პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადიო პალიტრა" უკვე აჭარაშია!
"რადიო პალიტრა" უკვე აჭარაშია!

იც­ვლე­ბა დრო, ად­გი­ლე­ბი, მაგ­რამ არ იც­ვლე­ბა „რა­დიო პა­ლიტ­რას“ სიხ­ში­რე - FM 103.9, რო­მელ­ზეც რა­დი­ო­მიმ­ღე­ბე­ბის მო­მარ­თვა რო­გორც თბი­ლის­ში, გუ­და­ურ­ში, ბა­კუ­რი­ან­ში, ბორ­ჯომ­ში და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა, უკვე აჭა­რა­შიც შე­გიძ­ლი­ათ.

რო­გორც „რა­დიო პა­ლიტ­რას“ პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თა­მარ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რე­გი­ონ­ში მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა, რად­გან უფრო მეტ მსმე­ნელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­ერ­თოს ინ­ტე­რაქ­ცი­ულ გა­და­ცე­მებ­ში, მო­ის­მი­ნოს ოპე­რა­ტი­უ­ლი, ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა.

„აჭა­რა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სი მხა­რეა, სა­დაც მა­უ­წყებ­ლო­ბა სწო­რედ იმ ტალ­ღა­ზე იქ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც „რა­დიო პა­ლიტ­რა“ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში მა­უ­წყებ­ლობს. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ისიც, რომ ჩვენ პირ­და­პირ ეთერ­ში ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი გა­და­ცე­მე­ბი გვაქვს, რომ­ლის დრო­საც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვან. ახლა უკვე ბა­თუმ­შიც ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, დღის სტუ­დი­ა­ში კოკა კვირ­კვე­ლი­ას­თან, მე­რაბ მეტ­რე­ველ­თან, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეს­თან თუ რუსა შე­ლი­ას­თან ერ­თად ისა­უბ­რონ სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დობ­რივ თე­მებ­ზე, შე­კი­თხვე­ბი და­უს­ვან მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს, თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რონ.

აჭა­რის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ამი­ე­რი­დან უკვე შეძ­ლებს, ყო­ველ­დღე, რვის ნა­ხე­ვარ­ზე ზუ­რაბ თვა­უ­რის „მოკ­ლე ჩარ­თვა­ში“ დარ­ე­კოს და სა­კუ­თა­რი აზრი გა­მოთ­ქვას, რად­გან აქ მთე­ლი დრო მხო­ლოდ მსმე­ნე­ლებს ეთ­მო­ბა! ასე რომ პი­რა­დად მე ჩვე­ნი აჭა­რე­ლი მე­გობ­რე­ბის ხმის შე­მო­ერ­თე­ბას მო­უთ­მენ­ლად ველი,“ - ამ­ბობს თა­მარ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი.

„რა­დიო პა­ლიტ­რას“ სპე­ცი­ა­ლუ­რად აჭა­რის რე­გი­ო­ნის­თვის ექ­ნე­ბა ახა­ლი ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ურპრი­ზად რჩე­ბა და მსმე­ნე­ლე­ბი მის შე­სა­ხებ მალე შე­ი­ტყო­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზღვის­პი­რე­თის მცხოვ­რებ­ლებს უკვე აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი­სა“ და „რა­დიო პა­ლიტ­რას“ კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მომ­ზა­დე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს მო­უს­მი­ნონ, გან­ტვირ­თვის­თვის კი გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კა­ზე გა­და­ერ­თონ.

„ჩვენ გვაქვს „ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის პა­ლიტ­რა,“ რომ­ლის დრო­საც მო­ის­მენთ სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კას. ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი რე­დაქ­ტო­რი, გი­ორ­გი ნა­გე­ლიშ­ვი­ლი გე­მოვ­ნე­ბით არ­ჩევს არამ­ხო­ლოდ ქარ­თულ, არა­მედ უცხო­უ­რი მუ­სი­კის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს. ცალ­კე გვაქვს კინო მუ­სი­კა, „ოქ­როს ჰიტი“ და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც ღა­მით გა­და­ად­გილ­დე­ბა უწევს, შე­უძ­ლია, გზა­ში კარ­გი მუ­სი­კა მო­ის­მი­ნოს" - გვე­უბ­ნე­ბა „რა­დიო პა­ლიტ­რას“ პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მის გა­და­ცე­მას, ახლა უკვე მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ბა­თუმ­ში რომ მო­უს­მე­ნენ, ძა­ლი­ან ახა­რებს თოქ-შოუ „რე­ზი­უ­მეს“ წამ­ყვანს, მე­რაბ მეტ­რე­ველს. ჟურ­ნა­ლის­ტი მო­ხა­რუ­ლია, რომ აჭა­რის რე­გი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლებ­საც მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, წამ­ყვა­ნი რა­დი­ო­სად­გუ­რის­გან ოპე­რა­ტი­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ.

„რა­დიო პა­ლიტ­რა“ ერთ-ერ­თია იმ წამ­ყვან რა­დი­ო­სად­გუ­რებს შო­რის, რო­მელ­თაც სა­ინ­ფორ­მა­ციო-პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დიდ ტე­რი­ტო­რი­ებს ფა­რავ­დეს. ზა­ფხულ­ში აჭა­რა­ში თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩა­დის, ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რე­გი­ო­ნია, აქ მცხოვ­რებ­ლებს კი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, „რა­დიო პა­ლიტ­რას“ მო­უს­მი­ნონ, რად­გან იმ რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რომ­ლებ­საც უს­მე­ნენ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო რა­დიო და­ე­მა­ტა“ - აღ­ნიშ­ნავს მეტ­რე­ვე­ლი.

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის მსგავ­სად, „რა­დიო პა­ლიტ­რას“ მშობ­ლი­ურ აჭა­რა­ში მა­უ­წყებ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯად მი­აჩ­ნია მომ­ღე­რალ სოფო ხალ­ვაშს. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, რა­დი­ოს მოს­მე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხში­რად არ ეძ­ლე­ვა, თუმ­ცა ეც­დე­ბა, „რა­დიო პა­ლიტ­რას“ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­პყროს.

„ზო­გა­დად, ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის რა­დიო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ძა­ლი­ან კარ­გია და მი­ხა­რია, რომ „რა­დიო პა­ლიტ­რა“ ბა­თუმ­შია და სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყრო და მო­ვუს­მი­ნო“ - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

„რა­დიო პა­ლიტ­რას“ მოს­მე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რეთ­ში უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია და რო­გორც რა­დი­ო­სად­გუ­რის გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი და ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ინ­ტე­რაქ­ცი­ულ გა­და­ცე­მებ­ში აჭა­რე­ლი მსმე­ნე­ლე­ბის ჩარ­თვას მო­უთ­მენ­ლად ელი­ან.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"რადიო პალიტრა" უკვე აჭარაშია!

"რადიო პალიტრა" უკვე აჭარაშია!

იცვლება დრო, ადგილები, მაგრამ არ იცვლება „რადიო პალიტრას“ სიხშირე - FM 103.9, რომელზეც რადიომიმღებების მომართვა როგორც თბილისში, გუდაურში, ბაკურიანში, ბორჯომში და დაახლოებით ერთი თვეა, უკვე აჭარაშიც შეგიძლიათ.

როგორც „რადიო პალიტრას“ პროგრამების ხელმძღვანელი, თამარ ცაგარეიშვილი განმარტავს, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონში მაუწყებლობის დაწყება ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რადგან უფრო მეტ მსმენელს ექნება საშუალება ჩაერთოს ინტერაქციულ გადაცემებში, მოისმინოს ოპერატიული, ობიექტური ინფორმაცია და გემოვნებიანი მუსიკა.

„აჭარა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი მხარეა, სადაც მაუწყებლობა სწორედ იმ ტალღაზე იქნება, რომელზეც „რადიო პალიტრა“ სხვა რეგიონებში მაუწყებლობს. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ინტერაქციული გადაცემები გვაქვს, რომლის დროსაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან. ახლა უკვე ბათუმშიც ექნებათ საშუალება, დღის სტუდიაში კოკა კვირკველიასთან, მერაბ მეტრეველთან, ხათუნა ლაგაზიძესთან თუ რუსა შელიასთან ერთად ისაუბრონ სერიოზულ პოლიტიკურ და საზოგადობრივ თემებზე, შეკითხვები დაუსვან მოწვეულ სტუმრებს, თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ.

აჭარის რეგიონის მოსახლეობა ამიერიდან უკვე შეძლებს, ყოველდღე, რვის ნახევარზე ზურაბ თვაურის „მოკლე ჩართვაში“ დარეკოს და საკუთარი აზრი გამოთქვას, რადგან აქ მთელი დრო მხოლოდ მსმენელებს ეთმობა! ასე რომ პირადად მე ჩვენი აჭარელი მეგობრების ხმის შემოერთებას მოუთმენლად ველი,“ - ამბობს თამარ ცაგარეიშვილი.

„რადიო პალიტრას“ სპეციალურად აჭარის რეგიონისთვის ექნება ახალი ფორმატი, რომელიც ჯერჯერობით სიურპრიზად რჩება და მსმენელები მის შესახებ მალე შეიტყობენ. აღსანიშნავია, რომ ზღვისპირეთის მცხოვრებლებს უკვე აქვთ საშუალება საქართველოში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო სააგენტოს „ინტერპრესნიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ კორესპონდენტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებულ საინფორმაციო გამოშვებებს მოუსმინონ, განტვირთვისთვის კი გემოვნებიან მუსიკაზე გადაერთონ.

„ჩვენ გვაქვს „ქართული მუსიკის პალიტრა,“ რომლის დროსაც მოისმენთ საუკეთესო მუსიკას. ჩვენი მუსიკალური რედაქტორი, გიორგი ნაგელიშვილი გემოვნებით არჩევს არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოური მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს. ცალკე გვაქვს კინო მუსიკა, „ოქროს ჰიტი“ და განსაკუთრებით მათ, ვისაც ღამით გადაადგილდება უწევს, შეუძლია, გზაში კარგი მუსიკა მოისმინოს" - გვეუბნება „რადიო პალიტრას“ პროგრამების ხელმძღვანელი.

მის გადაცემას, ახლა უკვე მშობლიურ ქალაქ ბათუმში რომ მოუსმენენ, ძალიან ახარებს თოქ-შოუ „რეზიუმეს“ წამყვანს, მერაბ მეტრეველს. ჟურნალისტი მოხარულია, რომ აჭარის რეგიონის მცხოვრებლებსაც მიეცათ საშუალება, წამყვანი რადიოსადგურისგან ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია მიიღონ.

„რადიო პალიტრა“ ერთ-ერთია იმ წამყვან რადიოსადგურებს შორის, რომელთაც საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულება აქვთ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დიდ ტერიტორიებს ფარავდეს. ზაფხულში აჭარაში თითქმის მთელი საქართველო ჩადის, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, აქ მცხოვრებლებს კი საშუალება ექნებათ, „რადიო პალიტრას“ მოუსმინონ, რადგან იმ რადიოსადგურების ჩამონათვალში, რომლებსაც უსმენენ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საინტერესო რადიო დაემატა“ - აღნიშნავს მეტრეველი.

მერაბ მეტრეველის მსგავსად, „რადიო პალიტრას“ მშობლიურ აჭარაში მაუწყებლობა მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნია მომღერალ სოფო ხალვაშს. როგორც თავად აღნიშნავს, რადიოს მოსმენის შესაძლებლობა ხშირად არ ეძლევა, თუმცა ეცდება, „რადიო პალიტრას“ უფრო მეტი ყურადღება მიაპყროს.

„ზოგადად, ყოველი ჩვენგანისთვის რადიო ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია და მიხარია, რომ „რადიო პალიტრა“ ბათუმშია და საშუალება მექნება უფრო მეტი ყურადღება მივაპყრო და მოვუსმინო“ - აღნიშნა მომღერალმა.

„რადიო პალიტრას“ მოსმენა საქართველოს ზღვისპირეთში უკვე შესაძლებელია და როგორც რადიოსადგურის გადაცემების წამყვანები და ხელმძღვანელები აღნიშნავენ, ინტერაქციულ გადაცემებში აჭარელი მსმენელების ჩართვას მოუთმენლად ელიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ