პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა ვიღაც გამოძიებას ბლოკავდეს" - დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
"შესაძლოა ვიღაც გამოძიებას ბლოკავდეს" - დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მის­მა ად­ვო­კატ­მა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გუ­გე­შაშ­ვი­ლი ეჭ­ვობს, რომ მას­ზე და მის შვილ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას შე­საძ­ლოა ვი­ღაც ბლო­კავ­დეს, ამი­ტომ ამ სა­კი­თხზე მას შს მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა სურს.

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი და მისი ად­ვო­კა­ტი დღეს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ აინ­ტე­რე­სებ­დათ, თუ რა ეტაპ­ზეა ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა.

"ჩვენ მო­ვე­დით ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით. არა­ვის და­ვუ­ბა­რე­ბი­ვართ. კი­თხვე­ბი გვქონ­და გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რა ოყო ახა­ლი და რა არა. ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ კვი­რა­ში ერთხელ, ხან ათ დღე­ში ერთხელ, ბუ­ნებ­რი­ვია ვინ­ტე­რეს­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. ამ თე­მებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე არ არის, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუშა პრო­ცე­სი. ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ლეპ­ტო­პი დაგ­ვიბ­რუ­ნეს, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად იყო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. დაგ­ვიბ­რუ­ნეს ასე­ვე მისი პას­პორ­ტი. რე­ა­ლუ­რად სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა რომ იყოს ამ საქ­მე­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ არის. შს მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ითხოვს დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი, ვი­ნა­ი­დან, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­წუ­ხე­ბუ­ლია იმით, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი კვა­ლი. ამი­ტომ მას უნდა თა­ვი­სი ეჭ­ვე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­როს მი­ნისტრს, ვი­ნა­ი­დან შე­საძ­ლოა ვი­ღაც ბლო­კავ­დეს ამ გა­მო­ძი­ე­ბას. თვი­თონ ასე ფიქ­რობს ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში და რა­ტომ ფიქ­რობს ასე, არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მათ­თვის უც­ნო­ბია თავ­მდამსმე­ლის ვი­ნა­ო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­ვე უც­ნო­ბია, იმ­ყო­ფე­ბა თუ არა ეს პირი ქვე­ყა­ნა­ში.

"სამ­წუ­ხა­როდ, არც ჩვენ და არც გა­მო­ძი­ე­ბას არ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ კონ­კრე­ტუ­ლად ეჭვი თუ აქვს ვინ­მე­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, ისიც არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, იმ­ყო­ფე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში. პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რა თქმა უნდა არ არის. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რომ იყოს, მა­შინ ის და­კა­ვე­ბუ­ლი თუ არა, ძებ­ნა მა­ინც იქ­ნე­ბო­და მას­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს ფო­ტო­რო­ბო­ტი, თუმ­ცა არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მუ­შა­ო­ბაც ამი­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხვა­თა შო­რის ფო­ტო­რო­ბო­ტის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და თვი­თონ დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლიც", - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

soso
0

ის ბიჭი ღმერთმა აცხოვნოს მარა ეს ჩააყდეთ ციხეში სამუდამოზე სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აჰ დოდო შენ არ გაიგია სამართალი ურმით დადისო?

"შესაძლოა ვიღაც გამოძიებას ბლოკავდეს" - დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

"შესაძლოა ვიღაც გამოძიებას ბლოკავდეს" - დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, გუგეშაშვილი ეჭვობს, რომ მასზე და მის შვილზე თავდასხმის საქმის გამოძიებას შესაძლოა ვიღაც ბლოკავდეს, ამიტომ ამ საკითხზე მას შს მინისტრთან შეხვედრა სურს.

დოდო გუგეშაშვილი და მისი ადვოკატი დღეს პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდნენ. მათ აინტერესებდათ, თუ რა ეტაპზეა ამ დროისთვის გამოძიება.

"ჩვენ მოვედით ჩვენი ინიციატივით. არავის დავუბარებივართ. კითხვები გვქონდა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რა ოყო ახალი და რა არა. ჩვენ პერიოდულად, დაახლოებით, ორ კვირაში ერთხელ, ხან ათ დღეში ერთხელ, ბუნებრივია ვინტერესდებით გამოძიების მიმდინარეობით. ამ თემებზე იყო საუბარი. ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე არ არის, მიმდინარეობს მუშა პროცესი. ტელეფონები, ლეპტოპი დაგვიბრუნეს, რომლებიც სრულად იყო დამუშავებული. დაგვიბრუნეს ასევე მისი პასპორტი. რეალურად სხვა მნიშვნელოვანი წინსვლა რომ იყოს ამ საქმეში, სამწუხაროდ, ასე არ არის. შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს დოდო გუგეშაშვილი, ვინაიდან, ბუნებრივია, შეწუხებულია იმით, რომ ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კვალი. ამიტომ მას უნდა თავისი ეჭვების შესახებ ესაუბროს მინისტრს, ვინაიდან შესაძლოა ვიღაც ბლოკავდეს ამ გამოძიებას. თვითონ ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში და რატომ ფიქრობს ასე, არ ვიცი", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მათთვის უცნობია თავმდამსმელის ვინაობა, შესაბამისად, ასევე უცნობია, იმყოფება თუ არა ეს პირი ქვეყანაში.

"სამწუხაროდ, არც ჩვენ და არც გამოძიებას არ შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტულად ეჭვი თუ აქვს ვინმეზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ისიც არ გვეცოდინება, იმყოფება თუ არა საქართველოში. პირი იდენტიფიცირებული რა თქმა უნდა არ არის. იდენტიფიცირებული რომ იყოს, მაშინ ის დაკავებული თუ არა, ძებნა მაინც იქნებოდა მასზე გამოცხადებული. არსებობს ფოტორობოტი, თუმცა არ არის ჯერჯერობით იდენტიფიცირებული და მუშაობაც ამიტომ მიმდინარეობს. სხვათა შორის ფოტორობოტის შექმნაში მონაწილეობდა თვითონ დოდო გუგეშაშვილიც", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს

"ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?" - ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს