მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ოჯახები სამეფო ქორწილსა და ბრიტანული ცხოვრების სტილზე
ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ოჯახები სამეფო ქორწილსა და ბრიტანული ცხოვრების სტილზე

ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძე ამე­რი­კუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის "Gazelle Finance"-ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია, მისი ოჯა­ხი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ხან­გრძლი­ვად ცხოვ­რობ­და და რო­გორც თა­ვად გვიყ­ვე­ბა, სა­მე­ფო ოჯა­ხის მიერ მო­წყო­ბილ წვე­უ­ლე­ბებს ხში­რა­დაც ეს­წრე­ბო­და. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი იმ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბებ­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რა­საც სხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღიქ­ვამს და რა­საც ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა და მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ის­ტო­რია გა­ნა­პი­რო­ბებს.

"დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი თუ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მი­სი­ით, სხვა­დას­ხვა წელს, არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში ხან­გრძლი­ვი ვა­დით, სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­დი­ხარ, სულ სხვა თვა­ლით ეც­ნო­ბი იქა­უ­რო­ბას. ჩვე­ნი ოჯა­ხი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 2014 წელს გა­და­ვი­და, როცა ჩემი მე­უღ­ლე, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი და­ვით ჩხე­ტი­ა­ნი დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიწ­ვე­ვით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში მა­ღა­ლი დო­ნის კურ­სის გა­სავ­ლე­ლად მი­ევ­ლი­ნა. გარ­და იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო ნა­წილ­ში (ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა King's College London-ის მა­გის­ტრა­ტუ­რა), ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, მთე­ლი ოჯა­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

- რო­გორც გვი­თხა­რით, სა­მე­ფო ოჯა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც ყო­ფილ­ხართ მიწ­ვე­უ­ლი და მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­გი­ღი­ათ. მოგ­ვი­ყე­ვით უშუ­ა­ლოდ სა­მე­ფო ოჯახ­თან თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

- პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სის გარ­და, ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა იყო სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნე­ბით, სი­ახ­ლე­ე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის მიწ­ვე­ვით ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ქვე­ყა­ნა­ში და უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა, დავ­სწრე­ბო­დით სა­მე­ფო ოჯა­ხის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მა­გა­ლი­თად, წი­ლად მხვდა პა­ტი­ვი, დავ­სწრე­ბო­დი დე­დოფ­ლის და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ცე­რე­მო­ნი­ალს და შევ­ხვედ­რო­დი სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებს. ალ­ბათ ამ დღეს გა­მოვ­ყოფ­დი, რო­გორც ყვე­ლა­ზე სა­ო­ცარს, ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თულს, გან­სა­კუთ­რე­ბულს. არ მე­გო­ნა, თუ ამ­ხე­ლა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენ­და სა­მე­ფო ოჯა­ხის გა­რე­მოც­ვა ჩემ­ზე, მაგ­რამ ეს სა­ო­ცა­რი, ენით აღუ­წე­რი­ლი შეგ­რძნე­ბაა.

სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ დღის­თვის სამ­ზა­დი­სი. ბრი­ტა­ნე­ლებს, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი აქვთ. მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ასე­ვე მკაც­რა­დაა გა­წე­რი­ლი ჩაც­მუ­ლო­ბის წე­სე­ბიც. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თგვერ­დი­ა­ნი ჩაც­მუ­ლო­ბის კო­დექ­სი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლო, სა­დაც დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი ისე­თი ნი­უ­ან­სე­ბი რო­გო­რი­ცაა: კა­ბის სიგ­რძე, მკლა­ვის სიგ­რძე, ქუ­დის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა, ფეხ­საც­მლის სტი­ლი და ა.შ. სა­მე­ფო ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან ასე­ვე გა­მოვ­ყოფ­დი სა­მე­ფო ოჯა­ხის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ვახ­შამს, სა­დაც ასე­ვე მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვით მე და ჩემი მე­უღ­ლე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თა პრინ­ცე­სა ან­ნას ეგი­დით.

ასე­ვე, გა­მოვ­ყოფ­დი ვი­ზიტს ბო­ვუ­დის სა­სახ­ლე­ში, სა­დაც ოჯახს გვი­მას­პინ­ძლა ლორდმა ლენ­დსდა­უნ­მა და მის­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა მე­უღ­ლემ. წლის გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა ასე­ვე Royal Ascot (სა­მე­ფო დოღი), რო­მე­ლიც დე­დოფ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად იმარ­თე­ბა. აქ თით­ქმის მთე­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხი, ბრი­ტა­ნე­თის არის­ტოკ­რა­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­რი­ან თავს (ცალ­კე გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას). ამ მხი­ა­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გარ­და იმი­სა, რომ ფსო­ნე­ბი კეთ­დე­ბა დოღ­ში თუ რო­მე­ლი ცხე­ნი გა­ი­მარ­ჯვებს, ფსო­ნი შე­საძ­ლოა დადო იმა­ზეც, თუ რა ფე­რის კოს­ტი­უ­მი ეც­მე­ვა იმ დღეს დე­დო­ფალს.

სა­მე­ფო ოჯახ­თან ვი­ზი­ტი­სას და სხვა მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა, რომ ბრინ­ტა­ნე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ხაზ­გას­მა თა­ვი­ანთ სტა­ტუს­ზე. თუ სხვა ქვეყ­ნის­თვის ეს შე­საძ­ლოა მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს, ბრი­ტა­ნეთ­ში იერ­არ­ქი­უ­ლი და­ყო­ფა ჩვე­უ­ლებ­რი­ვია. მსგავს ღო­ნის­ძი­ებ­ზეც კი, მკა­ფი­ო­დაა გა­მიჯ­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი იერ­არ­ქი­უ­ლი ფე­ნე­ბი­სათ­ვის. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სხვა­დას­ხვა კლა­სის­თვის ჩაც­მის კო­დექ­სიც გან­სხვავ­დე­ბა. რო­გორც წესი, სხვა­დას­ხვა იერ­არ­ქი­ის ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ნაკ­ლე­ბად შე­დის. ამის დას­ტუ­რად ერთი მი­ნიშ­ნე­ბა გა­მოდ­გე­ბა, რაც ერთ-ერ­თმა შუ­ახ­ნის არის­ტოკ­რატ­მა ბრი­ტა­ნელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მომ­ცა. მკა­ფი­ოდ გან­მი­მარ­ტა, რომ ბრი­ტა­ნუ­ლი წე­სის მი­ხევ­დით, სა­სურ­ვე­ლი იყო, ძი­რი­თა­დად მე­მე­გობ­რა იმ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მე­უღ­ლე­ებ­თან, რო­მელ­თა სამ­ხედ­რო წო­დე­ბაც ჩემი მე­უღ­ლის სამ­ხედ­რო წო­დე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი იყო და ნაკ­ლე­ბად მქო­ნო­და კო­მუ­ნი­კა­ცია შე­და­რე­ბით და­ბა­ლი სამ­ხედ­რო წო­დე­ბის მქო­ნე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მე­უღ­ლე­ებ­თან. ეს ჩემ­თვის უჩ­ვე­უ­ლო შე­ნიშ­ვნა, რი­გი­თი ბრი­ტა­ნე­ლის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წე­სია.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის პი­რა­დად გა­საკ­ვი­რი არ იყო, რა­ტომ მოყ­ვა ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა სა­მე­ფო ქორ­წილს. ეს სა­ხა­სი­ა­თოა, ისე­თი ქვეყ­ნის­თვის, რომ­ლის­თვი­საც მკაც­რად გა­წე­რი­ლი კა­ნო­ნე­ბია, სა­დაც შეგ­რძნე­ბა გაქვს, რომ დრო არ იც­ვლე­ბა და სა­დაც მე­ტად გრძნობ ის­ტო­რი­ას და ტრა­დი­ცი­ებს, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კის ნახ­ვაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ბრი­ტა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ჩემი ტყუ­პი შვი­ლის­თვის (ოთო და ელე­ნე). 4 წლის იყ­ვნენ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვე­დით, სკო­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი იქ გა­ი­ა­რეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად სა­უბ­რო­ბენ ინ­გლი­სუ­რად და ეზი­არ­ნენ ბრი­ტა­ნულ კულ­ტუ­რას. ამ ქვეყ­ნის დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ბავ­შვე­ბი სა­ოც­რად დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლე­ბი არი­ან, რაც იქა­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა პა­ტა­რა გოგო პრინ­ცე­სო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, ელე­ნეს, რო­მელ­მაც მისი ბავ­შვო­ბა იმ ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ნამ­დვი­ლი პრინ­ცე­სე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ეს სა­ერ­თოდ არ ხიბ­ლავს და ამ­ბობს, რომ პრინ­ცე­სო­ბა ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნია და ისი­ნი უინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ და ვერ აკე­თე­ბენ იმას, რაც სურთ. თუმ­ცა, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი იმ­სხვრე­ვა და მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი გა­დახ­ვე­ვი­სა, პრინცმა ჰა­რიმ მა­ინც გა­ა­კე­თა ის, რაც მას სურ­და. დრო მი­დის და დროს­თან ერ­თად ვიც­ვლე­ბით. ადაპ­ტირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მკაც­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე სა­მე­ფო ოჯა­ხიც რო­გორც ვნა­ხეთ, თუმ­ცა რო­გორც ერთ-ერთი რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­სურ­ვებ­დი, ძი­რე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ვი­ნა­ი­დან ეს სა­მე­ფო ოჯა­ხი, ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი და ეს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ამ ქვე­ყა­ნას გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის ტუ­რის­ტის­თვის".

გა­სუ­ლი კვი­რის სა­მე­ფო ქორ­წი­ლის ციებ-ცხე­ლე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას შე­ე­ხო, მათ შო­რის იქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­საც. ჩვენ კი­დევ ერთ ქარ­თულ ოჯახს და­ვუ­კავ­შირ­დით და ვთხო­ვეთ, ის ემო­ცია და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გად­მო­ე­ცა, რა­საც ქვე­ყა­ნა ქორ­წი­ლის დღეს გა­ნიც­დი­და.

იქამ­დე კი, ქალ­ბა­ტონ ირმა ჩო­მა­ხი­ძეს სა­კუ­თარ თავ­ზე ვთხო­ვეთ მო­ე­ყო­ლა:

"2007 წელს დავ­ქორ­წინ­დი ქარ­თველ მა­მა­კაც­ზე, ლე­ვან შა­ო­გი­რა­ძე­ზე, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა და თა­ვის­თა­ვად, სა­ცხოვ­რებ­ლად ინ­გლის­ში გა­და­ვე­დი... სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რი მაქვს, Kiwi Post-ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი ვარ. მყავს 2 გო­გო­ნა - 8 წლის ნი­კოლ-ბარ­ბა­რე და 5 წლის ანნა-მა­რია. მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, მე მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ბუ­თი მაქვს. უცხო ქვე­ყა­ნა­ში ადაპ­ტი­რე­ბა­ში მე­უღ­ლე და­მეხ­მა­რა, ცდი­ლობ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ეც­ნო და შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნა ჩემ­თვის ეს ქვე­ყა­ნა. დღეს ლონ­დო­ნი, თბი­ლი­სის შემ­დეგ, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქია. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა დიდ რა­მეს ნიშ­ნავს. ჩემი შვი­ლე­ბი კარგ გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ, თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბი­ან. აქ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის სრუ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცია, რა­საც სა­კუ­თარ თავ­ზე ვცდი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ამ ეტაპ­ზე არ ვა­პი­რებთ, რად­გან ძა­ლი­ან დიდი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გვაქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი," - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

- ბრი­ტა­ნუ­ლი მთა­ვა­რი ქორ­წი­ლის გარ­შე­მო სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბა იყო მი­პყრო­ბი­ლი. რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა ამ დღის­თვის?

- ქორ­წი­ლის­თვის მზა­დე­ბა მთელ ბრი­ტა­ნეთ­ში ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბო­და სა­ქორ­წი­ნო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი: ბრი­ტა­ნე­თის დრო­შე­ბი, პრინც ჰა­რის, პრინ­ცე­სა მე­გა­ნის და სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბის ნიღ­ბე­ბი, სუ­ვე­ნი­რე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლე­ბი და ა.შ. მთე­ლი ქვე­ყა­ნა ამ ქორ­წი­ლის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­და. ქორ­წი­ლის დღეს მო­სახ­ლე­ო­ბამ უამ­რა­ვი პა­ტა­რა ქუჩა გა­და­კე­ტა და ერ­თობ­რი­ვი ძა­ლე­ბით სა­ზე­ი­მო ნა­დი­მი გაშ­ლეს. ადღეგ­რძე­ლებ­დნენ და ლო­ცავ­დნენ ახალ სა­მე­ფო ოჯახს. მღე­როდ­ნენ და ცეკ­ვავ­დნენ, სი­ხა­რუ­ლი და ჰა­ერ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და.

თით­ქოს მხო­ლოდ სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბი ზღაპ­რებ­ში არ­სე­ბობს, თუმ­ცა XXI სა­უ­კუ­ნე­ში, ჩემს საყ­ვა­რელ ბრი­ტა­ნეთ­ში ზღაპ­რუ­ლად ვცხოვ­რობთ - პრინ­ცე­ბი­სა და პრინ­ცე­სე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. მარ­თლაც სა­ო­ცა­რი სა­მე­ფო ქორ­წი­ლი იყო, უამ­რა­ვი მსოფ­ლიო დო­ნის სტუმ­რე­ბით. მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­მე­ფო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ შო­რის სა­მე­ფო ოჯა­ხის ფანი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არ დაჰკლე­ბია ბრი­ტა­ნეთს. საკ­მა­ოდ გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი იყო ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ის დროს, მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის შეს­რუ­ლე­ბულ სა­გა­ლო­ბელ­ზე, როცა პრინც ჰა­რის თვალ­ზე ცრემ­ლი შევ­ნიშ­ნეთ. გამ­ჭირ­ვა­ლედ ჩან­და რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით უყუ­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს და ბედ­ნი­ე­რე­ბა­საც ას­ხი­ვებ­დნენ. პრინც ჰარი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ქა­რიზ­მი­თა და უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნით, კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხა მთელ მსოფ­ლი­ოს, თუ რო­გო­რი მო­დერ­ნის­ტუ­ლია ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხი, რაც მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას ძენს მათ. ბედ­ნი­ე­რე­ბა მინ­და, ვუ­სურ­ვო პრინც ჰა­რის და პრინ­ცე­სა მე­განს. ისე ბევ­რი გოგო დარ­ჩა გულ­ნატ­კე­ნი, პრინ­ცის ცო­ლო­ბა­ზე რომ ოც­ნე­ბობ­და, ეს ხუმ­რო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ოჯახები სამეფო ქორწილსა და ბრიტანული ცხოვრების სტილზე

ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ოჯახები სამეფო ქორწილსა და ბრიტანული ცხოვრების სტილზე

ნათია ჯანელიძე ამერიკული საინვესტიციო ფონდის "Gazelle Finance"-ის რეგიონალური დირექტორია, მისი ოჯახი დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივად ცხოვრობდა და როგორც თავად გვიყვება, სამეფო ოჯახის მიერ მოწყობილ წვეულებებს ხშირადაც ესწრებოდა. ჩვენი რესპონდენტი იმ განსაკუთრებულობებსა და თავისებურებებზე გვესაუბრება, რასაც სხვა ქვეყნიდან ჩასული ადამიანი აღიქვამს და რასაც ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით დატვირთული ისტორია განაპირობებს.

"დიდ ბრიტანეთში ტურისტული თუ სამსახურებრივი მისიით, სხვადასხვა წელს, არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამ როცა ამ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებლად ჩადიხარ, სულ სხვა თვალით ეცნობი იქაურობას. ჩვენი ოჯახი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად 2014 წელს გადავიდა, როცა ჩემი მეუღლე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიწვევით, გაერთიანებული სამეფოს დავდაცვის აკადემიაში მაღალი დონის კურსის გასავლელად მიევლინა. გარდა იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით ბრიტანეთში მიღებული განათლება, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ნაწილში (ასევე წარმატებით დაასრულა King's College London-ის მაგისტრატურა), ბრიტანეთში გატარებული წლები თავისი შინაარსით, მთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

- როგორც გვითხარით, სამეფო ოჯახის ღონისძიებებზეც ყოფილხართ მიწვეული და მათში მონაწილეობა მიგიღიათ. მოგვიყევით უშუალოდ სამეფო ოჯახთან თქვენს ურთიერთობაზე.

- პროფესიული თვალსაზრისის გარდა, ბრიტანეთში ცხოვრება იყო სასიამოვნო აღმოჩენებით, სიახლეებით, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებით დატვირთული. ბრიტანეთის მთავრობის მიწვევით ვიმყოფებოდით ქვეყანაში და უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, დავსწრებოდით სამეფო ოჯახის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებებს. მაგალითად, წილად მხვდა პატივი, დავსწრებოდი დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს და შევხვედროდი სამეფო ოჯახის წევრებს. ალბათ ამ დღეს გამოვყოფდი, როგორც ყველაზე საოცარს, ემოციებით დატვირთულს, განსაკუთრებულს. არ მეგონა, თუ ამხელა შთაბეჭდილებას მოახდენდა სამეფო ოჯახის გარემოცვა ჩემზე, მაგრამ ეს საოცარი, ენით აღუწერილი შეგრძნებაა.

საინტერესო იყო ამ დღისთვის სამზადისი. ბრიტანელებს, როგორც მოგეხსენებათ მკაცრად განსაზღვრული წესები აქვთ. მსგავს ღონისძიებებზე ასევე მკაცრადაა გაწერილი ჩაცმულობის წესებიც. დაახლოებით ერთგვერდიანი ჩაცმულობის კოდექსი უნდა დააკმაყოფილო, სადაც დეტალურადაა გაწერილი ისეთი ნიუანსები როგორიცაა: კაბის სიგრძე, მკლავის სიგრძე, ქუდის გარშემოწერილობა, ფეხსაცმლის სტილი და ა.შ. სამეფო ოჯახთან დაკავშირებული ღონისძიებებიდან ასევე გამოვყოფდი სამეფო ოჯახის მიერ ორგანიზებულ ვახშამს, სადაც ასევე მიწვეული ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. აღნიშნული ვახშამი გაიმართა პრინცესა ანნას ეგიდით.

ასევე, გამოვყოფდი ვიზიტს ბოვუდის სასახლეში, სადაც ოჯახს გვიმასპინძლა ლორდმა ლენდსდაუნმა და მისმა არაჩვეულებრივმა მეუღლემ. წლის გამორჩეული მოვლენაა ასევე Royal Ascot (სამეფო დოღი), რომელიც დედოფლის პატივსაცემად იმართება. აქ თითქმის მთელი სამეფო ოჯახი, ბრიტანეთის არისტოკრატიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იყრიან თავს (ცალკე გამოყოფილ ადგილას). ამ მხიარულ ღონისძიებაზე გარდა იმისა, რომ ფსონები კეთდება დოღში თუ რომელი ცხენი გაიმარჯვებს, ფსონი შესაძლოა დადო იმაზეც, თუ რა ფერის კოსტიუმი ეცმევა იმ დღეს დედოფალს.

სამეფო ოჯახთან ვიზიტისას და სხვა მსგავს ღონისძიებებზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ბრინტანელებს ძალიან უყვართ ხაზგასმა თავიანთ სტატუსზე. თუ სხვა ქვეყნისთვის ეს შესაძლოა მიუღებელი იყოს, ბრიტანეთში იერარქიული დაყოფა ჩვეულებრივია. მსგავს ღონისძიებზეც კი, მკაფიოდაა გამიჯნული ადგილები შესაბამისი იერარქიული ფენებისათვის. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა კლასისთვის ჩაცმის კოდექსიც განსხვავდება. როგორც წესი, სხვადასხვა იერარქიის ადამიანი ერთმანეთთან კომუნიკაციაში ნაკლებად შედის. ამის დასტურად ერთი მინიშნება გამოდგება, რაც ერთ-ერთმა შუახნის არისტოკრატმა ბრიტანელმა ქალბატონმა მომცა. მკაფიოდ განმიმარტა, რომ ბრიტანული წესის მიხევდით, სასურველი იყო, ძირითადად მემეგობრა იმ სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებთან, რომელთა სამხედრო წოდებაც ჩემი მეუღლის სამხედრო წოდების ანალოგიური იყო და ნაკლებად მქონოდა კომუნიკაცია შედარებით დაბალი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებთან. ეს ჩემთვის უჩვეულო შენიშვნა, რიგითი ბრიტანელისთვის ჩვეულებრივი ცხოვრების წესია.

შესაბამისად, ჩემთვის პირადად გასაკვირი არ იყო, რატომ მოყვა ბევრი მითქმა-მოთქმა სამეფო ქორწილს. ეს სახასიათოა, ისეთი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც მკაცრად გაწერილი კანონებია, სადაც შეგრძნება გაქვს, რომ დრო არ იცვლება და სადაც მეტად გრძნობ ისტორიას და ტრადიციებს, თუმცა საინტერესოა განსხვავებული დინამიკის ნახვაც. ეს ყველაფერი ნამდვილად ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. ბრიტანეთში ვიზიტი ასევე განსაკუთრებული იყო ჩემი ტყუპი შვილისთვის (ოთო და ელენე). 4 წლის იყვნენ, როცა საქართველოდან წავედით, სკოლის მოსამზადებელი ეტაპი იქ გაიარეს. არაჩვეულებრივად საუბრობენ ინგლისურად და ეზიარნენ ბრიტანულ კულტურას. ამ ქვეყნის დიდი მადლობელი ვარ, რომ ბავშვები საოცრად დისციპლინარულები არიან, რაც იქაური საგანმანათლებლო სისტემის დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატარა გოგო პრინცესობაზე ოცნებობს, ელენეს, რომელმაც მისი ბავშვობა იმ ქვეყანაში გაატარა, სადაც ნამდვილი პრინცესები ცხოვრობენ, ეს საერთოდ არ ხიბლავს და ამბობს, რომ პრინცესობა ძალიან მოსაწყენია და ისინი უინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ და ვერ აკეთებენ იმას, რაც სურთ. თუმცა, სტერეოტიპები იმსხვრევა და მიუხედავად არაერთი გადახვევისა, პრინცმა ჰარიმ მაინც გააკეთა ის, რაც მას სურდა. დრო მიდის და დროსთან ერთად ვიცვლებით. ადაპტირდება ყველაზე მკაცრი ტრადიციების მქონე სამეფო ოჯახიც როგორც ვნახეთ, თუმცა როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, ვისურვებდი, ძირეული ფასეულობების შენარჩუნებას, ვინაიდან ეს სამეფო ოჯახი, ეს ტრადიციები და ეს ფასეულობები ამ ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის ტურისტისთვის".

გასული კვირის სამეფო ქორწილის ციებ-ცხელება დიდ ბრიტანეთში უკლებლივ ყველას შეეხო, მათ შორის იქ მცხოვრებ ქართველებსაც. ჩვენ კიდევ ერთ ქართულ ოჯახს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, ის ემოცია და შთაბეჭდილება გადმოეცა, რასაც ქვეყანა ქორწილის დღეს განიცდიდა.

იქამდე კი, ქალბატონ ირმა ჩომახიძეს საკუთარ თავზე ვთხოვეთ მოეყოლა:

"2007 წელს დავქორწინდი ქართველ მამაკაცზე, ლევან შაოგირაძეზე, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა და თავისთავად, საცხოვრებლად ინგლისში გადავედი... საინტერესო სამსახური მაქვს, Kiwi Post-ის გენერალური მენეჯერი ვარ. მყავს 2 გოგონა - 8 წლის ნიკოლ-ბარბარე და 5 წლის ანნა-მარია. მეუღლე და შვილები ბრიტანეთის მოქალაქეები არიან, მე მუდმივი ცხოვრების საბუთი მაქვს. უცხო ქვეყანაში ადაპტირებაში მეუღლე დამეხმარა, ცდილობდა, მაქსიმალურად გაეცნო და შეეყვარებინა ჩემთვის ეს ქვეყანა. დღეს ლონდონი, თბილისის შემდეგ, ჩემი საყვარელი ქალაქია. განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება დიდ რამეს ნიშნავს. ჩემი შვილები კარგ განათლებას იღებენ, თავისუფალ გარემოში იზრდებიან. აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის სრული რეალიზაცია, რასაც საკუთარ თავზე ვცდი. საქართველოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რადგან ძალიან დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს ჩაფიქრებული," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

- ბრიტანული მთავარი ქორწილის გარშემო სამყაროს ყურადღება იყო მიპყრობილი. როგორ ემზადებოდა ქვეყანა ამ დღისთვის?

- ქორწილისთვის მზადება მთელ ბრიტანეთში ნიშნობის შემდეგ დაიწყო. მაღაზიებში იყიდებოდა საქორწინო აქსესუარები: ბრიტანეთის დროშები, პრინც ჰარის, პრინცესა მეგანის და სამეფო ოჯახის წევრების ფოტოების ნიღბები, სუვენირები, ტკბილეულები და ა.შ. მთელი ქვეყანა ამ ქორწილისთვის აქტიურად ემზადებოდა. ქორწილის დღეს მოსახლეობამ უამრავი პატარა ქუჩა გადაკეტა და ერთობრივი ძალებით საზეიმო ნადიმი გაშლეს. ადღეგრძელებდნენ და ლოცავდნენ ახალ სამეფო ოჯახს. მღეროდნენ და ცეკვავდნენ, სიხარული და ჰაერში, შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერება ტრიალებდა.

თითქოს მხოლოდ სამეფო ოჯახები ზღაპრებში არსებობს, თუმცა XXI საუკუნეში, ჩემს საყვარელ ბრიტანეთში ზღაპრულად ვცხოვრობთ - პრინცებისა და პრინცესების გარემოცვაში. მართლაც საოცარი სამეფო ქორწილი იყო, უამრავი მსოფლიო დონის სტუმრებით. მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ქვეყნის სამეფო წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები და მათ შორის სამეფო ოჯახის ფანი მოქალაქეებიც არ დაჰკლებია ბრიტანეთს. საკმაოდ გულის ამაჩუყებელი იყო ჯვრისწერის ცერემონიის დროს, მგალობელთა გუნდის შესრულებულ საგალობელზე, როცა პრინც ჰარის თვალზე ცრემლი შევნიშნეთ. გამჭირვალედ ჩანდა როგორი სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს და ბედნიერებასაც ასხივებდნენ. პრინც ჰარი განსაკუთრებულია ქარიზმითა და უშუალო ადამიანობით გამოირჩევა. თავისი არჩევანით, კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს, თუ როგორი მოდერნისტულია ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, რაც მეტ პოპულარობას ძენს მათ. ბედნიერება მინდა, ვუსურვო პრინც ჰარის და პრინცესა მეგანს. ისე ბევრი გოგო დარჩა გულნატკენი, პრინცის ცოლობაზე რომ ოცნებობდა, ეს ხუმრობით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ