მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის საბავშვო სავარძელი აუცილებელი - ირინა ონაშვილის რჩევა მშობლებს
რატომ არის საბავშვო სავარძელი აუცილებელი - ირინა ონაშვილის რჩევა მშობლებს

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვი ჩვენ ქუ­ჩებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ად­გი­ლე­ბაც სულ უფრო რთუ­ლი ხდე­ბა. და­ძა­ბუ­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, ბავ­შვებ­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბა მშობ­ლის­გან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს, ამი­ტომ დღის წეს­რიგ­ში სულ უფრო აქ­ტი­უ­რად დგას ბავ­შვის მო­თავ­სე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლებ­ში.

კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ასეთ სა­ვარ­ძე­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის დროს ბავ­შვე­ბის და­შა­ვე­ბის და და­ღუპ­ვის შემ­თხვე­ვებს და­ახ­ლო­ე­ბით 70-80%-ით ამ­ცი­რებს. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი მძღო­ლებს სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას არ ავალ­დე­ბუ­ლებს. არა­და, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ეს რე­გუ­ლა­ცია დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებს და ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის წე­სე­ბიც მკაც­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა.

მო­დელ ირი­ნა ონაშ­ვილს ორი შვი­ლი ჰყავს. საბა 6 წლი­საა, და­თუ­ნა წლი­ნა­ხევ­რის. ირი­ნა ამ­ბობს, რომ სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძლის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ბას და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყეს. ორი შვი­ლის დე­დას სა­ვარ­ძლის მნიშ­ვნე­ლო­ბა კარ­გად ეს­მის და ამ­ბობს, რომ მგზავ­რო­ბი­სას ბავ­შვე­ბი უსაფრ­თხოდ არი­ან და თა­ვა­დაც მშვი­დად გრძნობს თავს.

„საბა ჩვი­ლო­ბი­დან სულ სა­ვარ­ძლით დამ­ყავ­და. Car Seat-ი მან­ქა­ნის სა­ვარ­ძელ­ზე მყა­რად იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი და ასე ვმგზავ­რობ­დით. ის ჩვი­ლო­ბი­დან მი­ეჩ­ვია სა­ვარ­ძელ­ში ჯდო­მას. ახლა უკვე 6 წლი­საა და ისეა მიჩ­ვე­უ­ლი ღვე­დის გა­მო­ყე­ნე­ბას, მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე მა­მოწ­მებს და მე­კი­თხე­ბა, ღვე­დი თუ მი­კე­თია. მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­ხე­დავს უსაფრ­თხოდ მგზავ­რო­ბის სა­კითხს, ვიდ­რე უფ­რო­სი თა­ო­ბა.

ხომ გვახ­სოვს რამ­ხე­ლა პრო­ტეს­ტით შეხ­ვდნენ თა­ვი­დან ღვე­დის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც. მერე ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ მან ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თა, ავა­რი­ე­ბის დროს მგზავ­რე­ბი და­იც­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც თან­და­თან აზრი შე­იც­ვა­ლა. ვფიქ­რობ, იგი­ვე მოხ­დე­ბა ბავ­შვის სა­ვარ­ძლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და ჩვენ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რად და­ი­წყე­ბენ მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

-არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის” კვლე­ვამ აჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ­თან სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძლებს მხო­ლოდ 6% იყე­ნებს. რო­გორ ფიქ­რობთ, რის ბრა­ლია ასე­თი და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი?

- ეს ძა­ლი­ან ცუდი და სა­ში­ში მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, პი­რი­ქით ყო­ფი­ლი­ყო და სა­ვარ­ძელს მარ­ტო 6% არ იყე­ნებ­დეს. ეს ციფ­რი აჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ ქვე­ყა­ნა­ში. ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ასე და­ბა­ლია სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძლის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვფიქ­რობ, ხალ­ხში ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ისე მო­ვიდ­ნენ თა­ო­ბე­ბი დღემ­დე, რომ სა­ვარ­ძე­ლი არას­დროს გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე­თი ტი­პის სი­ახ­ლეს ად­ვი­ლად ვერ ითა­ვი­სებს. მაგ­რამ ახლა სხვა დროა და სი­ახ­ლის მი­მართ ყვე­ლამ უნდა შეც­ვა­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი.

მი­ნა­ხავს, რომ მძღოლს კალ­თა­ში უზის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი. ეს ხომ და­უშ­ვე­ბე­ლია. ყვე­ლა მძღოლ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ მისი ასე­თი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს დიდი რის­კის ქვეშ აყე­ნებს.ასე­ვე, შე­მიმ­ჩნე­ვია, რომ ბავ­შვის სა­ვარ­ძე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა სკამ­ზე იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი, რო­გორც ვიცი, ესეც დიდ საფრ­თხეს შე­ი­ცავს და არ შე­იძ­ლე­ბა. მშობ­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა გვმარ­თებს ავ­ტო­მო­ბი­ლით ბავ­შვებ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბი­სას, მით უმე­ტეს დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში, როცა ჩვენ გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სა­ვარ­ძლის სწო­რად და­მაგ­რე­ბა­საც.

-სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზად მის ფას­საც ასა­ხე­ლე­ბენ. რო­გორ გგო­ნი­ათ, გა­მო­ყე­ნე­ბის და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა გა­ნა­პი­რო­ბებს?

- არ მგო­ნია, რომ ეს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. როცა ადა­მი­ანს ჰყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი, მას სა­ვარ­ძლის შე­ძე­ნა არ უნდა გა­უ­ჭირ­დეს. თა­ნაც, სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძე­ლი არც ისე­თი ძვი­რია, რომ მას ვერ შეწვდეს. მშობ­ლის­თვის შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას ხომ გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი ფასი აქვს.

- როცა ბავ­შვე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სა­ვარ­ძელ­ში ჯდო­მას, ასეთ დროს რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი?

- კი, არი­ან ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ის­ვე­ნე­ბენ სა­ვარ­ძელ­ში ჩემი უმ­ცრო­სი და­თუ­ნაც ასე­თია. მისი სა­ვარ­ძელ­ში გა­ჩე­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც იყოს პრობ­ლე­მა მშობ­ლის­თვის. მაგ­რამ მგო­ნია, რომ ესეც მიჩ­ვე­ვის ამ­ბა­ვია. თუ ბავ­შვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე არ არის, და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, ყვე­ლას მიჩ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა. სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძლით სარ­გებ­ლო­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი და კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა, რად­გან ეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კეთ­დე­ბა.

პრო­ექ­ტი “სა­ბავ­შვო სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლე­ბი ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად” ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" მიერ, აშშ სა­ელ­ჩოს მზარ­და­ჭე­რით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ არის საბავშვო სავარძელი აუცილებელი - ირინა ონაშვილის რჩევა მშობლებს

რატომ არის საბავშვო სავარძელი აუცილებელი - ირინა ონაშვილის რჩევა მშობლებს

ავტომობილების რიცხვი ჩვენ ქუჩებში ყოველდღიურად მატულობს. შესაბამისად გადაადგილებაც სულ უფრო რთული ხდება. დაძაბული საგზაო მოძრაობის პირობებში, ბავშვებთან ერთად ავტომობილით მგზავრობა მშობლისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ამიტომ დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად დგას ბავშვის მოთავსება სპეციალურ სამგზავრო სავარძლებში.

კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ სავარძელი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ბავშვების დაშავების და დაღუპვის შემთხვევებს დაახლოებით 70-80%-ით ამცირებს. ამ დროს საქართველოში კანონი მძღოლებს საბავშვო სავარძლების გამოყენებას არ ავალდებულებს. არადა, განვითარებულ ქვეყნებში ეს რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს და ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილების წესებიც მკაცრად რეგულირდება.

მოდელ ირინა ონაშვილს ორი შვილი ჰყავს. საბა 6 წლისაა, დათუნა წლინახევრის. ირინა ამბობს, რომ საბავშვო სავარძლის გამოყენება საბას დაბადებისთანავე დაიწყეს. ორი შვილის დედას სავარძლის მნიშვნელობა კარგად ესმის და ამბობს, რომ მგზავრობისას ბავშვები უსაფრთხოდ არიან და თავადაც მშვიდად გრძნობს თავს.

„საბა ჩვილობიდან სულ სავარძლით დამყავდა. Car Seat-ი მანქანის სავარძელზე მყარად იყო დამაგრებული და ასე ვმგზავრობდით. ის ჩვილობიდან მიეჩვია სავარძელში ჯდომას. ახლა უკვე 6 წლისაა და ისეა მიჩვეული ღვედის გამოყენებას, მანქანაში ჩაჯდომისთანავე მამოწმებს და მეკითხება, ღვედი თუ მიკეთია. მიმაჩნია, რომ ჩვენი შვილების თაობა უფრო დიდი პასუხისმგებლობით შეხედავს უსაფრთხოდ მგზავრობის საკითხს, ვიდრე უფროსი თაობა.

ხომ გვახსოვს რამხელა პროტესტით შეხვდნენ თავიდან ღვედის გამოყენებასაც. მერე ყველა დარწმუნდა, რომ მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა, ავარიების დროს მგზავრები დაიცვა და საზოგადოებამაც თანდათან აზრი შეიცვალა. ვფიქრობ, იგივე მოხდება ბავშვის სავარძლებთან დაკავშირებითაც და ჩვენთანაც აქტიურად დაიწყებენ მის გამოყენებას.

-არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” კვლევამ აჩვენებს, რომ ჩვენთან საბავშვო სავარძლებს მხოლოდ 6% იყენებს. როგორ ფიქრობთ, რის ბრალია ასეთი დაბალი მაჩვენებელი?

- ეს ძალიან ცუდი და საშიში მაჩვენებელია. უკეთესი იქნებოდა, პირიქით ყოფილიყო და სავარძელს მარტო 6% არ იყენებდეს. ეს ციფრი აჩვენებს, რამდენად სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში. ერთი მიზეზი, რატომაც ასე დაბალია საბავშვო სავარძლის გამოყენების მაჩვენებელი, ვფიქრობ, ხალხში ინფორმაციის ნაკლებობაა. ისე მოვიდნენ თაობები დღემდე, რომ სავარძელი არასდროს გამოუყენებიათ. მათი უმრავლესობა ასეთი ტიპის სიახლეს ადვილად ვერ ითავისებს. მაგრამ ახლა სხვა დროა და სიახლის მიმართ ყველამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება იყოს დაცული.

მინახავს, რომ მძღოლს კალთაში უზის მცირეწლოვანი ბავშვი. ეს ხომ დაუშვებელია. ყველა მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ასეთი გაუაზრებელი მოქმედება ბავშვის სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს.ასევე, შემიმჩნევია, რომ ბავშვის სავარძელი ავტომობილის წინა სკამზე იყო დამაგრებული, როგორც ვიცი, ესეც დიდ საფრთხეს შეიცავს და არ შეიძლება. მშობლებმა მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენა გვმართებს ავტომობილით ბავშვებთან ერთად მგზავრობისას, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, როცა ჩვენ გზებზე გადაადგილება ძალიან გართულებულია. დიდი მნიშვნელობა აქვს, სავარძლის სწორად დამაგრებასაც.

-საბავშვო სავარძლის გამოუყენებლობის მიზეზად მის ფასსაც ასახელებენ. როგორ გგონიათ, გამოყენების დაბალ მაჩვენებელს ფინანსური პრობლემა განაპირობებს?

- არ მგონია, რომ ეს ფინანსური პრობლემით იყოს გამოწვეული. როცა ადამიანს ჰყავს ავტომობილი, მას სავარძლის შეძენა არ უნდა გაუჭირდეს. თანაც, საბავშვო სავარძელი არც ისეთი ძვირია, რომ მას ვერ შეწვდეს. მშობლისთვის შვილების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ხომ გაცილებით მაღალი ფასი აქვს.

- როცა ბავშვები აპროტესტებენ სავარძელში ჯდომას, ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

- კი, არიან ძალიან ცელქი ბავშვები, რომლებიც არ ისვენებენ სავარძელში ჩემი უმცროსი დათუნაც ასეთია. მისი სავარძელში გაჩერება თითქმის შეუძლებელია. ეს შეიძლება მართლაც იყოს პრობლემა მშობლისთვის. მაგრამ მგონია, რომ ესეც მიჩვევის ამბავია. თუ ბავშვი განსაკუთრებული საჭიროების მქონე არ არის, და სერიოზული პრობლემები არ აქვს, ყველას მიჩვევა შეიძლება. საბავშვო სავარძლით სარგებლობას მივესალმები და კარგი იქნება თუ ის სავალდებულო გახდება, რადგან ეს ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის კეთდება.

პროექტი “საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად” ხორციელდება ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ, აშშ საელჩოს მზარდაჭერით.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის