მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი დიჯეი და 28 წლის მინისტრი ფაშინიანის მთავრობაში - როგორ გამოიყურება სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი
ყოფილი დიჯეი და 28 წლის მინისტრი ფაშინიანის მთავრობაში - როგორ გამოიყურება სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სომ­ხე­თის ის­ტო­რი­ა­ში, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­მა პირ­ვე­ლად და­დეს ფიცი. ცე­რე­მო­ნია სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ჩა­ტარ­და. ფიცი პირ­ველ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა დადო, შემ­დეგ კი - მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებ­მა. ფი­ცის ტექ­სტში ნათ­ქვა­მია:

„სა­ერ­თო სა­ხალ­ხო მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, ვფი­ცავ, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შე­ვას­რუ­ლო ხალ­ხის წი­ნა­შე ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ვიც­ვა სომ­ხე­თის კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნე­ბი, ხელი შე­ვუ­წყო სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას, მთავ­რო­ბის წევ­რის მა­ღა­ლი წო­დე­ბის ერ­თგუ­ლი დავ­რჩე...“

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სომ­ხე­თის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ფორ­მი­რე­ბას და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე შე­უდ­გა და კად­რე­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­არ­ჩია... სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ფა­ში­ნი­ა­ნის მუ­შა­ო­ბის კურ­სი, პირ­ველ ეტაპ­ზე წა­ა­გავს სა­ქარ­თვე­ლოს ექს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გზას 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში.

“ფა­ში­ნი­ა­ნიც მა­სა­ვით ახალ­გაზ­რდებ­ზე აკე­თებს არ­ჩე­ვანს. რაც შე­საძ­ლოა, იმი­თაც აიხ­სნას, რომ ძველ თა­ო­ბას, ვი­საც კი პო­ლი­ტი­კას­თან ჰქო­ნია შე­ხე­ბა, არც ისე სუფ­თა წარ­სუ­ლი აქვს. ახლა მთა­ვა­რია, რო­გორ დაძ­ლევს ფა­ში­ნი­ა­ნი და მისი გუნ­დი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას - კო­რუფ­ცი­ას... ამი­ტო­მაც ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბის დიდ ნა­წილს კო­რუმ­პი­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მებ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს” - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ახა­ლი გუნ­დი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: პირ­ვე­ლი ვიცე პრე­მი­ე­რი - 38 წლის არა­რატ მირ­ზო­ი­ა­ნი და მი­სი­ვე ასა­კის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი, - არა­იკ ჰა­რუ­ტუ­ნი­ა­ნი. მი­ნის­ტრებს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა დი­ას­პო­რის მი­ნის­ტრი - 28 წლის მიხ­ტარ აი­რა­პე­ტი­ა­ნი.

(ფო­ტო­ზე შუ­ა­ში მიხ­ტარ აი­რა­პე­ტი­ა­ნი)

(ფო­ტო­ზე: არა­რატ მირ­ზო­ი­ა­ნი)

azatutyun.am-ის ცნო­ბით, ერთ-ერთი ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი, 30 წლის ედუ­არდ აღა­ჯა­ნი­ა­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვის­ტო­ბამ­დე, სომ­ხეთ­ში ცნო­ბი­ლი დი­ჯეი, სა­ხე­ლად DJ Ed Ward და ან­დერგრა­უნდ ტექ­ნო-კლუ­ბის მე­ნე­ჯე­რი იყო, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა... ბოლო ხა­ნებ­ში, ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია “სა­მო­ქა­ლა­ქო შე­თან­ხმე­ბის” ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მას მო­ნა­კოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა მათ­განს, ვინც ფა­ში­ნი­ან­მა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩა­ა­ბა­რა - გა­ნათ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რაც უფ­რო­სი თა­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

ფა­ში­ა­ნი­ნის არ­ჩე­ვანს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით იმე­დი­ა­ნად შეხ­ვდა. მათი თქმით შე­საძ­ლოა, სომ­ხეთ­შიც დად­გა დრო, რო­დე­საც ნორ­მა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა იქ­მნე­ბა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

“მარ­თა­ლია, ეს ვერ იქ­ნე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლო, რად­გან ძვე­ლი კად­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკვე მოჰ­ყვა სა­ბო­ტა­ჟი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა­ში. მა­გა­ლი­თად, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კო­რუმ­პი­რე­ბულ სახ­ლმწი­ფო სის­ტე­მა­ში, ვი­თა­რე­ბა უკვე და­ი­ძა­ბა...” – წერს Кавказский Узел-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი.

ფა­ში­ნი­ა­ნის მიერ არ­ჩე­ულ მი­ნის­ტრთა მე­ო­რე ჯგუფ­ში შე­დი­ან, მისი მო­კავ­ში­რე პარ­ტი­ის წევ­რე­ბი - ფრაქ­ცი­ი­დან “ელკი” და პარ­ტი­ე­ბი­დან - “გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სომ­ხე­თი”, “რეს­პუბ­ლი­კა”. სომ­ხე­თის ახალ­მა პრე­მი­ერ­მა იმ პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და­უ­ფა­სა მხარ­და­ჭე­რა, ვინც 31 მარტს, ქა­ლაქ გი­უმრში და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ფა­ში­ა­ნი­ა­ნის გა­მარ­ჯვე­ბის ირ­წმუ­ნეს და მის გვერ­დით დად­გნენ... მა­გა­ლი­თად, - “დაშ­ნა­კცუ­ტი­უ­ნი” და “აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი სომ­ხე­თი”.

azatutyun.am-ს მი­მომ­ხილ­ვე­ლის შე­ფა­სე­ბით, არი­ან ისე­თი კად­რე­ბი, ვინც სარ­გსი­ა­ნის დრო­ი­დან ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ობ­და - ასე­თია, ერევ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­ლე­რი ოსი­პი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფა­ში­ნი­ა­ნის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის მი­მართ აშ­კა­რა პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამ­და. თუმ­ცა, ის ფა­ში­ა­ნინ­მა ერევ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად და­ნიშ­ნა, იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი არ არის და იმ დღე­ებ­ში “მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბა აი­ძუ­ლებ­და, ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო...”

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­ში­ნი­ან­მა, ამ ნა­ბი­ჯით, ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ სომ­ხეთ­ში ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მე­ტად აღარ გა­ამ­წვა­ვა, რად­გან კარ­გად ეს­მის, რომ ძველ კად­რებს ჯერ კი­დევ აქვთ “სა­ცე­ცე­ბი.”

“სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მისი პოსტსზე და­ტო­ვე­ბა ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა შემ­დეგ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა...” – წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ყოფილი დიჯეი და 28 წლის მინისტრი ფაშინიანის მთავრობაში - როგორ გამოიყურება სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი

ყოფილი დიჯეი და 28 წლის მინისტრი ფაშინიანის მთავრობაში - როგორ გამოიყურება სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი

დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პირველად დადეს ფიცი. ცერემონია სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩატარდა. ფიცი პირველმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დადო, შემდეგ კი - მთავრობის სხვა წევრებმა. ფიცის ტექსტში ნათქვამია:

„საერთო სახალხო მიზნის განხორციელებისა და სამშობლოს გაძლიერებისთვის, ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევასრულო ხალხის წინაშე ჩემი ვალდებულებები, დავიცვა სომხეთის კონსტიტუცია და კანონები, ხელი შევუწყო სომხეთის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას, მთავრობის წევრის მაღალი წოდების ერთგული დავრჩე...“

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას დანიშვნისთანავე შეუდგა და კადრები საკმაოდ საინტერესოდ შეარჩია... სომეხი პოლიტოლოგების თქმით, ფაშინიანის მუშაობის კურსი, პირველ ეტაპზე წააგავს საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზას 2000-იანი წლების დასაწყისში.

“ფაშინიანიც მასავით ახალგაზრდებზე აკეთებს არჩევანს. რაც შესაძლოა, იმითაც აიხსნას, რომ ძველ თაობას, ვისაც კი პოლიტიკასთან ჰქონია შეხება, არც ისე სუფთა წარსული აქვს. ახლა მთავარია, როგორ დაძლევს ფაშინიანი და მისი გუნდი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას - კორუფციას... ამიტომაც ახალი მინისტრების დიდ ნაწილს კორუმპირებულ სახელმწიფო სისტემებში მუშაობის გამოცდილება არ აქვს” - წერს სომხური მედია.

ახალი გუნდი ასე გამოიყურება: პირველი ვიცე პრემიერი - 38 წლის არარატ მირზოიანი და მისივე ასაკის განათლების მინისტრი, - არაიკ ჰარუტუნიანი. მინისტრებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა დიასპორის მინისტრი - 28 წლის მიხტარ აირაპეტიანი.

(ფოტოზე შუაში მიხტარ აირაპეტიანი)

(ფოტოზე: არარატ მირზოიანი)

azatutyun.am-ის ცნობით, ერთ-ერთი ახლად დანიშნული ჩინოვნიკი, 30 წლის ედუარდ აღაჯანიანი, რომელიც პოლიტიკურ აქტივისტობამდე, სომხეთში ცნობილი დიჯეი, სახელად DJ Ed Ward და ანდერგრაუნდ ტექნო-კლუბის მენეჯერი იყო, პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა... ბოლო ხანებში, ის პოლიტიკური პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” ხელმძღვანელი იყო. მას მონაკოს უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

ყველა მათგანს, ვინც ფაშინიანმა საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩააბარა - განათლება დასავლეთში აქვს მიღებული, რაც უფროსი თაობის გარკვეული ნაწილის გაღიზიანებას იწვევს.

ფაშიანინის არჩევანს, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ჯერჯერობით იმედიანად შეხვდა. მათი თქმით შესაძლოა, სომხეთშიც დადგა დრო, როდესაც ნორმალური სახელმწიფო სისტემა იქმნება, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული.

“მართალია, ეს ვერ იქნება უმტკივნეულო, რადგან ძველი კადრების გათავისუფლებას უკვე მოჰყვა საბოტაჟი სხვადასხვა სახელმწიფო სისტემაში. მაგალითად, პროკურატურაში, ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახლმწიფო სისტემაში, ვითარება უკვე დაიძაბა...” – წერს Кавказский Узел-ის კორესპონდენტი.

ფაშინიანის მიერ არჩეულ მინისტრთა მეორე ჯგუფში შედიან, მისი მოკავშირე პარტიის წევრები - ფრაქციიდან “ელკი” და პარტიებიდან - “განათლებული სომხეთი”, “რესპუბლიკა”. სომხეთის ახალმა პრემიერმა იმ პარტიის წარმომადგენლებსაც დაუფასა მხარდაჭერა, ვინც 31 მარტს, ქალაქ გიუმრში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ფაშიანიანის გამარჯვების ირწმუნეს და მის გვერდით დადგნენ... მაგალითად, - “დაშნაკცუტიუნი” და “აღორძინებული სომხეთი”.

azatutyun.am-ს მიმომხილველის შეფასებით, არიან ისეთი კადრები, ვინც სარგსიანის დროიდან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა - ასეთია, ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი, რომელიც ფაშინიანის მიერ ორგანიზებული აქციების მიმართ აშკარა პროტესტს გამოთქვამდა. თუმცა, ის ფაშიანინმა ერევნის პოლიციის უფროსად დანიშნა, იმ არგუმენტით, რომ კორუმპირებული არ არის და იმ დღეებში “მხოლოდ მოვალეობა აიძულებდა, ასე მოქცეულიყო...”

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა, ამ ნაბიჯით, ცვლილებების შემდეგ სომხეთში ისედაც დაძაბული ვითარება მეტად აღარ გაამწვავა, რადგან კარგად ესმის, რომ ძველ კადრებს ჯერ კიდევ აქვთ “საცეცები.”

“სხვა შემთხვევაში, მისი პოსტსზე დატოვება ნიშნავს, რომ პოლიციაში არსებული კლანური მმართველობა შემდეგშიც გაგრძელდება...” – წერს სომხური მედია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე