პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ქევხიშვილი - ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად ჯდება ძიუდოს ინტერესებში
დავით ქევხიშვილი - ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად ჯდება ძიუდოს ინტერესებში

ეს უკვე ზღვარ­გა­და­სუ­ლი საქ­ცი­ე­ლია, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რად არ ჯდე­ბა ძი­უ­დოს ინ­ტე­რე­სებ­ში, - ამის შე­სა­ხებ ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ბევრ ადა­მი­ანს აწყობს ამ პრო­ცეს­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა და ეს­კა­ლა­ცია.

„მე, რა თქმა უნდა, პრო­ცე­სე­ბის და­ლა­გე­ბას ხელს ვუ­წყობ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მზად ვარ მათ­თან და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან დავ­ჯდე და ვი­სა­უბ­რო გა­მო­სა­ვალ­ზე. არა კა­მე­რე­ბის თან­დას­წრე­ბით და პო­პუ­ლის­ტუ­რად, არა­მედ საქ­მი­ან რე­ჟიმ­ში, სა­დაც პრო­ცე­სე­ბის და­ლა­გე­ბის ყვე­ლა სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტი შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ. რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი, რაც არც ძი­უ­დოს ინ­ტე­რე­სებს და­ა­ზა­რა­ლებს და მათ ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მე მათ უკვე შევ­თა­ვა­ზე. თუმ­ცა მე აქ უკვე ვხე­დავ უაზ­რო ახი­რე­ბას და არა საქ­მის კე­თე­ბას. მე ამას ვერ და­ვარ­ქმევ ძი­უ­დოს მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვას. ეს უკე პრინ­ცი­პუ­ლო­ბაც არ არის, ზღვარ­გა­და­სუ­ლი საქ­ცი­ე­ლია, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რად ჯდე­ბა ძი­უ­დოს ინ­ტე­რეს­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩა­საფ­რე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ში. რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, მა­შინ ხმას არ იღე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, არც წარ­მა­ტე­ბას მი­ა­წე­რენ ფე­დე­რა­ცი­ას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკა­ნას­კნე­ლი 5 წელი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჩვენ­თვის, თუმ­ცა რო­გორც კი პა­ტა­რა­ზე ფეხი წა­უ­ბორ­ძიკ­დე­ბა სპორ­ტსმენს ან მწვრთნელს, შემ­დეგ ამო­ყო­ფენ თავს და ათას გან­ცხა­დე­ბას აკე­თე­ბენ, ათას სი­სუ­ლე­ლეს სა­უბ­რო­ბენ. ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რს აწყობს, რომ იყოს და­ძა­ბუ­ლო­ბა და ეს­კა­ლა­ცია,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ძი­უ­დო­ის­ტე­ბის ნა­წი­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას ითხოვს. ამ მო­თხოვ­ნით ისი­ნი დღეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დავით ქევხიშვილი - ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად ჯდება ძიუდოს ინტერესებში

დავით ქევხიშვილი - ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად ჯდება ძიუდოს ინტერესებში

ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად არ ჯდება ძიუდოს ინტერესებში, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ბევრ ადამიანს აწყობს ამ პროცესში დაძაბულობა და ესკალაცია.

„მე, რა თქმა უნდა, პროცესების დალაგებას ხელს ვუწყობ, იქიდან გამომდინარე, რომ მზად ვარ მათთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან დავჯდე და ვისაუბრო გამოსავალზე. არა კამერების თანდასწრებით და პოპულისტურად, არამედ საქმიან რეჟიმში, სადაც პროცესების დალაგების ყველა სავარაუდო ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. რამდენიმე ვარიანტი, რაც არც ძიუდოს ინტერესებს დააზარალებს და მათ ვარჯიშის საშუალებას მისცემს, მე მათ უკვე შევთავაზე. თუმცა მე აქ უკვე ვხედავ უაზრო ახირებას და არა საქმის კეთებას. მე ამას ვერ დავარქმევ ძიუდოს მომავალზე ზრუნვას. ეს უკე პრინციპულობაც არ არის, ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად ჯდება ძიუდოს ინტერესში.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩასაფრებულ პოზიციაში. როდესაც ყველაფერი კარგად არის, მაშინ ხმას არ იღებენ, შესაბამისად, არც წარმატებას მიაწერენ ფედერაციას. მოგეხსენებათ, უკანასკნელი 5 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის, თუმცა როგორც კი პატარაზე ფეხი წაუბორძიკდება სპორტსმენს ან მწვრთნელს, შემდეგ ამოყოფენ თავს და ათას განცხადებას აკეთებენ, ათას სისულელეს საუბრობენ. ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია,“ - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით ისინი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ