ვინ იყო ქართველი სუმოისტი, ვინც წლების წინ ლეგენდარული მონღოლი ასაშორიუ დაამარცხა

ვინ იყო ქართველი სუმოისტი, ვინც წლების წინ ლეგენდარული მონღოლი ასაშორიუ დაამარცხა

ქართული სუმოსთვის ისტორიული დღეა. ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ ნაცუბო ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი, რომელმაც წლების წინ მონღოლი იოკუძუნა ასაშორიუ დაამარცხა, ლევან ცაგურია იგივე "კოკაი" იყო. იმ დროს ასაშორიუს სუმოში უმაღლესი რანგი ჰქონდა და დაუმარცხებელ სუმოისტად მიიჩნეოდა. მათ შორის ორთაბრძოლა 2006 წელს გაიმართა.

ლევან ცაგურია საქართველოდან და საერთოდ ევროპიდან პირველი სეკიტორი იყო პროფესიულ სუმოში. სოხუმელი "კოკაი" 2001-2012 წლებში ასპარეზობდა და კომუსუბის რანგს მიაღწია.

ვიდეო: როგორ ამარცხებს ლევან ცაგურია მონღოლ ასაშორიუს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ