სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი დანელიას მოგონებები "მიმინოს" გადაღებებიდან: "ფილმი სომხეთში რომ ჩავიტანეთ, შეიკრიბნენ - ქართველმა სომეხი გადაიღოო..."
გიორგი დანელიას მოგონებები "მიმინოს" გადაღებებიდან: "ფილმი სომხეთში რომ ჩავიტანეთ, შეიკრიბნენ - ქართველმა სომეხი გადაიღოო..."

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ჟი­სორ გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას „მი­მი­ნოს“ პრე­მი­ე­რი­დან 40 წე­ლია გა­სუ­ლი, ის დღემ­დე ქარ­თვე­ლი და არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რელ ფილ­მად რჩე­ბა. კვლავ ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ ფილმში გაჟ­ღე­რე­ბულ ფრა­ზებს, მღე­რი­ან „ჩიტო-გვრი­ტოს“ და ა.შ.

თუ რა­ტომ და­სახ­ლდა ვა­ლი­კო მი­ზან­და­რის გმი­რი სას­ტუმ­რო „რა­სი­ა­ში“ სო­მეხ მე­ზო­ბელ­თან ერ­თად, რა­ტომ იყო ხა­ჩი­კი­ა­ნი მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­ლი­ჟა­ნი­დან, რო­გორ შე­ა­ფა­სეს სომ­ხეთ­ში გა­მარ­თულ პრე­მი­ე­რა­ზე ფილ­მის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე პერ­სო­ნა­ჟი - ამის შე­სა­ხებ „მი­მი­ნოს“ რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი და­ნე­ლია თა­ვის მე­მუ­ა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში „ჩიტო-გრი­ტო“ წერს.

"ფრუზ­ნიკ მკრტი­ჩი­ა­ნის გმი­რი, ფილ­მი­დან "მი­მი­ნო”, რო­გორც ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, ამ მსა­ხი­ო­ბის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო რო­ლია კი­ნო­ში. არა­და თა­ვის დრო­ზე ჩვენს მიერ აგ­დე­ბუ­ლი მო­ნე­ტა მე­ო­რე მხრი­დან რომ და­ცე­მუ­ლი­ყო, შე­საძ­ლოა, მას არც ეთა­მა­შა "მი­მი­ნო­ში" და ფილ­მიც სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო. როცა სცე­ნა­რის დიდი ნა­წი­ლი და­ი­წე­რა და ბუბა კი­კა­ბი­ძის გმი­რი - ვა­ლი­კო მი­ზან­და­რი მოს­კოვ­ში ჩაფ­რინ­და, გაჩ­ნდა კი­თხვა - სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში მარ­ტო და­ვა­ბი­ნა­ოთ, თუ ვი­ღა­ცას­თან ერ­თად. მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რეთ, რომ ვინ­მეს­თან ერ­თად უფრო სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბო­და. "მაგ­რამ, ვის­თან ერ­თად - ლე­ო­ნოვ­თან, თუ მკრტი­ჩი­ან­თან?" - ორი­ვე ვა­რი­ან­ტი სა­ინ­ტე­რე­სო გვეჩ­ვე­ნა. ამი­ტომ მო­ნე­ტის ერთ მხა­რეს ერ­თის გვა­რი დავ­წე­რეთ, მე­ო­რე მხა­რეს - მე­ო­რე. ავაგ­დეთ და მკრტი­ჩი­ან­მა გა­ი­მარ­ჯვა...

გა­და­ღე­ბის მო­მენ­ტში ძა­ლი­ან ცი­ო­და, ტემ­პე­რა­ტუ­რა -40 გრა­დუ­სამ­დე ეცე­მო­და. იყი­ნე­ბოდ­ნენ ბუბა და ფრუნ­ზი­კა. შეს­ვე­ნე­ბი­სას ორი­ვე ჩემ­თან მიმ­ყავ­და ხოლ­მე. ვსა­უზ­მობ­დით, თან გან­ვი­ხი­ლავ­დით გა­და­სა­ღებ სცე­ნებს. ამ მო­მენ­ტში ფრუნ­ზი­კა თა­ვის პერ­სო­ნაჟს სხვა­დას­ხვა რეპ­ლი­კებს უგო­ნე­და.

რად­გან ფრუნ­ზიკ მკრტი­ჩი­ა­ნი ჩვენს ფილმში სომ­ხებს ასა­ხი­ე­რებ­და, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ სომ­ხებს მოს­წო­ნე­ბო­დათ იგი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ მა­ინც, ამი­ტომ პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ზე რე­ჟი­სო­რი ედიკ კე­ო­სი­ა­ნი დავ­პა­ტი­ჟე. ფილ­მი მო­ე­წო­ნა: "ადა­მი­ა­ნუ­რი კი­ნოა, რაც ახლა იშ­ვი­ა­თო­ბა­აო" - თქვა მან. "სო­მე­ხი თუ მო­გე­წო­ნა?" - ვე­კი­თხე­ბი. "მშვე­ნი­ე­რი ბი­ჭია" - მი­თხრა ედიკ­მა.

ფილ­მი პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვი­და სომ­ხეთ­ში, კი­ნოს სახ­ლში ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ - "ქარ­თველ­მა სო­მე­ხი გა­და­ი­ღოო".

და­ი­წყო ჩვე­ნე­ბა... გა­მოჩ­ნდა მკრტი­ჩი­ა­ნი სა­სა­ცი­ლო და სიმ­პა­ტი­უ­რი. შემ­დეგ იგი ცეკ­ვავს - ცუ­დად არა. მომ­დევ­ნო ეპი­ზოდ­ში იგი ქარ­თველს სა­ბუ­რავს აძ­ლევს - ნორ­მა­ლუ­რი ბი­ჭია, ვე­რა­ფერ­ზე აუ­შარ­დე­ბი... ცოტა ხან­ში იწყე­ბა სცე­ნა, რო­მელ­შიც ქარ­თველს უნდა დი­ლი­ჟან­ში და­რეკ­ვა, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნის­ტი ეუბ­ნე­ბა - "შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო”. "თე­ლავ­შიც ვერ დავ­რე­კავ?" - ისევ კი­თხუ­ლობს ქარ­თვე­ლი. რა თქმა უნდა - პა­სუ­ხობს ტე­ლე­ფო­ნის­ტი და აერ­თებს, ილა­პა­რა­კე­თო. "ეგ­რეც ვი­ცო­დით" - აღ­ნიშ­ნეს დარ­ბაზ­ში - "დი­ლი­ჟან­ში და­რეკ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და თე­ლავ­ში - რა თქმა უნდა?! სა­ერ­თოდ, ვინ იცის მა­გა­თი თე­ლა­ვი, დი­ლი­ჟა­ნი კი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტი­აო!" - თუმ­ცა, სომ­ხე­ბის აღ­შფო­თე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ტე­ლე­ფო­ნისტს თე­ლა­ვი თელ-ავივ­ში არე­ვია...

ისე დამ­თავ­რდა ფილ­მი, სა­წყე­ნი ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. ფილ­მის ბო­ლოს გად­მომ­ცეს: "დი­ლი­ჟა­ნე­ლებ­მა და­ნე­ლი­ას უთხა­რი, ეწ­ვი­ოს დი­ლი­ჟანს და თა­ვად დარ­წმუნ­დეს, რომ დი­ლი­ჟა­ნის წყა­ლი მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე კი არა, პირ­ველ ად­გილს იკა­ვებ­სო".

მინ­და გი­თხრათ, რომ თა­ვი­დან სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით მე­ო­რე ად­გილს დი­ლი­ჟა­ნის კი არა - ლე­ნი­ნა­კა­ნის წყა­ლი იკა­ვებ­და, მაგ­რამ გია ყან­ჩელ­მა, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს დი­ლი­ჟა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლში ის­ვე­ნებ­და, მთხო­ვა - სცე­ნარ­ში ლე­ნი­ნა­კა­ნი დი­ლი­ჟა­ნით შე­მეც­ვა­ლა. "ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია" - ვუ­თხა­რი მე, იმი­ტომ, რომ დი­ლი­ჟა­ნი კუ­რორ­ტია და ხა­ჩი­კი­ა­ნი კომ­პო­ზი­ტო­რი კი არა, მძღო­ლია-მეთ­ქი. კი, მაგ­რამ დი­ლი­ჟან­შიც ხომ ცხოვ­რო­ბენ მძღო­ლე­ბი? - არ მეშ­ვე­ბო­და ყან­ჩე­ლი, რო­მელ­საც შე­ვამ­ჩნიე, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლა­ბა­და ეცვა. დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ავათ­ვა­ლი­ერ-ჩა­ვათ­ვა­ლი­ე­რე და აღ­ვნიშ­ნე: "ლა­მა­ზი ლა­ბა­დაა, ზუს­ტად ასეთს ვე­ძებ­დი-მეთ­ქი. აიღე! გა­მომ­ძალ­ვე­ლო!" - ლა­ბა­და გა­იძ­რო ყან­ჩელ­მა და მო­მა­წო­და... აი, ასე და­სახ­ლდა ფრუნ­ზიკ მკრტი­ჩი­ა­ნის პერ­სო­ნა­ჟი - რუ­ბიკ ხა­ჩი­კი­ა­ნი დი­ლი­ჟან­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

გიორგი დანელიას მოგონებები "მიმინოს" გადაღებებიდან: "ფილმი სომხეთში რომ ჩავიტანეთ, შეიკრიბნენ - ქართველმა სომეხი გადაიღოო..."

გიორგი დანელიას მოგონებები "მიმინოს" გადაღებებიდან: "ფილმი სომხეთში რომ ჩავიტანეთ, შეიკრიბნენ - ქართველმა სომეხი გადაიღოო..."

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორ გიორგი დანელიას „მიმინოს“ პრემიერიდან 40 წელია გასული, ის დღემდე ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მაყურებლის საყვარელ ფილმად რჩება. კვლავ ხშირად იხსენებენ ფილმში გაჟღერებულ ფრაზებს, მღერიან „ჩიტო-გვრიტოს“ და ა.შ.

თუ რატომ დასახლდა ვალიკო მიზანდარის გმირი სასტუმრო „რასიაში“ სომეხ მეზობელთან ერთად, რატომ იყო ხაჩიკიანი მაინცდამაინც დილიჟანიდან, როგორ შეაფასეს სომხეთში გამართულ პრემიერაზე ფილმის თანამემამულე პერსონაჟი - ამის შესახებ „მიმინოს“ რეჟისორი გიორგი დანელია თავის მემუარულ ჩანაწერებში „ჩიტო-გრიტო“ წერს.

"ფრუზნიკ მკრტიჩიანის გმირი, ფილმიდან "მიმინო”, როგორც ბევრი აღნიშნავს, ამ მსახიობის მიერ განსახიერებული საუკეთესო როლია კინოში. არადა თავის დროზე ჩვენს მიერ აგდებული მონეტა მეორე მხრიდან რომ დაცემულიყო, შესაძლოა, მას არც ეთამაშა "მიმინოში" და ფილმიც სრულიად განსხვავებული გამოსულიყო. როცა სცენარის დიდი ნაწილი დაიწერა და ბუბა კიკაბიძის გმირი - ვალიკო მიზანდარი მოსკოვში ჩაფრინდა, გაჩნდა კითხვა - სასტუმროს ნომერში მარტო დავაბინაოთ, თუ ვიღაცასთან ერთად. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ვინმესთან ერთად უფრო სახალისო იქნებოდა. "მაგრამ, ვისთან ერთად - ლეონოვთან, თუ მკრტიჩიანთან?" - ორივე ვარიანტი საინტერესო გვეჩვენა. ამიტომ მონეტის ერთ მხარეს ერთის გვარი დავწერეთ, მეორე მხარეს - მეორე. ავაგდეთ და მკრტიჩიანმა გაიმარჯვა...

გადაღების მომენტში ძალიან ციოდა, ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემოდა. იყინებოდნენ ბუბა და ფრუნზიკა. შესვენებისას ორივე ჩემთან მიმყავდა ხოლმე. ვსაუზმობდით, თან განვიხილავდით გადასაღებ სცენებს. ამ მომენტში ფრუნზიკა თავის პერსონაჟს სხვადასხვა რეპლიკებს უგონედა.

რადგან ფრუნზიკ მკრტიჩიანი ჩვენს ფილმში სომხებს ასახიერებდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სომხებს მოსწონებოდათ იგი, ყოველ შემთხვევაში, არ გაღიზიანებულიყვნენ მაინც, ამიტომ პირველ ჩვენებაზე რეჟისორი ედიკ კეოსიანი დავპატიჟე. ფილმი მოეწონა: "ადამიანური კინოა, რაც ახლა იშვიათობააო" - თქვა მან. "სომეხი თუ მოგეწონა?" - ვეკითხები. "მშვენიერი ბიჭია" - მითხრა ედიკმა.

ფილმი პირველად რომ ჩავიდა სომხეთში, კინოს სახლში ადგილობრივი მმართველები შეიკრიბნენ - "ქართველმა სომეხი გადაიღოო".

დაიწყო ჩვენება... გამოჩნდა მკრტიჩიანი სასაცილო და სიმპატიური. შემდეგ იგი ცეკვავს - ცუდად არა. მომდევნო ეპიზოდში იგი ქართველს საბურავს აძლევს - ნორმალური ბიჭია, ვერაფერზე აუშარდები... ცოტა ხანში იწყება სცენა, რომელშიც ქართველს უნდა დილიჟანში დარეკვა, მაგრამ ტელეფონისტი ეუბნება - "შეუძლებელიაო”. "თელავშიც ვერ დავრეკავ?" - ისევ კითხულობს ქართველი. რა თქმა უნდა - პასუხობს ტელეფონისტი და აერთებს, ილაპარაკეთო. "ეგრეც ვიცოდით" - აღნიშნეს დარბაზში - "დილიჟანში დარეკვა შეუძლებელია და თელავში - რა თქმა უნდა?! საერთოდ, ვინ იცის მაგათი თელავი, დილიჟანი კი მსოფლიოში ცნობილი კურორტიაო!" - თუმცა, სომხების აღშფოთება დიდხანს არ გაგრძელებულა, აღმოჩნდა, რომ ტელეფონისტს თელავი თელ-ავივში არევია...

ისე დამთავრდა ფილმი, საწყენი ვერაფერი იპოვეს. ფილმის ბოლოს გადმომცეს: "დილიჟანელებმა დანელიას უთხარი, ეწვიოს დილიჟანს და თავად დარწმუნდეს, რომ დილიჟანის წყალი მსოფლიოში მეორე კი არა, პირველ ადგილს იკავებსო".

მინდა გითხრათ, რომ თავიდან სცენარის მიხედვით მეორე ადგილს დილიჟანის კი არა - ლენინაკანის წყალი იკავებდა, მაგრამ გია ყანჩელმა, რომელიც ყოველ წელს დილიჟანის ხელოვნების სახლში ისვენებდა, მთხოვა - სცენარში ლენინაკანი დილიჟანით შემეცვალა. "ეს შეუძლებელია" - ვუთხარი მე, იმიტომ, რომ დილიჟანი კურორტია და ხაჩიკიანი კომპოზიტორი კი არა, მძღოლია-მეთქი. კი, მაგრამ დილიჟანშიც ხომ ცხოვრობენ მძღოლები? - არ მეშვებოდა ყანჩელი, რომელსაც შევამჩნიე, რომ შესანიშნავი ლაბადა ეცვა. დემონსტრაციულად ავათვალიერ-ჩავათვალიერე და აღვნიშნე: "ლამაზი ლაბადაა, ზუსტად ასეთს ვეძებდი-მეთქი. აიღე! გამომძალველო!" - ლაბადა გაიძრო ყანჩელმა და მომაწოდა... აი, ასე დასახლდა ფრუნზიკ მკრტიჩიანის პერსონაჟი - რუბიკ ხაჩიკიანი დილიჟანში".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს