საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ზიზღითაა  შეპყრობილი  განსხვავებული ადამიანების მიმართ და განუხორციელებელი აქვს საკუთარი სქესი" - დეკანოზი აგრესიულ ქრისტიანებზე
"ბევრი ზიზღითაა  შეპყრობილი  განსხვავებული ადამიანების მიმართ და განუხორციელებელი აქვს საკუთარი სქესი" - დეკანოზი აგრესიულ ქრისტიანებზე

გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"წლე­ბია ვაკ­ვირ­დე­ბი და არ მი­ნა­ხავს არ­ცერ­თი, სა­კუ­თარ სქეს­ში და მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი კაცი ან ქალი, რომ აგ­რე­სი­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ესე­ნი არი­ან სრულ­ყო­ფი­ლი ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი, რო­მელ­თაც შე­იც­ნეს სა­კუ­თა­რი ბუ­ნე­ბა, ეჭვი არ ეპა­რე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ში, ამ მხრივ შიში უცხოა მათ­თვის და აგ­რე­სი­აც არ გა­აჩ­ნი­ათ. სა­პი­რის­პი­როდ მი­ნა­ხავს ბევ­რი, ვინც უკი­დუ­რე­სი ზი­ზღით, მტრო­ბით და გა­ნად­გუ­რე­ბის სურ­ვი­ლი­თაა შე­პყრო­ბი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია, ამ მხრივ ნაკ­ლუ­ლია და გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქვს სა­კუ­თა­რი სქე­სი. იცხოვ­რეთ თქვე­ნი პი­რა­დი სრულ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა! სარ­კეს ნუ და­ლე­წავთ, როცა სა­კუ­თა­რი ანა­რეკ­ლის გე­ში­ნი­ათ!

***

ქრის­ტეს სი­ტყვე­ბი არ უნ­დათ ქრის­ტი­ა­ნებს!

მათი შეგ­ნე­ბის და სუ­ლის უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ადა­მი­ა­ნებს ერთ მხა­რეს უდევთ წმინ­და სა­ხა­რე­ბა, ქრის­ტი­ან­თა მთა­ვა­რი წიგ­ნი - ახა­ლი აღ­თქმა, გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თის წმინ­და მო­ძღვრე­ბა და მას­ში ქრის­ტეს მიერ ნა­ქად­გე­ბი უამ­რა­ვი კაც­თმოყ­ვა­რე მცნე­ბა, ისე­თი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად: "გიყ­ვარ­დეს მტე­რი შენი და და­ლო­ცე მა­წყე­ვა­რი შენი", "რო­მელ­მან შე­მოგ­კრას ერთ ლო­ყა­ში, მი­უშ­ვი­რე მას მე­ო­რეც" , "თუ ვინ­მემ წა­გარ­თვას ხა­ლა­თი, გა­ა­ყო­ლე მას პე­რან­გიც", რო­მელ­მაც თვით ღმერ­თის და­სა­ცა­ვად ხმა­ლა­მო­ღე­ბულ პეტ­რეს მკაც­რად უბ­რძა­ნა: "ჩა­ა­გე მახ­ვი­ლი ქარ­ქაშ­ში, რად­გან ვინც აი­ღებს მახ­ვილს, მახ­ვი­ლით­ვე მოკ­ვდე­ბა", რო­მე­ლიც ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი მა­ინც ევედ­რე­ბო­და მამა ღმერ­თს მისი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლე­ბის და მკვლე­ლე­ბის­თვის "აპა­ტიე მა­მაო, რა­მე­თუ არ იცი­ან, რას ჩა­დი­ან", რო­მელ­მაც ბრძა­ნა, რომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას გა­და­სარ­ჩე­ნა­დაა მო­სუ­ლი და მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე მხო­ლოდ "წყა­ლო­ბა ნე­ბავს და არა მსხვერ­პლი", აი, გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თის ეს უდი­დე­სი მცნე­ბე­ბი უდევთ ცხვირ­წინ, ამის მოს­მე­ნა არ უნ­დათ, თით­ქოს არც არ­სე­ბობს მათ­თვის და მა­ინც მე-4 სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე წმ. იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის ერთი კერ­ძო, კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის გამო ნათ­ქვა­მი სი­ტყვა ურ­ჩევ­ნი­ათ, როცა ის ქა­ლაქ­ში არე­უ­ლო­ბის და­სა­შოშ­მი­ნებ­ლად, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ამ­ბობს, რომ ძა­ლაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ ურ­ჩე­ბის და­სა­შოშ­მი­ნებ­ლად. მაგ­რამ, რა­ტომ ურ­ჩევ­ნი­ათ ღვთის ძის, ქრის­ტეს სი­ტყვებს იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის სი­ტყვე­ბი? იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი სი­ძულ­ვი­ლის და აგ­რე­სი­ის გა­სა­მარ­თლებ­ლად ჭირ­დე­ბათ. მათ­ში ჯერ არაა სიყ­ვა­რუ­ლის, საღვთო მშვი­დო­ბის და მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის სული. ესაა მძი­მე სა­ნა­ხა­ვი! თა­ვი­და­ნაა სა­ქა­და­გე­ბე­ლი მათ­თვის ქრის­ტი­ა­ნო­ბა!".

ლადო
1

მართალი ხარ მამაო. მთავარი მოძალადეები განსხვავებული ადამიანების მიმართ, სწორად ისინი არიან, რომლებიც საკუთარ სექსუალურ გრძნობებში არ არინ გარკვეულები, ან გაერკვნენ და მალავენ.

sponsored by ContentRoom

"ბევრი ზიზღითაა  შეპყრობილი  განსხვავებული ადამიანების მიმართ და განუხორციელებელი აქვს საკუთარი სქესი" - დეკანოზი აგრესიულ ქრისტიანებზე

"ბევრი ზიზღითაა  შეპყრობილი  განსხვავებული ადამიანების მიმართ და განუხორციელებელი აქვს საკუთარი სქესი" - დეკანოზი აგრესიულ ქრისტიანებზე

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე განსხვავებული ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულების შესახებ წერს:

"წლებია ვაკვირდები და არ მინახავს არცერთი, საკუთარ სქესში და მიდრეკილებებში გარკვეული კაცი ან ქალი, რომ აგრესიული ყოფილიყოს განსხვავებული ადამიანების მიმართ. ესენი არიან სრულყოფილი ქალები და კაცები, რომელთაც შეიცნეს საკუთარი ბუნება, ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ თავში, ამ მხრივ შიში უცხოა მათთვის და აგრესიაც არ გააჩნიათ. საპირისპიროდ მინახავს ბევრი, ვინც უკიდურესი ზიზღით, მტრობით და განადგურების სურვილითაა შეპყრობილი განსხვავებული ადამიანების მიმართ და თითქმის ყველა მათგანი გაურკვევლობაშია, ამ მხრივ ნაკლულია და განუხორციელებელი აქვს საკუთარი სქესი. იცხოვრეთ თქვენი პირადი სრულყოფილი ცხოვრება! სარკეს ნუ დალეწავთ, როცა საკუთარი ანარეკლის გეშინიათ!

***

ქრისტეს სიტყვები არ უნდათ ქრისტიანებს!

მათი შეგნების და სულის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს ერთ მხარეს უდევთ წმინდა სახარება, ქრისტიანთა მთავარი წიგნი - ახალი აღთქმა, განკაცებული ღმერთის წმინდა მოძღვრება და მასში ქრისტეს მიერ ნაქადგები უამრავი კაცთმოყვარე მცნება, ისეთი, როგორიცაა მაგალითად: "გიყვარდეს მტერი შენი და დალოცე მაწყევარი შენი", "რომელმან შემოგკრას ერთ ლოყაში, მიუშვირე მას მეორეც" , "თუ ვინმემ წაგართვას ხალათი, გააყოლე მას პერანგიც", რომელმაც თვით ღმერთის დასაცავად ხმალამოღებულ პეტრეს მკაცრად უბრძანა: "ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე მოკვდება", რომელიც ჯვარზე გაკრული მაინც ევედრებოდა მამა ღმერთს მისი შეურაცხმყოფელების და მკვლელებისთვის "აპატიე მამაო, რამეთუ არ იციან, რას ჩადიან", რომელმაც ბრძანა, რომ უკლებლივ ყველას გადასარჩენადაა მოსული და მეორედ მოსვლამდე მხოლოდ "წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი", აი, განკაცებული ღმერთის ეს უდიდესი მცნებები უდევთ ცხვირწინ, ამის მოსმენა არ უნდათ, თითქოს არც არსებობს მათთვის და მაინც მე-4 საუკუნეში მოღვაწე წმ. იოანე ოქროპირის ერთი კერძო, კონკრეტული შემთხვევის გამო ნათქვამი სიტყვა ურჩევნიათ, როცა ის ქალაქში არეულობის დასაშოშმინებლად, გამონაკლისის სახით ამბობს, რომ ძალაც შეიძლება გამოიყენონ ურჩების დასაშოშმინებლად. მაგრამ, რატომ ურჩევნიათ ღვთის ძის, ქრისტეს სიტყვებს იოანე ოქროპირის სიტყვები? იმიტომ, რომ საკუთარი სიძულვილის და აგრესიის გასამართლებლად ჭირდებათ. მათში ჯერ არაა სიყვარულის, საღვთო მშვიდობის და მშვიდობისმყოფელის სული. ესაა მძიმე სანახავი! თავიდანაა საქადაგებელი მათთვის ქრისტიანობა!".