პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზონის დაცემა- “ქართველი მეფეები“- ს მეხუთე ტომი ფარნავაზი უკვე გაყიდვაშია
აზონის დაცემა- “ქართველი მეფეები“- ს მეხუთე ტომი ფარნავაზი უკვე გაყიდვაშია

მკი­თხვე­ლი უკვე კარ­გად იც­ნობს პა­ლიტ­რა L- ის მო­რიგ უნი­კა­ლურ პრო­ექტს “ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი“, რომ­ლის 5 ტომი: თა­მარ მეფე, ბაგ­რატ მე­სა­მე, ვახ­ტანგ მე­ექ­ვსე, გი­ორ­გი მე­სა­მე და ფარ­ნა­ვა­ზი უკვე გა­მო­ვი­და. სე­რი­ას მე­ხუ­თე ტომი ფარ­ნა­ვა­ზი 21 მა­ი­სი­დან იყი­დე­ბა გა­ზეთ კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ერ­თად. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 5.50 ლარი, ხოლო გა­ზეთ­თან ერ­თად იგი 7 ლა­რად იყი­დე­ბა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს წიგ­ნი­დან:

ფარ­ნა­ვა­ზი­სა და ქუ­ჯის სა­ო­მა­რი სამ­ზა­დი­სი იმ­დე­ნად სწრა­ფად წა­რი­მარ­თა, რომ „კაცი ძნე­ლი და მე­სის­ხლე“ სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა აჯან­ყე­ბის ალის ან­თე­ბას. მე­მა­ტი­ა­ნე გვა­უ­წყებს, ფარ­ნა­ვაზ­მა და ქუ­ჯიმ „შე­ი­ერ­თნეს და ეზ­რახ­ნეს ოვსთა და ლეკ­თა. ხოლო მათ გა­ნი­ხა­რეს, რა­მე­თუ არა სთნ­და მი­ცე­მა ხარ­კი­სა აზო­ნი­სა. და გა­მოჰ­ყვეს ოვ­სნი და ლეკ­ნი, და გა­ნიმ­რავ­ლნეს სპა­ნი. ეგ­რი­სით შეკრბეს ური­ცხუ­ნი სპა­ნი და მო­მარ­თეს აზონს. ხოლო აზონ­მან მო­უ­წო­და სპა­თა თვის­თა და შე­მოკ­რიბ­ნა“.

მა­შინ ათა­სი მხე­და­რი რჩე­უ­ლი ჰრომ­თა მათ­გა­ნი, რო­მელ­თა ბო­რო­ტი წაჰ­კი­დე­ბო­და აზო­ნი­სა­გან, გა­ნუდ­გეს აზონს და მო­ვი­დეს წი­ნა­შე ფარ­ნა­ვა­ზი­სა. მა­შინ ყო­ველ­ნი ქარ­თველ­ნი გა­ნუდ­გეს აზონს. ხოლო სპა­ნი, რო­მელ დარ­ჩეს აზონს, ვერ­ღა­რა მი­ენ­დო მათ, რა­მე­თუ ყო­ველ­თა ზედა ბო­რო­ტის მოქ­მედ იყო. წა­ვი­და აზონ და მი­ვი­და კლარ­ჯეთს, და გა­მაგრდა იგი სი­მაგ­რე­თა შინა კლარ­ჯე­თი­სა­თა“.

ლე­ონ­ტი მრო­ველს სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით აქვს აღ­წე­რი­ლი ორი­ვე მხა­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა. ნაჩ­ვე­ნე­ბი აქვს ფარ­ნა­ვა­ზის მო­წო­დე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი არა­ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც. მე­მა­ტი­ა­ნის თა­ნახ­მად, აზო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ბერ­ძნუ­ლი (ჰრომ­თა) გარ­ნი­ზო­ნი­სა და იძუ­ლე­ბით გაწ­ვე­ულ ქარ­თველ­თა გა­დას­ვლამ ფარ­ნა­ვა­ზის მხა­რე­ზე. მე­ო­მარ­თა სიმ­ცი­რის გამო აზონ­მა ბრძო­ლა­ში ჩაბ­მა ვერ გა­ბე­და და ახა­ლი ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბამ­დე თავი შე­ა­ფა­რა კლარ­ჯეთს. მისი ეს მოქ­მე­დე­ბა უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს „მოქ­ცე­ვაი ქარ­თლი­სა­ის“ ვერ­სი­ას აზო­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ფაქ­ტია, რომ რო­დე­საც ქარ­თლში საფრ­თხე შე­ექ­მნა, მან მი­ა­შუ­რა თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი კლარ­ჯე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებს, რო­გორც უკა­ნას­კნელ იმედს.

აზონ­მა ქარ­თლი და მისი დე­და­ქა­ლა­ქი მცხე­თა უბ­რძოლ­ვე­ლად დათ­მო. იმა­ვე წელს ფარ­ნა­ვაზ­მა „და­ი­პყრა ყო­ვე­ლი ქარ­თლი თვი­ნი­ერ კლარ­ჯე­თი­სა“. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფარ­ნა­ვა­ზის მხა­რეს დად­გა. აზო­ნის და­საყ­რდენს მხო­ლოდ კლარ­ჯე­თი წარ­მო­ად­გენ­და. დახ­მა­რე­ბას ელო­დე­ბო­და აგ­რეთ­ვე ახალ­ფე­ხად­გმუ­ლი კა­პა­დო­კი­ის იმ ნა­წი­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც პონ­ტოს სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ იმის გამო, რომ სუს­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი ლი­სი­მა­ხო­სის კონ­ტროლს ვერ აიც­დენ­და, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, კუ­რუ­პე­დი­ონ­თან ბრძო­ლის შემ­დეგ, სე­ლევ­კი­დებს მის მი­მარ­თაც გა­უჩ­ნდე­ბო­დათ პრე­ტენ­ზია. ეს რომ ასე იყო, ჩანს მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­დან.

ფარ­ნა­ვა­ზი­სა და აზო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მე­ო­მა­რი მხა­რე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ანი­ჭებ­დნენ კონ­ტაქ­ტებს გარე სამ­ყა­როს­თან. აზო­ნის სა­ვა­რა­უ­დო მო­კავ­ში­რედ მიჩ­ნე­უ­ლია პონ­ტოს სა­მე­ფო, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სე­ლევ­კი­დე­ბის აგ­რე­სი­ის პი­რის­პირ იდგა და სე­რი­ო­ზუ­ლი დახ­მა­რე­ბის უნა­რი არ გა­აჩ­ნდა. იმ­ჟა­მინ­დე­ლი პონ­ტოს გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ხაზ­გას­მუ­ლია ქარ­თულ მა­ტი­ა­ნე­შიც.

ფარ­ნა­ვაზ­მა იცო­და, რომ აზო­ნი დახ­მა­რე­ბას ელო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ჯე­რაც უჩი­ნა­რი პონ­ტო­სა­გან. ამ კუ­თხით მან სა­ოც­რად შორ­სმჭვრე­ტე­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა უძ­ლი­ე­რეს სე­ლევ­კი­დე­ბის იმ­პე­რი­ას­თან. ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლი წერს: ქარ­თლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, „ამან ფარ­ნა­ვაზ წა­რავ­ლინ­ნა მო­ცი­ქულ­ნი წი­ნა­შე მე­ფი­სა ან­ტი­ო­ქოს ასუ­რას­ტა­ნი­სა, და წარსცა ძღუ­ე­ნი დი­დძა­ლი. და აღუთ­ქვა მას მსა­ხუ­რე­ბა, და ითხო­ვა მის­გან შე­წევ­ნა ბერ­ძენ­თა ზედა. ხოლო ან­ტი­ო­ქოს შე­ი­წყნა­რა ძღუ­ე­ნი მისი, და უწო­და შვი­ლად თვი­სად, და წარ­მოს­ცა გვირ­გვი­ნი. და უბ­რძა­ნა ერის­თავ­თა სომ­ხე­თი­სა­თა, რათა შე­ე­წე­ო­დი­ან ფარ­ნა­ვაზს“.ფარ­ნა­ვა­ზის და­კავ­ში­რე­ბა სე­ლევ­კი­დე­ბის სა­მე­ფო კარ­თან, პონ­ტოს მი­მარ­თაც სე­რი­ო­ზულ წინსვლას ნიშ­ნავ­და, რად­გან აზო­ნის მო­კავ­ში­რე უნდა დაჰ­პი­რის­პი­რე­ბო­და იმ მძლე­თა მძლე მბრძა­ნე­ბელს, რო­მელ­მაც ქარ­თლის მეფე „შვი­ლად თვი­სად“ მო­იხ­სე­ნია.

აზო­ნი უბ­რძოლ­ვე­ლად არ თმობ­და ას­პა­რეზს. ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლი ორი­ვე მხა­რეს თა­ნა­ბარ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს: „ხოლო წელ­სა მე­ო­რე­სა აზონ მო­ირთნა სპა­ნი სა­ბერ­ძნე­თით, გან­ძლი­ერ­და ფრი­ად და მო­მარ­თა ფარ­ნა­ვაზს. ხოლო ფარ­ნა­ვაზს გა­ნემ­რავ­ლნეს მხე­დარ­ნი ქარ­თლი­სა­ნი. მო­უ­წო­და მათ და უხმო ქუ­ჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყო­ველ­ნი, და მო­ერ­თნეს ერის­თავ­ნი ან­ტი­ო­ქო­ზის­ნი სომ­ხი­თით. და ესე ყო­ველ­ნი შეკ­რიბ­ნა ფარ­ნა­ვაზ და მი­ე­გე­ბა ნა­ქა­ლა­ქევ­სა თანა არ­ტა­ნი­სა­სა... იქ­მნა ბრძო­ლა დი­დძა­ლი. და მოს­წყდეს ორგნით­ვე ური­ცხვი, ხოლო იძ­ლივ­ნეს ბერ­ძენ­ნი ფარ­ნა­ვა­ზის­გან“. აზო­ნის ლაშ­ქა­რი ბრძო­ლის ველ­ზე გა­ნად­გურ­და, მისი მე­ომ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ი­ღუ­პა ან ტყვედ ჩა­ვარ­და. ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა თა­ვად აზო­ნიც. მისი უკა­ნას­კნე­ლი ბრძო­ლა სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფით დას­რულ­და. ფარ­ნა­ვაზ­მა „მო­ა­ტყუ­ევ­ნა სა­ზღვა­რი სა­ბერ­ძნე­თი­სა ან­ძი­ა­ძო­რი­სა და ეკე­ლე­ცით შე­მო­იქ­ცა. მო­ვი­და კლარ­ჯეთს და და­ი­პყრა კლარ­ჯე­თი, და წარ­მო­ვი­და მცხე­თად სი­ხა­რუ­ლი­თა დი­დი­თა. ხოლო სიმ­დიდ­რე­სა ზედა მის­სა და­ერ­თო ხუ­ას­ტა­გი აზო­ნის­ცა. და იქ­მნა სიმ­დიდ­რე გარ­და­რე­უ­ლი“.

კლარ­ჯე­თის და­პყრო­ბით დამ­თავ­რდა ქარ­თვე­ლი ტო­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. „ქარ­თლის ცხოვ­რე­ბას“ სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ კუ­თხე­ში არ აქვს მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი ფარ­ნა­ვა­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­მოს­ვლა. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო მხო­ლოდ კლარ­ჯე­თი. ეს ფაქ­ტი და­მა­ჯე­რებ­ლად ადას­ტუ­რებს აზო­ნის იქა­ურ წარ­მო­მავ­ლო­ბას.

ფარ­ნა­ვა­ზის გა­მარ­ჯვე­ბას აზო­ნის მფარ­ვე­ლი ძალა იძუ­ლე­ბით შე­უ­რიგ­და. ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის აზ­რით, „ვერ­ღა­რა იძი­ეს შური ბერ­ძენ­თა მის ზედა, რა­მე­თუ, უცა­ლო იყ­ვნეს ბერ­ძენ­ნი ბრძო­ლი­სა­გან ჰრომ­თა­სა“. ბერ­ძნებ­ში – კა­პა­დო­კი­ე­ლე­ბი, ხოლო რო­მა­ე­ლებ­ში აზი­ის მპყრო­ბე­ლი სე­ლევ­კი­დე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბი­ან. ეს იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ყა­ლიბ­დე­ბო­და სე­ლევ­კი­დებ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი მცი­რე კა­პა­დო­კია, პონ­ტოს სა­ხით. პონ­ტოს სი­სუს­ტემ ფარ­ნა­ვაზს გა­უ­ად­ვი­ლა გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქარ­თუ­ლი მი­წე­ბი­სად­მი აგ­რე­სია მით­რი­და­ტი­დებს პონ­ტოს სა­მე­ფოს ჩა­სახ­ვის დღი­დან­ვე გა­მო­უმ­ჟღავ­ნე­ბი­ათ.

აზონ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ფარ­ნა­ვაზ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნა. სე­ლევ­კი­დე­ბის ტახ­ტის ნო­მი­ნა­ლურ „მსა­ხუ­რე­ბას~ კარ­გად გათ­ვლი­ლი ფა­რის როლი ეკის­რე­ბო­და. აზი­ის მპყრო­ბელ­თან „მო­ნე­ბა“, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ცი­ქულ­თა მი­მოს­ვლის დო­ნეს არ გას­ცდე­ნია.

ფარ­ნა­ვა­ზის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მე­მა­ტი­ა­ნე აცხა­დებს, რომ ფარ­ნა­ვა­ზი „ოც­დაშ­ვი­დი­სა წლი­სა მეფე იქ­მნა“, მო­ი­გე­რია ყო­ველ­გვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა და შე­უდ­გა და­მო­უ­კი­დე­ბელ მმარ­თვე­ლო­ბას. მე­მა­ტი­ა­ნის სი­ტყვე­ბით „ფარ­ნა­ვაზ უშიშ იქ­მნა ყო­ველ­თა მტერ­თა თვის­თა­გან და მეფე იქ­მნა ყო­ველ­სა ქარ­თლსა და ეგურ­სა ზედა და გა­ნამ­რავ­ლნა ყო­ველ­ნი მხე­დარ­ნი ქარ­თლო­სი­ან­ნი“. ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის მტკი­ცე­ბით, ფარ­ნა­ვა­ზის მე­ფო­ბის ხა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლომ მო­ი­პო­ვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა ატ­რი­ბუ­ტი. მო­წეს­რიგ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ცალ­კე­ულ კუ­თხე­ებს შო­რის, დად­გინ­და სა­ზღვრე­ბი, გა­ტარ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ყო­ფა. ფარ­ნა­ვა­ზის რე­ლი­გი­ურ­მა და კულ­ტუ­რულ­მა პო­ლი­ტი­კამ და­ა­კავ­ში­რა მა­ნამ­დე გან­კერ­ძო­ე­ბუ­ლად მცხოვ­რე­ბი ტო­მე­ბი. ქარ­თუ­ლი სა­ის­ტო­რიო ტრა­დი­ცი­ით, ფარ­ნა­ვაზ­მა შექ­მნა მმარ­თვე­ლო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

აზონის დაცემა- “ქართველი მეფეები“- ს მეხუთე ტომი ფარნავაზი უკვე გაყიდვაშია

აზონის დაცემა- “ქართველი მეფეები“- ს მეხუთე ტომი ფარნავაზი უკვე გაყიდვაშია

მკითხველი უკვე კარგად იცნობს პალიტრა L- ის მორიგ უნიკალურ პროექტს “ქართველი მეფეები“, რომლის 5 ტომი: თამარ მეფე, ბაგრატ მესამე, ვახტანგ მეექვსე, გიორგი მესამე და ფარნავაზი უკვე გამოვიდა. სერიას მეხუთე ტომი ფარნავაზი 21 მაისიდან იყიდება გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად. წიგნის სპეციალური ფასია 5.50 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად იგი 7 ლარად იყიდება. გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან:

ფარნავაზისა და ქუჯის საომარი სამზადისი იმდენად სწრაფად წარიმართა, რომ „კაცი ძნელი და მესისხლე“ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა აჯანყების ალის ანთებას. მემატიანე გვაუწყებს, ფარნავაზმა და ქუჯიმ „შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ არა სთნდა მიცემა ხარკისა აზონისა. და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი, და განიმრავლნეს სპანი. ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თვისთა და შემოკრიბნა“.

მაშინ ათასი მხედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი, რომელ დარჩეს აზონს, ვერღარა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წავიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა“.

ლეონტი მროველს საოცარი სიზუსტით აქვს აღწერილი ორივე მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა. ნაჩვენები აქვს ფარნავაზის მოწოდების გამოძახილი არაქართველ მოსახლეობაშიც. მემატიანის თანახმად, აზონის მდგომარეობას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ბერძნული (ჰრომთა) გარნიზონისა და იძულებით გაწვეულ ქართველთა გადასვლამ ფარნავაზის მხარეზე. მეომართა სიმცირის გამო აზონმა ბრძოლაში ჩაბმა ვერ გაბედა და ახალი ძალების მოკრებამდე თავი შეაფარა კლარჯეთს. მისი ეს მოქმედება უტყუარად ადასტურებს „მოქცევაი ქართლისაის“ ვერსიას აზონის წარმომავლობის შესახებ. ფაქტია, რომ როდესაც ქართლში საფრთხე შეექმნა, მან მიაშურა თავისი მშობლიური კლარჯეთის ციხესიმაგრეებს, როგორც უკანასკნელ იმედს.

აზონმა ქართლი და მისი დედაქალაქი მცხეთა უბრძოლველად დათმო. იმავე წელს ფარნავაზმა „დაიპყრა ყოველი ქართლი თვინიერ კლარჯეთისა“. მთელი საქართველო ფარნავაზის მხარეს დადგა. აზონის დასაყრდენს მხოლოდ კლარჯეთი წარმოადგენდა. დახმარებას ელოდებოდა აგრეთვე ახალფეხადგმული კაპადოკიის იმ ნაწილისაგან, რომელიც პონტოს სახელით არის ცნობილი, მაგრამ იმის გამო, რომ სუსტი პოლიტიკური წარმონაქმნი ლისიმახოსის კონტროლს ვერ აიცდენდა, უნდა ვივარაუდოთ, კურუპედიონთან ბრძოლის შემდეგ, სელევკიდებს მის მიმართაც გაუჩნდებოდათ პრეტენზია. ეს რომ ასე იყო, ჩანს მოვლენების შემდგომი განვითარებიდან.

ფარნავაზისა და აზონის დაპირისპირების დროს, მეომარი მხარეები განსაკუთრებულ როლს ანიჭებდნენ კონტაქტებს გარე სამყაროსთან. აზონის სავარაუდო მოკავშირედ მიჩნეულია პონტოს სამეფო, რომელიც, თავის მხრივ, სელევკიდების აგრესიის პირისპირ იდგა და სერიოზული დახმარების უნარი არ გააჩნდა. იმჟამინდელი პონტოს გართულებული მდგომარეობა ხაზგასმულია ქართულ მატიანეშიც.

ფარნავაზმა იცოდა, რომ აზონი დახმარებას ელოდა საერთაშორისო ასპარეზზე ჯერაც უჩინარი პონტოსაგან. ამ კუთხით მან საოცრად შორსმჭვრეტელური ნაბიჯი გადადგა და კავშირი დაამყარა უძლიერეს სელევკიდების იმპერიასთან. ლეონტი მროველი წერს: ქართლის დაკავების შემდეგ, „ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუენი დიდძალი. და აღუთქვა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თვისად, და წარმოსცა გვირგვინი. და უბრძანა ერისთავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს“.ფარნავაზის დაკავშირება სელევკიდების სამეფო კართან, პონტოს მიმართაც სერიოზულ წინსვლას ნიშნავდა, რადგან აზონის მოკავშირე უნდა დაჰპირისპირებოდა იმ მძლეთა მძლე მბრძანებელს, რომელმაც ქართლის მეფე „შვილად თვისად“ მოიხსენია.

აზონი უბრძოლველად არ თმობდა ასპარეზს. ლეონტი მროველი ორივე მხარეს თანაბარ ყურადღებას უთმობს: „ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მხედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უხმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა... იქმნა ბრძოლა დიდძალი. და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხვი, ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან“. აზონის ლაშქარი ბრძოლის ველზე განადგურდა, მისი მეომრების უმეტესობა დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. ბრძოლაში დაიღუპა თავად აზონიც. მისი უკანასკნელი ბრძოლა სრული კატასტროფით დასრულდა. ფარნავაზმა „მოატყუევნა საზღვარი საბერძნეთისა ანძიაძორისა და ეკელეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონისცა. და იქმნა სიმდიდრე გარდარეული“.

კლარჯეთის დაპყრობით დამთავრდა ქართველი ტომების გაერთიანება. „ქართლის ცხოვრებას“ საქართველოს არც ერთ კუთხეში არ აქვს მინიშნებული ფარნავაზის საწინააღმდეგო გამოსვლა. გამონაკლისი იყო მხოლოდ კლარჯეთი. ეს ფაქტი დამაჯერებლად ადასტურებს აზონის იქაურ წარმომავლობას.

ფარნავაზის გამარჯვებას აზონის მფარველი ძალა იძულებით შეურიგდა. ლეონტი მროველის აზრით, „ვერღარა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ, უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა“. ბერძნებში – კაპადოკიელები, ხოლო რომაელებში აზიის მპყრობელი სელევკიდები იგულისხმებიან. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყალიბდებოდა სელევკიდებთან პირისპირ დარჩენილი მცირე კაპადოკია, პონტოს სახით. პონტოს სისუსტემ ფარნავაზს გაუადვილა გამარჯვების მოპოვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მიწებისადმი აგრესია მითრიდატიდებს პონტოს სამეფოს ჩასახვის დღიდანვე გამოუმჟღავნებიათ.

აზონთან დაპირისპირებისას ფარნავაზმა პოლიტიკური ორიენტირების საოცარი უნარი გამოავლინა. სელევკიდების ტახტის ნომინალურ „მსახურებას~ კარგად გათვლილი ფარის როლი ეკისრებოდა. აზიის მპყრობელთან „მონება“, ფაქტობრივად, მოციქულთა მიმოსვლის დონეს არ გასცდენია.

ფარნავაზის სახით საქართველოს სათავეში ჩაუდგა ეროვნული ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება. მემატიანე აცხადებს, რომ ფარნავაზი „ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა“, მოიგერია ყოველგვარი საშიშროება და შეუდგა დამოუკიდებელ მმართველობას. მემატიანის სიტყვებით „ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა და განამრავლნა ყოველნი მხედარნი ქართლოსიანნი“. ლეონტი მროველის მტკიცებით, ფარნავაზის მეფობის ხანაში საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი. მოწესრიგდა ურთიერთობა ცალკეულ კუთხეებს შორის, დადგინდა საზღვრები, გატარდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა. ფარნავაზის რელიგიურმა და კულტურულმა პოლიტიკამ დააკავშირა მანამდე განკერძოებულად მცხოვრები ტომები. ქართული საისტორიო ტრადიციით, ფარნავაზმა შექმნა მმართველობის განსხვავებული სისტემა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს