პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ლი ნოემბრიდან თბილისში არარეგისტრირებული ტაქსები ვეღარ იმოძრავებენ
1-ლი ნოემბრიდან თბილისში არარეგისტრირებული ტაქსები ვეღარ იმოძრავებენ

თბი­ლის­ში ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცია-ნე­ბარ­თვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­სი აგ­ვის­ტო­დან ნო­ემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, მაია ბი­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან უკვე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის გა­რე­შე ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა ჩა­ით­ვლე­ბა უნე­ბარ­თვო საქ­მი­ა­ნო­ბად და 200-ლა­რი­ან ჯა­რი­მას გა­მო­იწ­ვევს.

"ტაქ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტმა სამი მოს­მე­ნით მი­ი­ღო კა­ნონპ­რო­ექ­ტი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩვენ და­ვი­წყებთ აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას საკ­რე­ბუ­ლოს მიერ გა­მო­სა­ცემ ორ აქ­ტზე. პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნი მი­ი­ღო იმის­თვის, რომ შე­ექ­მნა სა­ფუძ­ვე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის, რათა და­ე­რე­გუ­ლი­რე­ბი­ნა ე.წ. M1 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხი. ამას­თან, ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვეთ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან. იყო მო­ა­რუ­ლი ხმე­ბი, რომ ტაქ­სე­ბის ნე­ბარ­თვი­ა­ნო­ბა მო­ი­აზ­რებს იმას, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბით და­ი­ბეგ­რე­ბი­ან ტაქ­სის მძღო­ლე­ბი და ეს არის სრუ­ლი სიც­რუე. არა­ნა­ი­რი ახა­ლი გა­და­სა­ხა­დი არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა ის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­რე­ჟი­მო სის­ტე­მა, რაც მიკ­რო­ბიზ­ნე­სის­თვის არის დღეს, არის მოქ­მე­დი, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ტაქსტის მძღო­ლე­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ, საკ­რე­ბუ­ლოს აქ­ტის მი­ღე­ბის შემ­დგომ აგ­ვის­ტო­დან ნო­ემ­ბრის თვემ­დე და­ი­წყე­ბა რე­გის­ტრა­ცია-გა­ნე­ბარ­თვი­ა­ნე­ბა და უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 1 ნო­ემ­ბრი­დან ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტაქ­სის სერ­ვისს ახორ­ცი­ე­ლებს და არ აქვს გავ­ლი­ლი რე­გის­ტრა­ცია, იქ­ნე­ბა უნე­ბარ­თვო საქ­მი­ა­ნო­ბად ჩათ­ვლი­ლი და და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ 200 ლა­რი­ან სან­ქცი­ას. მინ­და კი­დევ შე­ვახ­სე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე ტაქ­სით სარ­გებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­ის­თვის სა­ჭი­როა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა, ერთჯე­რა­დი მო­საკ­რებ­ლის შე­ტა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ეს არის ერთჯე­რა­დი გა­და­სა­ხა­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფურ­ცლის ფუ­ლია. ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის გა­და­სა­ხა­დი იქ­ნე­ბა 50% სრუ­ლი გა­და­სა­ხა­დის, ხოლო ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის­თვის უფა­სო, ჩვენ ამით ვა­ხა­ლი­სებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას და სხვა სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბა არ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მაია ბი­თა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საკ­რე­ბუ­ლოს აქ­ტში გა­ი­წე­რე­ბა ის პი­რო­ბა, რაც რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტაპ­ზე, ანუ 2019 წლის ბო­ლო­დან იქ­ნე­ბა და შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ფერს, ერ­თი­ან სტან­დარტს და უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა ნორ­მებს.

"მინ­და ვთქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნა ბი­თა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

1-ლი ნოემბრიდან თბილისში არარეგისტრირებული ტაქსები ვეღარ იმოძრავებენ

1-ლი ნოემბრიდან თბილისში არარეგისტრირებული ტაქსები ვეღარ იმოძრავებენ

თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 1-ელი ნოემბრიდან უკვე რეგისტრაციის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურება ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

"ტაქსებთან დაკავშირებით პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი. რამდენიმე დღეში ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საკრებულოს მიერ გამოსაცემ ორ აქტზე. პარლამენტმა კანონი მიიღო იმისთვის, რომ შეექმნა საფუძველი მუნიციპალიტეტისთვის, რათა დაერეგულირებინა ე.წ. M1 მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანის საკითხი. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ფინანსთა სამინისტროსთან. იყო მოარული ხმები, რომ ტაქსების ნებართვიანობა მოიაზრებს იმას, რომ გადასახადებით დაიბეგრებიან ტაქსის მძღოლები და ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. ყველა ის შეღავათიანი სარეჟიმო სისტემა, რაც მიკრობიზნესისთვის არის დღეს, არის მოქმედი, შენარჩუნდება ტაქსტის მძღოლებისთვის, უბრალოდ, საკრებულოს აქტის მიღების შემდგომ აგვისტოდან ნოემბრის თვემდე დაიწყება რეგისტრაცია-განებართვიანება და უკვე დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, იქნება უნებართვო საქმიანობად ჩათვლილი და დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას. მინდა კიდევ შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველ ეტაპზე ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ერთჯერადი მოსაკრებლის შეტანა დაახლოებით 50 ლარის ოდენობით. ეს არის ერთჯერადი გადასახადი, ფაქტობრივად, ფურცლის ფულია. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გადასახადი იქნება 50% სრული გადასახადის, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო, ჩვენ ამით ვახალისებთ ამ მიმართულებას და სხვა სანებართვო პირობა არ იქნება", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე განმარტებით, საკრებულოს აქტში გაიწერება ის პირობა, რაც რეფორმის მეორე ეტაპზე, ანუ 2019 წლის ბოლოდან იქნება და შეეხება ავტომობილის ფერს, ერთიან სტანდარტს და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

"მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ტექნიკური დათვალიერების პარალელურად მიმდინარეობს", - აღნიშნა ბითაძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო