პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს
თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი გრძე­ლი სა­მარ­შუ­ტო ხა­ზე­ბი, შე­საძ­ლოა, გა­უქ­მდეს და მგზავ­რთა გა­დაჯ­დო­მის ად­გი­ლე­ბი და­წეს­დეს, - ამის შე­სა­ხებ დღეს სა­უ­ბა­რი იყო თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სატ­რან­სპორ­ტო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, სა­დაც თბი­ლი­სის ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ხა­ზე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტზე იყო სა­უ­ბა­რი. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს კომ­პა­ნია “სის­ტრა” გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია “სპექტრუმ კონ­სალ­ტინ­გის” წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ას­მათ აბე­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ასე­ვე შე­საძ­ლოა გან­ხორ­ცი­ელ­დეს რუს­თა­ვი­დან, გარ­დაბ­ნი­დან და მცხე­თი­დან თბი­ლის­ში მოძ­რა­ვი სა­მარ­შრუ­ტო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სათ­ვის გა­ჩე­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბის და­წე­სე­ბა, რომ­ლის იქე­თაც მათ თბი­ლის­ში მგზავ­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნა აღარ შე­ეძ­ლე­ბათ.

“სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ სად უნდა მოხ­დეს გა­დაჯ­დო­მა, გა­ჩე­რე­ბის ად­გი­ლის და­წე­სე­ბა თბი­ლის­ში შე­მო­სუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სათ­ვის, ის, რომ რუს­თა­ვი­დან თბი­ლი­სამ­დე მგზავ­რი უნდა ჩა­მო­ვი­დეს კომ­ფორ­ტუ­ლად, ამა­ზე არა­ვინ და­ვობს. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რამ­დე­ნად სიღ­რმე­ში უნდა შე­მო­ვი­დეს თბი­ლის­ში, მა­გა­ლი­თად, რუს­თა­ვი­დან მო­მა­ვა­ლი სა­მარ­შუ­ტო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, ამას ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვად­გენთ. გა­დაჯ­დო­მა შე­ე­ხე­ბა არა მარ­ტო რუს­თა­ვი­დან, მცხე­თი­დან ან გარ­დაბ­ნი­დან შე­მო­მა­ვალ სა­მარ­შრუ­ტო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს, არა­მედ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ გრძელ მარ­შრუ­ტებ­საც. მოხ­დე­ბა დად­გე­ნა იმ ად­გი­ლე­ბის, სა­ი­და­ნაც მგზავ­რი ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გა­დაჯ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა­ში. შე­საძ­ლოა, ეს იყოს ავ­ტო­ბუ­სი, მეტ­რო და ა. შ.”, - გა­ნა­ცხა­და ას­მათ აბე­სა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს, - ამის შესახებ დღეს საუბარი იყო თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი. აღნიშნულ პროექტს კომპანია “სისტრა” განახორციელებს.

როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა, ასევე შესაძლოა განხორციელდეს რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილების დაწესება, რომლის იქეთაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.

“საუბარია იმაზე, თუ სად უნდა მოხდეს გადაჯდომა, გაჩერების ადგილის დაწესება თბილისში შემოსული მიკროავტობუსებისათვის, ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დავობს. საუბარია იმაზე, რამდენად სიღრმეში უნდა შემოვიდეს თბილისში, მაგალითად, რუსთავიდან მომავალი სამარშუტო მიკროავტობუსი, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. გადაჯდომა შეეხება არა მარტო რუსთავიდან, მცხეთიდან ან გარდაბნიდან შემომავალ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, არამედ თბილისში არსებულ გრძელ მარშრუტებსაც. მოხდება დადგენა იმ ადგილების, საიდანაც მგზავრი ძალიან კომფორტულად გადაჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებაში. შესაძლოა, ეს იყოს ავტობუსი, მეტრო და ა. შ.”, - განაცხადა ასმათ აბესაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ