მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანდალიზმი დავით გარეჯის მონასტერში - კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს
ვანდალიზმი დავით გარეჯის მონასტერში - კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს

და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უდაბ­ნოს მთა­ვარ ეკ­ლე­სი­ა­სა და სატ­რა­პე­ზო­ში უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბი და­ა­ზი­ა­ნეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბექა ბა­რა­მი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ვან­და­ლიზ­მის კი­დევ ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრეს­კე­ბი ზე­და­პი­რუ­ლა­დაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი გა­მოს­წო­რე­ბა ისე, რომ არ მოხ­დეს ფრეს­კის ზე­დაპ­რულ ფე­ნას­თან შე­ხე­ბა.

„სა­ბედ­ნი­ე­როდ აღ­მოჩ­ნდა ზე­და­პი­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, რამ­დე­ნა­დაც არის კი­რით ან ცარ­ცით გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს მის ში­ნა­არ­სობ­რი­ო­ბას არ ცვლის და გახ­ლავთ ვან­და­ლიზ­მი. ჩვე­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი გახ­ლდათ ად­გილ­ზე და შე­ის­წავ­ლა და­ზი­ა­ნე­ბა. მისი გა­მოს­წო­რე­ბა ად­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე, რომ კედ­ლის მხატ­ვრო­ბის ზე­და­პი­რუ­ლი ფენა სა­ერ­თოდ არ იყოს ხელ­შე­ხე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად, უდაბ­ნოს ეკ­ლე­სი­ა­ში დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, მისი ლან­დშაფ­ტუ­რი იერ­სა­ხი­დან და წარ­მო­მავ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძნე­ლია, რამე დაც­ვი­თი ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­რა­მი­ძემ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ძეგლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­სა და რთუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო ამ ეტაპ­ზე დაც­ვის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ბექა ბა­რა­მი­ძე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ჩა­ერ­თონ რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ისე სა­ხელ­მწი­ფო. მისი თქმით, თუ ძეგლს ჩა­უ­ტარ­დე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი რეს­ტავ­რა­ცია, მსგავ­სი ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი შემ­ცირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ხში­რად აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას მო­ზარ­დე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

„ჩვე­ნი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად და ფუნ­ქცი­უ­რად არ არის ისე­თი, რომ შეძ­ლოს მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. მაგ­რამ ვფიქ­რობთ, არ­სე­ბობს სხვა უფრო ეფექ­ტუ­რი გზე­ბი, რათა ძეგლის უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს უკეთ და­ცუ­ლი - ჩვე­ნი უწყე­ბის უშუ­ა­ლო აქ­ტი­ვო­ბით მოხ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა ამ კომ­პლექ­სის სრულ­მას­შტა­ბი­ან სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ბექა ბა­რა­მი­ძემ. უდაბ­ნოს მთა­ვა­რი ეკ­ლე­სია IX-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვანდალიზმი დავით გარეჯის მონასტერში - კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს

ვანდალიზმი დავით გარეჯის მონასტერში - კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ განუცხადა, აღნიშნული ქმედება ვანდალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მისივე ინფორმაციით, ფრესკები ზედაპირულადაა დაზიანებული და შესაძლებელია მისი გამოსწორება ისე, რომ არ მოხდეს ფრესკის ზედაპრულ ფენასთან შეხება.

„საბედნიეროდ აღმოჩნდა ზედაპირული დაზიანება, რამდენადაც არის კირით ან ცარცით გაკეთებული, მაგრამ ეს მის შინაარსობრიობას არ ცვლის და გახლავთ ვანდალიზმი. ჩვენი ზედამხედველობის სამსახური გახლდათ ადგილზე და შეისწავლა დაზიანება. მისი გამოსწორება ადვილად შესაძლებელია ისე, რომ კედლის მხატვრობის ზედაპირული ფენა საერთოდ არ იყოს ხელშეხებული. კონკრეტულად, უდაბნოს ეკლესიაში დაცვითი მექანიზმები, მისი ლანდშაფტური იერსახიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე ძნელია, რამე დაცვითი ეფექტური მექანიზმის შემუშავება“, - განაცხადა ბექა ბარამიძემ. მისი განმარტებით, ძეგლის ადგილმდებარეობისა და რთული კლიმატური პირობების გამო ამ ეტაპზე დაცვის ეფექტური მექანიზმების ამოქმედება ვერ ხერხდება.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბექა ბარამიძე ყურადღებას ამახვილებს ძეგლის რეაბილიტაციაზე და აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო. მისი თქმით, თუ ძეგლს ჩაუტარდება საფუძვლიანი რესტავრაცია, მსგავსი ვანდალური ფაქტები შემცირდება, ვინაიდან ხშირად აღნიშნულ ქმედებას მოზარდები და ტურისტული ჯგუფები ახორციელებენ.

„ჩვენი საზედამხედველო სამსახური რაოდენობრივად და ფუნქციურად არ არის ისეთი, რომ შეძლოს მუდმივი მეთვალყურეობა. მაგრამ ვფიქრობთ, არსებობს სხვა უფრო ეფექტური გზები, რათა ძეგლის უსაფრთხოება იყოს უკეთ დაცული - ჩვენი უწყების უშუალო აქტივობით მოხდეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების უშუალო ჩართულობა ამ კომპლექსის სრულმასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებში“, - აღნიშნა ბექა ბარამიძემ. უდაბნოს მთავარი ეკლესია IX-XI საუკუნეებით არის დათარიღებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ