პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვიდი რაიონული პარკი და ქალაქის ხუთი ცენტრი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა
შვიდი რაიონული პარკი და ქალაქის ხუთი ცენტრი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა

გამ­წვა­ნე­ბა, პო­ლი­ცენ­ტრუ­ლი ქა­ლა­ქი და კარ­გი სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რე­ბის მქო­ნე დე­და­ქა­ლა­ქი - თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ახლა მისი ბედი დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ უნდა გა­და­წყვი­ტოს.

"სითი ინ­სტი­ტუ­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მე­რაბ ბოლ­ქვა­ძის თქმით, კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა და მე­რი­ის მხრი­დან სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქმუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­მო­ას­წო­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 27 მარტს მე­რი­ამ სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რა­ზე "სითი ინ­სტი­ტუ­ტის" გენ­გეგ­მა სას­ტი­კად გა­აკ­რი­ტი­კა, რა­საც შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა და გა­წევ-გა­მო­წე­ვა მოჰ­ყვა.

ბოლ­ქვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, შე­ნიშ­ვნე­ბი ძი­რი­თა­დად ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის იყო, რო­მე­ლიც ქო­ნებ­რივ თე­მას ეხე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ცეფ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ მომ­ხდა­რა.

მე­რი­ა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ დო­კუ­მენ­ტი ჯერ არ ჩა­ბა­რე­ბი­ათ და კომ­პა­ნი­ას ამის­თვის 1-ელ ივ­ნი­სამ­დე აქვს დრო. მე­რი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკონ­კრე­ტე­ბენ, რა შე­იც­ვლე­ბა თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. თუმ­ცა, "სითი ინ­სტი­ტუ­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მე­რი­ას უკვე გა­დას­ცეს გენ­გეგ­მა და ახლა მათ­გან მო­საზ­რე­ბებს ელო­დე­ბი­ან. კონ­ცეფ­ცი­ის სა­კი­თხე­ბი არ შეც­ვლი­ლა. ესე­ნია - გამ­წვა­ნე­ბა, ერ­თი­ა­ნი სივ­რცე­ე­ბის შექ­მნა და გან­ვი­თა­რე­ბა.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 7 სა­ქა­ლა­ქო რა­ი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პარ­კი გა­კეთ­დე­ბა. ეს არის დიღ­მის ჭა­ლებ­ში, არ­სე­ნალ­ზე, ლის­ზე, ფო­ნი­ჭა­ლა­ში და სხვა.

"მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბი ახლა მათ ბი­უ­ჯეტს იხი­ლა­ვენ და 2-3 პარ­კის მო­წყო­ბა მა­ლე­ვე და­ი­წყე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს მე­რაბ ბოლ­ქვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გენ­გეგ­მის მი­ხედ­ვით, მდი­ნა­რე­ებ­ზე სა­უბ­ნო მნიშ­ვნე­ლო­ბის რეკ­რე­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბის შექ­მნა იგეგ­მე­ბა.

"მტკვრის არე­ა­ლე­ბი რო­გორ იქ­ცეს სა­ჯა­რო სივ­რცედ, ესეც არის გეგ­მა­ში შე­ტა­ნი­ლი. მტკვარს ქა­ლა­ქის არე­ალ­ში 52 შე­ნა­კა­დი აქვს. ძა­ლი­ან ბევრ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა ფა­რუ­ლი შეჭ­რა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­ერ­თე­ბა, ამი­ტომ მდი­ნა­რე­ე­ბის გახ­სნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ესეც გვაქვს კონ­ცეფ­ცი­ა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მტკვრის გა­სუფ­თა­ვე­ბა­საც ხელს შე­უ­წყობს.

გარ­და ამი­სა, ხე­ვე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს, მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. თბი­ლის­მა ბოლო წლებ­ში გა­და­ხუ­რა მდი­ნა­რე­ე­ბი და ამის გამო ბევ­რი დავ­კარ­გეთ, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია", - გვი­თხრა პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა.

თბი­ლი­სე­ლე­ბის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას - სა­ცო­ბე­ბის გან­მუხ­ტვას - გენ­გეგ­მის ავ­ტო­რე­ბი პო­ლი­ცენ­ტრუ­ლი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბით გეგ­მა­ვენ. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დე­და­ქა­ლაქს 5 ცენ­ტრი ექ­ნე­ბა და, მა­გა­ლი­თად, გლ­და­ნე­ლებს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­მოს­ვლა აღარ მო­უ­წევთ.

"ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, ქა­ლა­ქის პო­ლი­ცენ­ტრუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც შე­ამ­ცი­რებს ქა­ლა­ქის ცენ­ტრზე ზე­წო­ლას. 5 ასე­თი პო­ლი­ცენ­ტრუ­ლი არე­ა­ლი შე­იქ­მნე­ბა - ესე­ნია გლ­და­ნი, დი­ღო­მი, სამ­გო­რი, სა­ბურ­თა­ლო და ფო­ნი­ჭა­ლა, სა­დაც ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბის ბი­უ­რო უნდა შე­იქ­მნას, რათა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ გარ­ბოდ­ნენ ცენ­ტრში. ეს, პა­რა­ლე­ლუ­რად, ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც აღარ შე­ა­ფერ­ხებს. როცა მო­ქა­ლა­ქე­ებს ად­გილ­ზე ექ­ნე­ბათ ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო, ცენ­ტრში აღარ ირ­ბე­ნენ", - გვი­თხრა სა­ლუქ­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ტრამ­ვა­ის შე­მოყ­ვა­ნა ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად შე­იძ­ლე­ბა ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი იყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ო­ტურ მშე­ნებ­ლო­ბებს, არ­ქი­ტექ­ტორ ლადო ვარ­დო­სა­ნი­ძის თქმით, მათი შე­ჩე­რე­ბა ჯერ ვერ მოხ­დე­ბა და ინერ­ცი­ით გაგ­რძელ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას არ ელო­დე­ბა.

"გენ­გეგ­მა ახლა უფრო და­იხ­ვე­წა. ვიცი, რომ მე­რი­აც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. იმე­დი მაქვს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა. თუმ­ცა, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი­ცაა. ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი თავს იჩენს წლე­ბის შემ­დეგ.

დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ო­სუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა შემ­ცირ­დე­ბა. მე­რი­ა­ში უკვე მი­ი­ღეს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი. ადრე "სე­ი­ლე­ბით" რომ ხდე­ბო­და გა­ყიდ­ვა, ახლა ასე აღარ არის. ვფიქ­რობ, ეს რა­ღაც შე­ღა­ვათს მო­ი­ტანს. მაგ­რამ ადრე გა­ცე­მულ ნე­ბარ­თვებ­ზე უა­რის თქმა რთუ­ლია - კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ე­ბი არი­ან. ინერ­ცია არის ძა­ლი­ან დიდი და ამის შე­ჩე­რე­ბა ძნე­ლია. თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ თბი­ლი­სის მე­რია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც დაბ­რკო­ლე­ბებს შექ­მნის", - გვი­თხრა ვარ­დო­სა­ნი­ძემ.

რო­გორც არ­ქი­ტექ­ტო­რი აცხა­დებს, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით სულ 10-12 მო­ნაკ­ვე­თია გა­მო­ყო­ფი­ლი, სა­დაც გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა უკვე პრაქ­ტი­კუ­ლად ამუ­შა­ვე­ბუ­ლია (მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი არის ლი­სის მი­და­მო­ე­ბი).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

შვიდი რაიონული პარკი და ქალაქის ხუთი ცენტრი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა

შვიდი რაიონული პარკი და ქალაქის ხუთი ცენტრი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა

გამწვანება, პოლიცენტრული ქალაქი და კარგი სატრანსპორტო კავშირების მქონე დედაქალაქი - თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. ახლა მისი ბედი დედაქალაქის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.

"სითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორის მერაბ ბოლქვაძის თქმით, კომპანიამ თავისი ვალდებულება შეასრულა და მერიის მხრიდან საჯაროდ გამოთქმული შენიშვნები გამოასწორა.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს მერიამ საჯარო შეხვედრაზე "სითი ინსტიტუტის" გენგეგმა სასტიკად გააკრიტიკა, რასაც შემდეგ ოპოზიციასთან დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

ბოლქვაძის განმარტებით, შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო, რომელიც ქონებრივ თემას ეხებოდა, შესაბამისად, კონცეფციაში ცვლილებები არ მომხდარა.

მერიაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტი ჯერ არ ჩაბარებიათ და კომპანიას ამისთვის 1-ელ ივნისამდე აქვს დრო. მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა შეიცვლება თბილისის მოსახლეობისთვის. თუმცა, "სითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მერიას უკვე გადასცეს გენგეგმა და ახლა მათგან მოსაზრებებს ელოდებიან. კონცეფციის საკითხები არ შეცვლილა. ესენია - გამწვანება, ერთიანი სივრცეების შექმნა და განვითარება.

პროექტის მიხედვით, 7 საქალაქო რაიონული მნიშვნელობის პარკი გაკეთდება. ეს არის დიღმის ჭალებში, არსენალზე, ლისზე, ფონიჭალაში და სხვა.

"მერიის სამსახურები ახლა მათ ბიუჯეტს იხილავენ და 2-3 პარკის მოწყობა მალევე დაიწყება", - განუცხადა AMBEBI.GE-ს მერაბ ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, გენგეგმის მიხედვით, მდინარეებზე საუბნო მნიშვნელობის რეკრეციული სივრცეების შექმნა იგეგმება.

"მტკვრის არეალები როგორ იქცეს საჯარო სივრცედ, ესეც არის გეგმაში შეტანილი. მტკვარს ქალაქის არეალში 52 შენაკადი აქვს. ძალიან ბევრ ტერიტორიაზე ხდება ფარული შეჭრა და კანალიზაციის მიერთება, ამიტომ მდინარეების გახსნა აუცილებელია და ესეც გვაქვს კონცეფციაში. შესაბამისად, ეს მტკვრის გასუფთავებასაც ხელს შეუწყობს.

გარდა ამისა, ხევები თავისუფალი უნდა იყოს, მდინარის კალაპოტში მშენებლობა არ შეიძლება. თბილისმა ბოლო წლებში გადახურა მდინარეები და ამის გამო ბევრი დავკარგეთ, რაც დაუშვებელია", - გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.

თბილისელების კიდევ ერთი მთავარი პრობლემის მოგვარებას - საცობების განმუხტვას - გენგეგმის ავტორები პოლიცენტრული ქალაქის მშენებლობით გეგმავენ. რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქს 5 ცენტრი ექნება და, მაგალითად, გლდანელებს ქალაქის ცენტრში გამოსვლა აღარ მოუწევთ.

"ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, ქალაქის პოლიცენტრული განვითარება, რაც შეამცირებს ქალაქის ცენტრზე ზეწოლას. 5 ასეთი პოლიცენტრული არეალი შეიქმნება - ესენია გლდანი, დიღომი, სამგორი, საბურთალო და ფონიჭალა, სადაც ყველა მომსახურების ბიურო უნდა შეიქმნას, რათა მოქალაქეები არ გარბოდნენ ცენტრში. ეს, პარალელურად, ტრანსპორტის გადაადგილებასაც აღარ შეაფერხებს. როცა მოქალაქეებს ადგილზე ექნებათ ყველა მომსახურების სფერო, ცენტრში აღარ ირბენენ", - გვითხრა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ტრამვაის შემოყვანა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ თავდაპირველად შეიძლება ელექტროავტობუსები იყოს.

რაც შეეხება ქაოტურ მშენებლობებს, არქიტექტორ ლადო ვარდოსანიძის თქმით, მათი შეჩერება ჯერ ვერ მოხდება და ინერციით გაგრძელდება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ამ პრობლემის მოგვარებას არ ელოდება.

"გენგეგმა ახლა უფრო დაიხვეწა. ვიცი, რომ მერიაც აქტიურად თანამშრომლობს. იმედი მაქვს, დაახლოებით ორ კვირაში ყველაფერი დასრულდება. თუმცა, დამახინჯებული ქალაქის განვითარებაზე საუბარი დაგვიანებულიცაა. ქალაქმშენებლობის პრობლემები თავს იჩენს წლების შემდეგ.

დეტალური პროექტების მიხედვით, ქაოსური მშენებლობა შემცირდება. მერიაში უკვე მიიღეს სათანადო ზომები. ადრე "სეილებით" რომ ხდებოდა გაყიდვა, ახლა ასე აღარ არის. ვფიქრობ, ეს რაღაც შეღავათს მოიტანს. მაგრამ ადრე გაცემულ ნებართვებზე უარის თქმა რთულია - კერძო მესაკუთრეები არიან. ინერცია არის ძალიან დიდი და ამის შეჩერება ძნელია. თუმცა იმედი მაქვს, რომ თბილისის მერია ამასთან დაკავშირებით რაღაც დაბრკოლებებს შექმნის", - გვითხრა ვარდოსანიძემ.

როგორც არქიტექტორი აცხადებს, დედაქალაქის მასშტაბით სულ 10-12 მონაკვეთია გამოყოფილი, სადაც განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე პრაქტიკულად ამუშავებულია (მაგალითად, ერთ-ერთი არის ლისის მიდამოები).

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ