ჯანსაღი კვების პრინციპები თითქოს ყველამ ვიცით. ამის მიუხედავად, ყოველდღიურ ყოფით პირობებში მაინც ჩნდება კითხვები. მშობლებისთვის ბევრ საინტერესო კითხვზე ცნობილი ექიმი, ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია პასუხობს.
- ხაჭაპური, ლობიანი და კარტოფილის ღვეზელები ალბათ ტოპ სამეულია მოსწავლეების მენიუში. იქნებ მიგვითითოთ ამ ცომეულის ზღვარი. ბოლომდე უარს ალბათ ვერავინ იტყვის...
- კვება ჩემი პროფესიული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან გახდა. იმ დროიდან მოყოლებული, კვებაზე საუბარს ერთი და იგივე ფრაზით ვიწყებ: კვება სიამოვნებაა! ამიტომ, კვების მოდელის შერჩევისას, ყველაზე დიდი შეცდომაადამიანისთვის უკიდურესი შეზღუდვების დაწესებაა!თქვენ, ალბათ შენიშნეთ: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კითხვები ბავშვებს ეხება, მე ხშირად ვახსენებ "ადამიანს" და არა მარტო "ბავშვს". რატომ? ბავშვი არ არის ზრდასრულის მინიატურული ვერსია! ბავშვობა ადამიანის განსაკუთრებული მდგომარეობაა, განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელიც გულისხმობს თავისებურებებს, მაგრამ აუცილებლად ადამიანისთვის დამახასიათებელი ზოგადი კანონზომიერების გათვალისწინებით! "ბავშვი" არის 0-18 წლის ასაკის ადამიანი, ხოლო "მოსწავლე" ყველა ის ბავშვი(მაგ., საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ადრეული თუ გვიანი სასკოლო ასაკის), ვინც ჩართულია სასწავლო პროცესში: ცხადია, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ერთნაირი კვებითი "ზღვარი" ანუ რეკომენდებული რაოდენობა. თუმცა არსებობს ყველასათვის საერთო პრინციპები: