პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუთპუნქტიანი გეგმა ძიუდოისტებისთვის - დავით ქევხიშვილს შეთავაზება აქვს
ხუთპუნქტიანი გეგმა ძიუდოისტებისთვის - დავით ქევხიშვილს შეთავაზება აქვს

ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი ძი­უ­დო­ის­ტებს რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბას სთა­ვა­ზობს. და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი სპორ­ტსმე­ნებს „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ მისი ქმე­დე­ბე­ბი პრო­ცე­სე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

„კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვამ სი­ნა­ნულს იმის გამო, რაც ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის გარ­შე­მო ხდე­ბა. სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თათ­ვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მტყუ­ან - მარ­თლის ძი­ე­ბა. ჩემი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა სწო­რედ რომ პრო­ცე­სე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და არა სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თლად წარ­მო­ჩე­ნის­კენ. ამის გა­მოა, რომ ვსა­უბ­რობ მხო­ლოდ ჩემი მი­სა­მარ­თით გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე, რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც მა­კის­რია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­რი­დებ თავს პრო­ცე­სე­ბის კი­დევ უფრო მეტ ეს­კა­ლა­ცი­ას.

რა თქმა უნდა რთუ­ლია თე­მის რე­გუ­ლი­რე­ბა, რო­დე­საც ოპო­ნენ­ტე­ბი უარს ამ­ბო­ბენ დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა­ზე და მხო­ლოდ სა­ჯა­როდ, პრე­სის თან­დას­წრე­ბით სურთ სა­უ­ბა­რი. ამა­სო­ბა­ში კი გა­დის დრო, დრო, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი წა­მიც ძვირ­ფა­სია კარსმომ­დგარ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში.

სწო­რედ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, არ დავ­ტო­ვო პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი, არ გახ­დეს უსა­ფუძ­ვლო, მაგ­რამ მა­ინც მი­ზე­ზი, გარ­კვე­უ­ლი სპორ­ტსმენ­თათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში ხე­ლის შეშ­ლის მე მათ სა­ჯა­როდ (მათ­სა­ვე არ­ჩე­ულ ფორ­მატ­ში) ვთა­ვა­ზობ შემ­დეგ წი­ნა­და­დე­ბებს:

1. წარ­მო­ად­გი­ნეთ ნე­ბის­მი­ე­რი, პი­როვ­ნე­ბა რო­მელ­საც თქვენ უცხა­დებთ ნდო­ბას და რო­მელ­საც ფიქ­რობთ, რომ შეს­წევს უნა­რი გა­უ­ძღვეს თქვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მმარ­თვე­ლო­ბით პრო­ცესს. ჩვენს მიერ იგი იქ­ნე­ბა და­ნიშ­ნუ­ლი თა­ნა­შემ­წედ ნაკ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხში, რა თქმა უნდა შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბით და უფ­ლე­ბე­ბით;

2.წარ­მო­ად­გი­ნეთ ერთი მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც ფიქ­რობთ, რომ იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად თქვენ­თვის შე­დე­გის მომ­ტა­ნი სამ­წვრთნე­ლო პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს. ჩვენს მიერ იგი იქ­ნე­ბა და­ნიშ­ნუ­ლი ერთ-ერთ თა­ნა­შემ­წედ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დავ­ნიშ­ნავთ;

3.ამით თქვენ გექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბაა თქვენს მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ კან­დი­და­ტებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თოთ იმ ძი­უ­დო­ის­ტთა კონ­კუ­რენ­ცის პრო­ცეს­ში, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ პო­ტენ­ცი­უ­რი შან­სი მოხ­ვდნენ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე;

4.სწო­რედ თქვენს მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ კან­დი­და­ტებ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რაც შე­ე­ხე­ბა თქვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სამ­წვრთნე­ლო პრო­ცესს, რა თქმა უნდა თქვე­ნი და მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;

5.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ეს შე­თა­ვა­ზე­ბა გა­მო­ი­ღებს თუ არა შე­დეგს პრო­ცე­სე­ბის და­რე­გუ­რი­ლე­ბის კუ­თხით, მე ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ყვე­ლა კი­თხვას, რო­მე­ლიც იქნა დას­მუ­ლი ჩემი მი­სა­მარ­თით, კი­დევ ერთხელ გავ­ცე პა­სუ­ხი ნე­ბის­მი­ე­რი კო­მი­სი­ის ფორ­მატ­ში და თუკი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა სად­მე ჩემი მხრი­დან თქვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რა­ი­მე ხე­ლის შეშ­ლის მო­მენ­ტი, შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, დავ­ტო­ვო პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი.

იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ჩვენ მოვ­ნა­ხავთ ძა­ლას სა­კუ­თარ თავ­ში, რათა დავ­დგეთ თვით სა­კუ­თარ თავ­ზე მაღ­ლა, რა­მე­თუ ძი­უ­დო პირ­ველ რიგ­ში არის არა მედ­ლე­ბი და ჯილ­დო­ე­ბი, არა­მედ პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტუ­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ“, - წერს და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ძი­უ­დო­ის­ტე­ბის ნა­წი­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას ითხოვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

ხუთპუნქტიანი გეგმა ძიუდოისტებისთვის - დავით ქევხიშვილს შეთავაზება აქვს

ხუთპუნქტიანი გეგმა ძიუდოისტებისთვის - დავით ქევხიშვილს შეთავაზება აქვს

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ძიუდოისტებს რამდენიმე წინადადებას სთავაზობს. დავით ქევხიშვილი სპორტსმენებს „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართავს და აცხადებს, რომ მისი ქმედებები პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული.

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ძიუდოს ფედერაციის გარშემო ხდება. სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მტყუან - მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ. ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას.

რა თქმა უნდა რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი. ამასობაში კი გადის დრო, დრო, რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარსმომდგარ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.

სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი, გარკვეული სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებებს:

1. წარმოადგინეთ ნებისმიერი, პიროვნება რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით;

2.წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ-ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ;

3.ამით თქვენ გექნებათ საშუალებაა თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენცის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე;

4.სწორედ თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;

5.მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგურილების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველ რიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ“, - წერს დავით ქევხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ