სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებები დაამარცხა კაცობრიობამ და როგორ ებრძვის მსოფლიო მედიცინა თანამედროვე გამოწვევებს
რა დაავადებები დაამარცხა კაცობრიობამ და როგორ ებრძვის მსოფლიო მედიცინა თანამედროვე გამოწვევებს

პნევ­მო­ნია, ჩუ­ტყვა­ვი­ლა, გრი­პი - ეს იმ და­ა­ვა­დე­ბა­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა გან­კურ­ნე­ბაც მე­დი­ცი­ნას უკვე დიდი ხა­ნია შე­უძ­ლია, თუმ­ცა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სნე­უ­ლე­ბე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, კი­დევ რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი და­ა­მარ­ცხა კა­ცობ­რი­ო­ბამ, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ ახლა და ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი - აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) წარ­მო­მად­გე­ნელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელს, მა­რი­ან ივა­ნუ­შას ესა­უბ­რა.

რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გან­მარ­ტავს, ბოლო ათწლე­უ­ლე­ბია მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში უამ­რა­ვი შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ცე­სის მომსწრე­ნი ვართ. მისი თქმით, გარ­და იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ით ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­აა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია მათი კონ­ტრო­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­შე დად­გეს, მაგ­რამ იმ­კურ­ნა­ლოს და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლოს.

"ვაქ­ცი­ნა­ცია ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა, ამას­თან უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია.

1979 წელს და­დას­ტურ­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჩუ­ტყვა­ვი­ლა აღ­მო­ი­ფხვრა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია. ამ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვწამს, რომ სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია" - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ან ივა­ნუ­შა.

ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის და­მარ­ცხე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში უზარ­მა­ზა­რი პროგ­რე­სი ფიქ­სირ­დე­ბა, რად­გან დღეს ის ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გის ან ადა­მი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის გა­მომ­წვევ და­ა­ვა­დე­ბას აღარ წარ­მო­ად­გენს და პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის პრე­ვენ­ცია უკვე ვაქ­ცი­ნა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა.

მა­რი­ან ივა­ნუ­შა ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ვიდ­რე მიკ­რო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან და­ცუ­ლე­ბი არ არი­ან და არ­სე­ბობს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე.

"ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია წი­თე­ლა, რო­მე­ლიც ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და­ა­მარ­ცხეს. თუმ­ცა, რად­გან სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლი არ იყო, წი­თე­ლა დაბ­რუნ­და და და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გავ­რცელ­და (მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში 2017 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2 200 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, 2018 წელს კი უკ­რა­ი­ნა­ში 15 261 შემ­თხვე­ვა. წი­თე­ლამ სიკ­ვდი­ლის 9 შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია - 6 ბავ­შვებ­ში და 3 მოზ­რდი­ლებ­ში).

ცოტა ხნის წინ წი­თე­ლას გავ­ცე­ლე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე სა­ქარ­თვე­ლოც დად­გა. თუ 90-იან წლებ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით, შეგ­ვიძ­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მკვეთ­რად ჩა­ვარ­დნის გამო, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბით ბევ­რი სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა შე­იძ­ლე­ბა" - გან­მარ­ტა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მა­რი­ან ივა­ნუ­შას თქმით, დიდ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს ძვე­ლი და კარ­გად ნაც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბაც, მა­გა­ლი­თად, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის, რო­მელ­საც ისე­თი მიკ­რო­ბი წარ­მო­შობს, რო­მე­ლიც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მართ მდგრა­დია.

"ასე­ვე ჩვენ ფო­კუ­რი­სე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ გრი­პის ახა­ლი ვირუ­სის ტიპი გან­ვსა­ზღვროთ, რო­მელ­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია, სა­ნამ მათ ვაქ­ცი­ნა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ,“ - დას­ძენს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

რო­გორ მა­რი­ან ივა­ნუ­შა გან­მარ­ტავს, გარ­და ჩა­მოთ­ვლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა, ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ებო­ლას წი­ნა­აღ­მდე­გაც, რო­მე­ლიც დრო­დად­რო აფ­რი­კა­ში იჩენს თავს და ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა. ის ასე­ვე მა­ლა­რი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­საც იხ­სე­ნებს.

"1920-იან წლებ­ში მა­ლა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გა­მომ­წვევ ერთ-ერთ მთა­ვარ და­ა­ვა­დე­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

ჩა­ტა­რე­ბულ­მა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან­მა კამ­პა­ნი­ამ მა­ლა­რი­ის გავ­რცე­ლე­ბა შე­ა­ჩე­რა, ხოლო ბოლო წლებ­ში მუ­შა­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი რე­ინ­ტრო­დუქ­ცი­ის შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა მოხ­და", - აღ­ნიშ­ნავს ის.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ასე­ვე სხვა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზეც სა­უბ­რობს, რო­მელ­თა და­სა­მარ­ცხებ­ლად აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ჩვენ ვებ­რძვით ისეთ არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რიც არის დი­ა­ბე­ტი, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სიმ­სივ­ნე.

მათი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი თავს ისევ იჩე­ნენ, ად­რე­ულ ეტაპ­ზე დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა მათ თა­ვი­დან აცი­ლე­ბას,

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ - არ უნდა მო­ვიხ­მა­როთ თამ­ბა­ქო, მი­ვირ­თათ ჯან­სა­ღად, გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ვი­ყოთ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რე­ბი და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჯან­სა­ღი წონა, ასე­ვე და­ვიც­ვათ თავი მზის­გან და აუ­ცი­ლებ­ლად ავიც­რათ B ჰე­პა­ტი­ტი­სა და პა­პი­ლო­მა ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ

თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბი­სა და ადრე სიკ­ვდი­ლის პრე­ვენ­ცია შე­უძ­ლია. ამ მი­ზე­ზით ქარ­თვე­ლებს ვუ­ლო­ცავ თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას", - დას­ძენს მა­რი­ან ივა­ნუ­შა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არა­ნაკ­ლებ წინა პლან­ზეა მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი, რაც ასე­ვე მო­ი­ცავს ალ­კოჰოლ­სა და ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა დაავადებები დაამარცხა კაცობრიობამ და როგორ ებრძვის მსოფლიო მედიცინა თანამედროვე გამოწვევებს

რა დაავადებები დაამარცხა კაცობრიობამ და როგორ ებრძვის მსოფლიო მედიცინა თანამედროვე გამოწვევებს

პნევმონია, ჩუტყვავილა, გრიპი - ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა განკურნებაც მედიცინას უკვე დიდი ხანია შეუძლია, თუმცა საუკუნეების განმავლობაში აღნიშნული სნეულებებით ადამიანები იღუპებოდნენ.

საინტერესოა, კიდევ რა დაავადებები დაამარცხა კაცობრიობამ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ახლა და ამჟამად გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ რა ღონისძიებებს ატარებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები - აღნიშნულ საკითხებზე AMBEBI.GE ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელსა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიან ივანუშას ესაუბრა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი განმარტავს, ბოლო ათწლეულებია მედიცინის სფეროში უამრავი შთამბეჭდავი პროცესის მომსწრენი ვართ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ვაქცინაციით ბევრი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი, ასევე წარმატებულია მათი კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ადამიანი დაავადების წინაშე დადგეს, მაგრამ იმკურნალოს და ნორმალური ცხოვრება გააგრძელოს.

"ვაქცინაცია ბევრი სერიოზული გადამდები დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა, ამასთან უსაფრთხო და ეფექტურია.

1979 წელს დადასტურდა, რომ მსოფლიოში მომაკვდინებელი დაავადება ჩუტყვავილა აღმოიფხვრა, რაც საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე გვწამს, რომ სხვა დაავადებების დამარცხებაც შესაძლებელია" - აღნიშნავს მარიან ივანუშა.

ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, პოლიომიელიტის დამარცხებაზე მუშაობის პროცესში უზარმაზარი პროგრესი ფიქსირდება, რადგან დღეს ის ლეტალური შედეგის ან ადამიანების შესაძლებლობების შეზღუდვის გამომწვევ დაავადებას აღარ წარმოადგენს და პოლიომიელიტის პრევენცია უკვე ვაქცინაციით შეიძლება.

მარიან ივანუშა ასევე განმარტავს, რომ ვიდრე მიკრობების გავრცელებას კონკრეტული დაავადებების გამოწვევა შეუძლია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნული დაავადებებისგან დაცულები არ არიან და არსებობს ეპიდემიის გავრცელების საფრთხე.

"ამის კარგი მაგალითია წითელა, რომელიც ბევრ ქვეყანაში დაამარცხეს. თუმცა, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებელი მაღალი არ იყო, წითელა დაბრუნდა და დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა (მაგალითად, საფრანგეთში 2017 წლის ნოემბრიდან 2 200 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს კი უკრაინაში 15 261 შემთხვევა. წითელამ სიკვდილის 9 შემთხვევა გამოიწვია - 6 ბავშვებში და 3 მოზრდილებში).

ცოტა ხნის წინ წითელას გავცელების საფრთხის წინაშე საქართველოც დადგა. თუ 90-იან წლებში დავბრუნდებით, შეგვიძლია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომხდარი აფეთქება გავიხსენოთ, როდესაც ვაქცინაციის მკვეთრად ჩავარდნის გამო, ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. აღნიშნულის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის პროგრამებით ბევრი საშიში დაავადების დამარცხება შეიძლება" - განმარტა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მარიან ივანუშას თქმით, დიდ გამოწვევას წარმოადგენს ძველი და კარგად ნაცნობი დაავადებების დამარცხებაც, მაგალითად, ტუბერკულოზის, რომელსაც ისეთი მიკრობი წარმოშობს, რომელიც მედიკამენტების მიმართ მდგრადია.

"ასევე ჩვენ ფოკურისებულები ვართ, რომ გრიპის ახალი ვირუსის ტიპი განვსაზღვროთ, რომელსაც მილიონობით ადამიანის დაინფიცირება შეუძლია, სანამ მათ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საშუალება მიეცემათ,“ - დასძენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

როგორ მარიან ივანუშა განმარტავს, გარდა ჩამოთვლილი დაავადებებისა, ბრძოლა მიმდინარეობს ებოლას წინააღმდეგაც, რომელიც დროდადრო აფრიკაში იჩენს თავს და ადვილად ვრცელდება. ის ასევე მალარიის გავრცელების შემთხვევებსაც იხსენებს.

"1920-იან წლებში მალარია საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ დაავადებას წარმოადგენდა.

ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კამპანიამ მალარიის გავრცელება შეაჩერა, ხოლო ბოლო წლებში მუშაობით საქართველოში მისი რეინტროდუქციის შენარჩუნდება მოხდა", - აღნიშნავს ის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასევე სხვა ფართოდ გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებებზეც საუბრობს, რომელთა დასამარცხებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ ვებრძვით ისეთ არაგადამდებ დაავადებებს, როგორიც არის დიაბეტი, კარდიოვასკულარული დაავადებები და სიმსივნე.

მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავს ისევ იჩენენ, ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმის შემთხვევაში მკურნალობა შესაძლებელია. რაც შეეხება მათ თავიდან აცილებას,

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ - არ უნდა მოვიხმაროთ თამბაქო, მივირთათ ჯანსაღად, განსაკუთრებით ბევრი ხილი და ბოსტნეული, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები და შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა, ასევე დავიცვათ თავი მზისგან და აუცილებლად ავიცრათ B ჰეპატიტისა და პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას ბევრი დაავადებისა და ადრე სიკვდილის პრევენცია შეუძლია. ამ მიზეზით ქართველებს ვულოცავ თამბაქოს კონტროლის შესახებ შესანიშნავი კანონის მიღებას", - დასძენს მარიან ივანუშა.

მისივე განმარტებით, ბევრ ქვეყანაში არანაკლებ წინა პლანზეა მენტალური ჯანმრთელობის საკითხები, რაც ასევე მოიცავს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულობას.

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"