავან­გარ­დში დგას, იბ­რძვის სა­მარ­თლი­ნო­ბის­თვის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

27 მა­ი­სი სიმ­ბო­ლუ­რი თა­რი­ღია, ბერ­ლი­ნის საკ­ლუ­ბო სცე­ნა­ზე არ­სე­ბუ­ლი 70-ზე მეტი კლუ­ბი მა­სობ­რივ რეივ-აქ­ცი­ას მარ­თავს. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბით ვუ­ერ­თდე­ბით ამ სუ­ლის­კვე­თე­ბას და 27 მა­ისს, ქარ­თუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის სცე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კლუ­ბე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, არ­ტის­ტე­ბი, ლე­იბ­ლე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი ერ­თად ვდგე­ბით და უთა­ნას­წო­რო გა­რე­მოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებთ.

დღეს ცეკ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტია, ჩვენ ერ­თად ვცეკ­ვავთ, ერ­თად ვიბ­რძვით, ერ­თად ვი­მარ­ჯვებთ.

კლუ­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას უერ­თდე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ონ­ლა­ინ მუ­სი­კა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა Boiler Room, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის აქ­ცი­ას პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­ით გა­დას­ცემს“, - ნათ­ქვა­მია კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ბასიანი" რეივ-აქციას რიყის პარკის ნაცვლად კლუბის ტერიტორიაზე გამართავს

"ბასიანი" რეივ-აქციას რიყის პარკის ნაცვლად კლუბის ტერიტორიაზე გამართავს

27 მაისს BASSIANI/HOROOM/ SPACEHALL-ის კარი ყველასთვის ღიაა, ევროპის მოედნის ნაცვლად ვბრუნდებით სახლში, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თბილისის რეივ-აქცია საკლუბო სცენისა და საზოგადოების ერთიანობის მანიფესტაციაა.

“12 მაისის “შავი პარასკევის” მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ჩვენი კარი ღიაა. თუმცა, ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადმიანისთვის, ვინც მზადაა ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ.

ისტორიამ არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ გამარჯვება საზოგადოებრივი მიზნებისა და უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი ძალებით მიიღწევა.

თბილისის საკლუბო სცენამ, რომელმაც ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხალხთან ერთად სოციალური ცვლილებების ავანგარდში დგას, იბრძვის სამართლინობისთვის, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის.

27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს. ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და 27 მაისს, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები, ლეიბლები, მუსიკალური პროექტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ.

დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ.

კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა Boiler Room, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს“, - ნათქვამია კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ