პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს

რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში უარ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, 2008 წლის აგ­ვის­ტოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"გა­მოს­ვლი­სას რუ­სე­თის მხა­რემ უარ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსა­ფუძ­ვლო მტკი­ცე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თით­ქოს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს რა­ი­მე კავ­ში­რი აქვთ 2008 წლის აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­თან. რუ­სულ­მა მხა­რემ მი­უ­თი­თა სა­სა­მარ­თლოს, რომ ამ­გვა­რი ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლოა და არ დას­ტურ­დე­ბა რა­ი­მე ობი­ექ­ტუ­რი ან მი­სა­ღე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­სა­მარ­თლე­ებს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მოვ­ლე­ნე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას“.

"ქარ­თულ­მა მხა­რემ უარი გა­ნა­ცხა­და ეღი­ა­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გა­ჩა­ღე­ბა­ში და რუ­სე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა არაპ­რო­პორ­ცი­ულ ქმე­დე­ბებ­ში და არა­ფე­რი უთ­ქვამს იმა­ზე, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას იცავ­დნენ ქარ­თუ­ლი ჯა­რის თავ­დას­ხმის­გან. ასე­ვე სა­სა­მარ­თლოს მი­ა­წო­დეს პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს რა­ი­მე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არა­რა­სე­ბო­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნეს რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხად­ყო­ფენ, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზომა მი­ი­ღეს, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ სი­ცო­ცხლი­სა და სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფა.

"მტკი­ცე­ბა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას კავ­ში­რი აქვს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სის­ტე­მურ დარ­ღვე­ვებ­თან, უსა­ფუძ­ვლოა და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ასე­ვე უარ­ყვეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბა, რომ რუ­სე­თი თა­ვის იუ­რის­დიქ­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­და აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რუ­სუ­ლი მხა­რის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­მო­ყე­ნე­ბა­დი ცნე­ბა, იუ­რის­დიქ­ცი­ი­სა და ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­ე­რო-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კას. რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მო­ცე­მულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტთან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლის დე­ბუ­ლე­ბე­ბი და არა ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კონ­ვენ­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"ამავდრო­უ­ლად, რუ­სულ­მა მხა­რემ მო­სა­მარ­თლე­ებს აც­ნო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სუს­ტია, მათ შო­რის იმ მი­ზე­ზის გამო, რომ მონ­ტა­ჟი­სა და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის ნიშ­ნებს შე­ი­ცა­ვენ", - დას­ძი­ნეს რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში.

საქ­მე­ზე "სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (II)" ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში დღეს ბოლო ზე­პი­რი მოს­მე­ნა გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უარყვეს საქართველოს მიერ წარდგენილი ბრალდებები, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

"გამოსვლისას რუსეთის მხარემ უარყო საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო მტკიცებები იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს რაიმე კავშირი აქვთ 2008 წლის აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევებთან. რუსულმა მხარემ მიუთითა სასამართლოს, რომ ამგვარი ბრალდებები უსაფუძვლოა და არ დასტურდება რაიმე ობიექტური ან მისაღები მტკიცებულებებით", - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მოვლენების დამახინჯებას“.

"ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ეღიარებინა თავისი ინიციატივა შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაში და რუსეთი დაადანაშაულა არაპროპორციულ ქმედებებში და არაფერი უთქვამს იმაზე, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იცავდნენ ქართული ჯარის თავდასხმისგან. ასევე სასამართლოს მიაწოდეს პოზიცია, რომელიც ადასტურებს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულებების არარასებობას იმის თაობაზე, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ ქმედებებს, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციას ეწინააღმდეგებოდა", - აღნიშნეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რათა თავიდან აეცილებინათ სიცოცხლისა და საკუთრების ხელყოფა.

"მტკიცება, რომ რუსეთის ფედერაციას კავშირი აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების სისტემურ დარღვევებთან, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის წარმომადგენლებმა ასევე უარყვეს საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, რომ რუსეთი თავის იურისდიქციას ახორციელებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რუსული მხარის აზრით, საქართველოს მიერ გამოყენებადი ცნება, იურისდიქციისა და ეფექტური კონტროლის შესახებ, არ შეესაბამება გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკას. რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ შეიარაღებულ კონფლიქტთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებები და არა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ კონვენციის დებულებები.

"ამავდროულად, რუსულმა მხარემ მოსამართლეებს აცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა სუსტია, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს შეიცავენ", - დასძინეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროში.

საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე