მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთან ერთად ჩამოდის ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თბილისში
ვისთან ერთად ჩამოდის ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თბილისში

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვი ჯე­იმს ბლან­ტი მსოფ­ლიო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა. ცნო­ბი­ლია, რომ ფეს­ტი­ვა­ლი 26 მა­ისს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის (ლო­კო­მო­ტი­ვის) სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი სიმ­ღე­რებს მისი ბოლო ალ­ბო­მი­დან „Afterlove“ შე­ას­რუ­ლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­მო­უ­შე­ნო კომ­პა­ნია Black Pearl Live.

„მარ­თლაც, ძა­ლი­ან ცოტა დრო რჩე­ბა. ჯე­იმს ბლანტს ჰყავს ძა­ლი­ან დიდი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც მარ­თლაც უკვე დღე­ებს ით­ვლი­ან. ვი­ტყვი, რომ ჯე­იმს ბლან­ტი პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვარ­სკვლა­ვია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის მოწ­ვე­ვით 26 მა­ისს მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე იმ­ღე­რებს. ეს შოუ მისი მსოფ­ლიო ტურ­ნეს - Afterlove-ის ნა­წი­ლია და მისი მე­ხუ­თე სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მის ერ­თგვა­რი პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც მულ­ტი-პლა­ტი­ნუ­რი ალ­ბო­მის “Moon Landing”-ის შემ­დეგ შე­იქ­მნა. შოუ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ასა­კის მა­ყუ­რებ­ლის­თვის. ჩვენ გვსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო ტურ­ნეს ნა­წი­ლი იყოს,“ - გან­მა­რა­ტა­ვენ ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­ში.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბრი­ტა­ნელ ვარ­სკვლავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი არ ჰქო­ნია, მას თბი­ლის­ში, თბი­ლი­სის ზღვის ახალ ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო „ჰო­თელს & პრე­ფე­რენს ჰუ­ა­ლინგ თბი­ლი­სი“ უმას­პინ­ძლებს. ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ფიქ­რო­ბენ მათ სა­ოც­ნე­ბო სახლზე, ზოგს სურს მყუდ­რო პა­ტა­რა სახ­ლი, ზოგს კი დიდი. ისი­ნი, სწო­რედ მათ­თვის შე­სა­ფე­რის გა­რე­მო­ში გრძნო­ბენ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, დას­ვე­ნე­ბის, გას­ტრო­ლე­ბის დროს თუ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. „ისე­თი დო­ნის მომ­ღერ­ლის­თვის რო­გო­რიც ჯე­იმს ბლან­ტია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჰქონ­დეს ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს და მისი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრი­ვაც და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი სას­ტუმ­როს მე­ა­თე სარ­თულ­ზე, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის ნო­მერ­ში ე.წ პრე­მი­ერ სუ­ითსში იცხოვ­რებს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მდიდ­რუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­რი­ე­რით ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლია,“ - გვი­თხრეს სას­ტუმ­რო­ში და ამას­თან ფიქ­რო­ბენ, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ნომ­რით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა.

26 მა­ისს, ჯე­იმს ბლან­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო არ ჩა­მო­დის. ის გერ­მა­ნი­ი­დან კერ­ძო თვითფრი­ნა­ვით გა­მო­ემ­გზავ­რე­ბა და მისი ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი 12 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა (6 ბენ­დი და 6 ეკი­პა­ჟი). აპა­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან, და­ნი­ი­დან, სომ­ხე­თი­დან, სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან და თურ­ქე­თი­დან. „ჩვენ 6 დღი­ა­ნი წი­ნა­სამ­ზა­დი­სი გვაქვს. ამ დღის­თვის იქ­ნე­ბა 250 დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რათა და­ცუ­ლი იყოს ყვე­ლას უსაფრ­თხო­ე­ბა. მსმე­ნე­ლე­ბის­თვის ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი კომ­ფორ­ტიც, სტა­დი­ონ­ზე სულ არის 11 შე­სას­ვლე­ლი, რათა მა­ყუ­რებ­ლებ­მა მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი მარ­ტი­ვად და­ი­კა­ვონ. სულ იქ­ნე­ბა 6 ბარი, რათა ყვე­ლამ კარ­გი დრო გა­ა­ტა­როს. იქ­ნე­ბა 5 კვე­ბის ობი­ექ­ტი, რათა ღო­ნის­ძე­ბა­ზე მო­სულ ადა­მი­ა­ნებს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლოთ წამ­ხე­სე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯე­იმს ბლანტს და­ი­ცავს პო­ლი­ცი­ის კო­ლო­ნა. ამას­თან, მას ეყო­ლე­ბა პი­რა­დი დაც­ვა,“ - აღ­ნიშ­ნავს კომ­პა­ნია Black Pearl Live-ს მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი, კინ დე ბირი.

და ბო­ლოს, ფა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ცო­ცხლად მო­უს­მი­ნონ ყვე­ლა მათ საყ­ვა­რელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათ­ვლით. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია tkt.ge-ზე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­მო­უ­შე­ნო კომ­პა­ნია Black Pearl Live სა­ქარ­თვე­ლო­შია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. კომ­პა­ნი­ას ქარ­თულ ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი აქვს. Black Pearl Live მი­ზა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დიდი მას­შტა­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და შო­უ­ე­ბი, რათა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­პინ­ძელ ქვეყ­ნად იქ­ცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვისთან ერთად ჩამოდის ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თბილისში

ვისთან ერთად ჩამოდის ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თბილისში

რამდენიმე დღეში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ცნობილია, რომ ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.

„მართლაც, ძალიან ცოტა დრო რჩება. ჯეიმს ბლანტს ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გულშემატკივრები საქართველოში, რომლებიც მართლაც უკვე დღეებს ითვლიან. ვიტყვი, რომ ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანიის მოწვევით 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ეს შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. შოუ საინტერესო იქნება ყველა ასაკის მაყურებლისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო მსოფლიო ტურნეს ნაწილი იყოს,“ - განმარატავენ ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფში.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელ ვარსკვლავს განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია, მას თბილისში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ მათ საოცნებო სახლზე, ზოგს სურს მყუდრო პატარა სახლი, ზოგს კი დიდი. ისინი, სწორედ მათთვის შესაფერის გარემოში გრძნობენ თავს კომფორტულად. შესაბამისად, დასვენების, გასტროლების დროს თუ მოგზაურობისას საცხოვრებელ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ისეთი დონის მომღერლისთვის როგორიც ჯეიმს ბლანტია, აუცილებელია, ჰქონდეს ისეთი გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და მისი ვიზიტი საქართველოში ამ მხრივაც დასამახსოვრებელი იქნება. ბრიტანელი მომღერალი სასტუმროს მეათე სართულზე, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერში ე.წ პრემიერ სუითსში იცხოვრებს, რომელიც თავისი მდიდრული და დახვეწილი ინტერიერით ნამდვილად გამორჩეულია,“ - გვითხრეს სასტუმროში და ამასთან ფიქრობენ, რომ ლეგენდარული მომღერალი აღნიშნული ნომრით კმაყოფილი დარჩება.

26 მაისს, ჯეიმს ბლანტი საქართველოში მარტო არ ჩამოდის. ის გერმანიიდან კერძო თვითფრინავით გამოემგზავრება და მისი ტურისტული ჯგუფი 12 ადამიანისგან შედგება (6 ბენდი და 6 ეკიპაჟი). აპარატურა იქნება საქართველოდან, დანიიდან, სომხეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და თურქეთიდან. „ჩვენ 6 დღიანი წინასამზადისი გვაქვს. ამ დღისთვის იქნება 250 დაცვის თანამშრომელი, რათა დაცული იყოს ყველას უსაფრთხოება. მსმენელებისთვის ეს იქნება ერთგვარი კომფორტიც, სტადიონზე სულ არის 11 შესასვლელი, რათა მაყურებლებმა მათთვის განკუთვნილი ადგილი მარტივად დაიკავონ. სულ იქნება 6 ბარი, რათა ყველამ კარგი დრო გაატაროს. იქნება 5 კვების ობიექტი, რათა ღონისძებაზე მოსულ ადამიანებს დღის განმავლობაში შეეძლოთ წამხესება. საქართველოში მოგზაურობის განმავლობაში ჯეიმს ბლანტს დაიცავს პოლიციის კოლონა. ამასთან, მას ეყოლება პირადი დაცვა,“ - აღნიშნავს კომპანია Black Pearl Live-ს მმართველი პარტნიორი, კინ დე ბირი.

და ბოლოს, ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს