გაყინული ფრინველის ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება

გაყინული ფრინველის ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება

ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება. ამის შესახებ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესულ ცვლილებებშია საუბარი.

კერძოდ, მთავრობის 14 მაისის დადგენილების თანახმად, საცალო ვაჭრობაში მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით განთავსებული ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთული უნდა იყოს.

„საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტების) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. ამასთან, შეფუთვაზე განთავსებულ უნდა იქნეს ეტიკეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,“-აღნიშნულია დადგენილებაში. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ