საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიძლება მოჰყვეს ევროპიდან ქართველების გამოძევებას და რას ითვალისწინებს რეადმისია
რა შეიძლება მოჰყვეს ევროპიდან ქართველების გამოძევებას და რას ითვალისწინებს რეადმისია

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ევ­რო­პა­ში უვი­ზო მი­მოს­ვლი­სას, შე­საძ­ლოა კონ­ტრო­ლი გა­უმ­კაცრ­დეთ და და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­უ­წეს­დეთ. ამის მი­ზე­ზი არა­ლე­გალ მიგ­რან­ტთა მზარ­დი სტა­ტის­ტი­კაა. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პო­ტენ­ცი­ურ დამ­რღვევ­თა რი­გებ­ში მო­ი­აზ­რონ და და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბე­ბი შე­მო­ი­ღონ. თა­ვის მხრივ საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ევ­რო­პა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­საც, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა დე­პორ­ტა­ცი­ის ლო­დინ­ში მო­უ­წევთ...

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 2018 წლის 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, რე­ად­მი­სი­ის მო­თხოვ­ნით მი­ღე­ბუ­ლია 1 290 გა­ნა­ცხა­დი, აქე­დან 1 260-ს თან­ხმო­ბა ეთ­ქვა, 30-ს (2,3%) - უარი.

ყვე­ლა­ზე მეტი - 854 მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ად­მი­სი­რე­ბუ­ლი იყო გერ­მა­ნი­ი­დან. შემ­დეგ მო­დის საფ­რან­გე­თი (105), ჰო­ლან­დია (102), ავ­სტრია (88), შვე­დე­თი (29), სა­ბერ­ძნე­თი (21).

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის რე­ად­მი­სი­ის შე­თან­ხმე­ბა ძა­ლა­ში 2011 წლის 1 მარტს შე­ვი­და. რე­ად­მი­სი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლია, ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი პი­რე­ბი და­იბ­რუ­ნოს.

ეს შე­თან­ხმე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­წე­რა­საც გუ­ლის­ხმობს, თუ რო­გორ უნდა და­ა­კა­ვონ ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, რა დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს მისი იდენ­ტო­ბა, ვინ არის და რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, და ა.შ. შემ­დეგ ხდე­ბა ამა თუ იმ პი­რის შეს­წავ­ლა და ქვეყ­ნი­დან გა­მოშ­ვე­ბა.

დე­პორ­ტა­ცია და რე­ად­მი­სია გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან: დე­პორ­ტა­ცია ეხე­ბა პირს, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბა, ანუ ვი­ზაც აქვს, პას­პორ­ტიც, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, რის გა­მოც ლე­გა­ლუ­რად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა შე­უ­წყდა. ცხა­დია, ამ ადა­მი­ანს რე­ად­მი­სია არ შე­ე­ხე­ბა და პირ­და­პირ გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ ქვეყ­ნი­დან. ასე­ვე არის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც იმ პი­რებ­საც კი, რომ­ლებ­საც რე­ად­მი­სია ეხე­ბა, დე­პორ­ტით აგ­ზავ­ნი­ან. დე­პორ­ტა­ცია გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ფორ­მაა, მე­ტიც, დე­პორ­ტი­რე­ბულ პირს გარ­კვე­უ­ლი ვა­დით აღარ შე­უძ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლა. რე­ად­მი­სი­რე­ბულ პირ­ზე ასე­თი შე­ზღუდ­ვე­ბი არ ვრცელ­დე­ბა.

რე­ად­მი­სი­ა­სა და ტრან­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სატ­რან­სპორ­ტო ხარჯს, სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრამ­დე, ანა­ზღა­უ­რებს მო­თხოვ­ნის წარმდგე­ნი სა­ხელ­მწი­ფო. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში რე­ად­მი­სი­რე­ბის ხარ­ჯე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა უნდა აუ­ნა­ზღა­უ­რონ.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “მიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის“ გი­ორ­გი გო­გიშ­ვი­ლის თქმით, 4 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სტა­ტის­ტი­კა მზარ­დია და ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რე­ად­მი­სი­ის კომ­პო­ნენ­ტი ამუ­შავ­და და ეს მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

"სტა­ტის­ტი­კა მზარ­დია ნამ­დვი­ლად. ეს ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია. ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა და ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, რე­ად­მი­სი­ის კომ­პო­ნენ­ტი გა­ნახ­ლდა და ეს არის ამის შე­დე­გი. საფრ­თხე არ შე­ექ­მნე­ბა მას, ვინც იქ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. მა­სობ­რი­ვი რე­ი­დე­ბი არა მგო­ნია და­ი­წყოს. მაგ­რამ რო­გორც წესი, რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და შემ­დეგ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ესა თუ ის პირი რე­ად­მი­სი­ას. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამას მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცე­მა“, - უთხრა AMBEBI.GE-ს გო­გიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღე­ბუ­ლი ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს.

„ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის­თვის ერთ-ერთი კრი­ტე­რი­უ­მი არის რე­ად­მი­სი­ით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. არა­ლე­გა­ლე­ბი ყო­ველ­თვის ამ რის­კის ქვეშ არი­ან. თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი“, - გვი­თხრა გო­გიშ­ვილ­მა.

"სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" (სიდა) იუ­რის­ტის თე­ო­ნა კი­ლა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ევ­რო­პა­ში უვი­ზო მი­მოს­ვლი­სას, შე­საძ­ლოა კონ­ტრო­ლი გა­უმ­კაცრ­დეთ.

"ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკან მი­ვი­ღოთ. ამას­თა­ნა­ვე უვი­ზო მი­მოს­ვლის ამოქ­მე­დე­ბა იმი­ტომ იყო ევ­რო­პის­თვის ხელ­საყ­რე­ლი, რომ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ყო­ფი­ლი­ყო მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მოხ­დე­ბა ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი 90-დღი­ან რე­ჟიმს არ­ღვე­ვენ რა­საკ­ვირ­ვე­ლია ყვე­ლას და­აბ­რუ­ნე­ბენ და მათი მხრი­დან ეს იქ­ნე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას მი­ე­ცე­მა თუ არა მა­სობ­რი­ვი სახე, ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტი. რამ­დე­ნად ოპე­რა­ტი­ულ ინ­ტე­სი­ურ შე­მოწ­მე­ბებს და­ი­წყებს. მაგ­რამ, ადრე თუ არ ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შეშ­ვე­ბა­ზე მკაც­რი კონ­ტრო­ლი, ახლა პი­რი­ქით იქ­ნე­ბა. თუ პირს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი წეს­რიგ­ში არ ექ­ნე­ბა გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარს ეტყვი­ან. თუ არ ექ­ნე­ბა, სას­ტუმ­როს ჯავ­შა­ნი, უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი და შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა, ყვე­ლა­ფე­რი რაც გა­წე­რი­ლია, სა­ზღვარ­ზე არ შე­უშ­ვე­ბენ. ახლა კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­დე­ბა და ყვე­ლა ნი­უ­ანსს ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა“, - გვი­თხრა კი­ლა­ძემ.

ფონდ „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რის ვანო ჩხიკ­ვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ად­მი­სი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღე­ბუ­ლი აქვს, ამი­ტომ ეს ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უნდა შე­ას­რუ­ლოს.

„ამ მო­ნა­ცე­მებს სა­გან­გა­შოს ვერ ვუ­წო­დებ იქი­დან გა­მომ­დი­რე რომ ევ­რო­პა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­და. ეს არის რე­ა­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს რე­ად­მი­სი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღე­ბუ­ლი აქვს, ამი­ტომ ეს ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უნდა შე­ას­რუ­ლოს. იქ­ნე­ბა თუ არა ეს მა­სობ­რი­ვი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ეს თვი­თონ ამ ქვეყ­ნე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ ექ­ნე­ბათ ევ­რო­პა­ში ყოფ­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუ­ძე­ლი, შე­საძ­ლოა ეს რი­ცხვი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს“ - გა­ნუნ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ჩხიკ­ვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა შეიძლება მოჰყვეს ევროპიდან ქართველების გამოძევებას და რას ითვალისწინებს რეადმისია

რა შეიძლება მოჰყვეს ევროპიდან ქართველების გამოძევებას და რას ითვალისწინებს რეადმისია

საქართველოს მოქალაქეებს, ევროპაში უვიზო მიმოსვლისას, შესაძლოა კონტროლი გაუმკაცრდეთ და დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ. ამის მიზეზი არალეგალ მიგრანტთა მზარდი სტატისტიკაა. ანალიტიკოსების აზრით, არ არის გამორიცხული, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეები, პოტენციურ დამრღვევთა რიგებში მოიაზრონ და დამატებითი შემოწმებები შემოიღონ. თავის მხრივ საფრთხე ემუქრება ევროპაში მცხოვრებ ქართველებსაც, რომლებსაც ცხოვრება დეპორტაციის ლოდინში მოუწევთ...

„ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, რეადმისიის მოთხოვნით მიღებულია 1 290 განაცხადი, აქედან 1 260-ს თანხმობა ეთქვა, 30-ს (2,3%) - უარი.

ყველაზე მეტი - 854 მოქალაქე საქართველოში რეადმისირებული იყო გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (105), ჰოლანდია (102), ავსტრია (88), შვედეთი (29), საბერძნეთი (21).

საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შეთანხმება ძალაში 2011 წლის 1 მარტს შევიდა. რეადმისიის ხელშეკრულებით, საქართველო ვალდებულია, ევროკავშირის ტერიტორიაზე, არალეგალურად მყოფი პირები დაიბრუნოს.

ეს შეთანხმება გარკვეული პროცედურების გაწერასაც გულისხმობს, თუ როგორ უნდა დააკავონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, არალეგალურად მყოფი ადამიანი, რა დოკუმენტების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს მისი იდენტობა, ვინ არის და რომელი ქვეყნის მოქალაქეა, და ა.შ. შემდეგ ხდება ამა თუ იმ პირის შესწავლა და ქვეყნიდან გამოშვება.

დეპორტაცია და რეადმისია განსხვავდება ერთმანეთისგან: დეპორტაცია ეხება პირს, რომელიც, შესაძლოა, ლეგალურად იმყოფება, ანუ ვიზაც აქვს, პასპორტიც, მაგრამ გარკვეული დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ლეგალურად ყოფნის უფლება შეუწყდა. ცხადია, ამ ადამიანს რეადმისია არ შეეხება და პირდაპირ გამოაძევებენ ქვეყნიდან. ასევე არის შემთხვევა, როდესაც იმ პირებსაც კი, რომლებსაც რეადმისია ეხება, დეპორტით აგზავნიან. დეპორტაცია გაცილებით მძიმე ფორმაა, მეტიც, დეპორტირებულ პირს გარკვეული ვადით აღარ შეუძლია საზღვარგარეთ გასვლა. რეადმისირებულ პირზე ასეთი შეზღუდვები არ ვრცელდება.

რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, ანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში რეადმისირების ხარჯები ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აუნაზღაურონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელის“ გიორგი გოგიშვილის თქმით, 4 თვის მონაცემებით, სტატისტიკა მზარდია და ეს იმას ნიშნავს, რომ რეადმისიის კომპონენტი ამუშავდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

"სტატისტიკა მზარდია ნამდვილად. ეს ქვეყნების თანამშრომლობის შედეგია. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შედეგად, რეადმისიის კომპონენტი განახლდა და ეს არის ამის შედეგი. საფრთხე არ შეექმნება მას, ვინც იქ კანონის საფუძველზე იმყოფება. მასობრივი რეიდები არა მგონია დაიწყოს. მაგრამ როგორც წესი, რაღაც პერიოდის განმავლობაში ხდება ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემდეგ ექვემდებარება ესა თუ ის პირი რეადმისიას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას მასობრივი ხასიათი მიეცემა“, - უთხრა AMBEBI.GE-ს გოგიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ აღებული ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.

„ვიზალიბერალიზაციის გამართულად მუშაობისთვის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის რეადმისიით აღებული ვალდებულების შესრულება. არალეგალები ყოველთვის ამ რისკის ქვეშ არიან. თუმცა, საერთო ჯამში ამ ეტაპზე არ გვაქვს ის მონაცემები, რომ ვიზალიბერაზაციის შეჩერებაზე იყოს საუბარი“, - გვითხრა გოგიშვილმა.

"სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდა) იურისტის თეონა კილაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, ევროპაში უვიზო მიმოსვლისას, შესაძლოა კონტროლი გაუმკაცრდეთ.

"ხელშეკრულებით ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენი მოქალაქეები უკან მივიღოთ. ამასთანავე უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იმიტომ იყო ევროპისთვის ხელსაყრელი, რომ კონტროლირებადი ყოფილიყო მათ ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ფაქტების გამოვლენა, რომ ადამიანები 90-დღიან რეჟიმს არღვევენ რასაკვირველია ყველას დააბრუნებენ და მათი მხრიდან ეს იქნება კანონიერი ქმედება.

რაც შეეხება იმას მიეცემა თუ არა მასობრივი სახე, ეს არის კონკრეტული სახელმწიფოს გადასაწყვეტი. რამდენად ოპერატიულ ინტესიურ შემოწმებებს დაიწყებს. მაგრამ, ადრე თუ არ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შეშვებაზე მკაცრი კონტროლი, ახლა პირიქით იქნება. თუ პირს ყველა დოკუმენტი წესრიგში არ ექნება გამგზავრებაზე უარს ეტყვიან. თუ არ ექნება, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და შესაბამისი რაოდენობის თანხა, ყველაფერი რაც გაწერილია, საზღვარზე არ შეუშვებენ. ახლა კონტროლი გამკაცრდება და ყველა ნიუანსს ყურადღება მიექცევა“, - გვითხრა კილაძემ.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, საქართველოს რეადმისიის ვალდებულება აღებული აქვს, ამიტომ ეს ყველა ვარიანტში უნდა შეასრულოს.

„ამ მონაცემებს საგანგაშოს ვერ ვუწოდებ იქიდან გამომდირე რომ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ეს არის რეალობა. საქართველოს რეადმისიის ვალდებულება აღებული აქვს, ამიტომ ეს ყველა ვარიანტში უნდა შეასრულოს. იქნება თუ არა ეს მასობრივი, ძნელი სათქმელია, ეს თვითონ ამ ქვეყნების გადასაწყვეტია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ევროპაში ყოფნის სამართლებრივი საფუძელი, შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“ - განუნცხადა AMBEBI.GE-ს ჩხიკვაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ