პაკისტანში, ანომალიური სიცხის გამო, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში 65 ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, პაკისტანის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ კარაჩიში ტემპერატურა +44 გრადუსს აღწევს.
აღნიშნულის გამო შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდებაში. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ადამიანების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სიცხისგან გამოწვეული ინსულტი გახდა.
პაკისტანის ხელისუფლება შიშობს, არ განმეორდეს 2015 წლის სიტუაცია, როდესაც გაუსაძლისი სიცხეების გამო 1300 ადამიანი დაიღუპა.
ფოტო: qz.com