Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება
თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში ცხო­ველ­თა კვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი აპა­რა­ტე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს არა მხო­ლოდ ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვას, არა­მედ იმას, რომ ცხო­ვე­ლე­ბის კვე­ბა­ში მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა.

კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აპა­რა­ტე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას ცხო­ველ­თა სა­ა­გენ­ტო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"მინ­და შე­ვე­ხო ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს. ჩვენ რამ­დე­ნი­მე თვის წინ წა­მო­ვი­წყეთ ახა­ლი პრო­ექ­ტი და შევ­ქმე­ნით პლატ­ფორ­მა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ წარ­მო­ად­გი­ნონ თა­ვი­სი იდე­ე­ბი, ხედ­ვე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი, თუ რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ქა­ლაქ­ში. პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა "შენი იდეა ქა­ლა­ქის მერს" და აქ­ტი­უ­რო­ბა ძა­ლი­ან დი­დია. უკვე 10 იდეა არის შე­მო­სუ­ლი, რომ­ლის გან­ხილ­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. 2 პრო­ექ­ტზე მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ერთი არის ცხო­ველ­თა კვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი აპა­რა­ტე­ბის და­ყე­ნე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს ვგეგ­მავთ ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და დე­და­ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე ასე­თი აპა­რა­ტი და­მონ­ტაჟ­დე­ბა. ცხო­ვე­ლე­ბის კვე­ბა­ში მეტი მო­ქა­ლა­ქე ჩა­ერ­თვე­ბა და ეს ძა­ლი­ან კარ­გია", - გა­ნა­ცხა­და მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვას, არამედ იმას, რომ ცხოველების კვებაში მეტი ადამიანი ჩაერთვება.

კალაძის ინფორმაციით, აპარატების მოვლა-პატრონობას ცხოველთა სააგენტო განახორციელებს.

"მინდა შევეხო ერთ საინტერესო პროექტს. ჩვენ რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი და შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი იდეები, ხედვები და პროექტები, თუ რისი განხორციელება შეიძლება ქალაქში. პროექტის სახელწოდებაა "შენი იდეა ქალაქის მერს" და აქტიურობა ძალიან დიდია. უკვე 10 იდეა არის შემოსული, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. 2 პროექტზე მინდა მოგახსენოთ, რომლებიც განხორციელდება, ერთი არის ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას და დედაქალაქში რამდენიმე ასეთი აპარატი დამონტაჟდება. ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა მერმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი