ავტორი:

რა ბედი ელის ბრიტანეთში შესულ "ბინძურ რუსულ ფულს"?

რა ბედი ელის ბრიტანეთში შესულ "ბინძურ რუსულ ფულს"?

რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ ფინალურ ჭრილში გადაინაცვლა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც წერია, რომ რუსულმა ფულმა, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა დააზიანოს.

Reuters-ის ცნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული ფული, რომელიც ბოლო დროს ერთიანად "გაქრა", ბრიტანეთის ხელისუფლებას ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს...

ბრიტანელი პარლამენტარების აზრით, რუსეთიდან შემოსული ფული ბრიტანეთის სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

"ამიტომაც, ხელისუფლებას ვთავაზობთ საერთაშორისო მოკავშირეებთან ერთად, გაართულოს რუსეთიდან თანხის შემოდინების წყაროები, რომლებზეც არსებულ ვითარებაში სანქციები არ ვრცელდება," - აცხადებენ ისინი.

გამოცემის თქმით, ადრე ეროვნული უსაფრთხოების კრიმინალური სააგენტო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბრიტანეთში რუსეთიდან შესული ასობით მილიარდი ფუნტი სტერლინგი "ირეცხებოდა".

თემთა პალატის კომიტეტის განცხადებით, პუტინის გარემოცვაში მყოფ კლეპტოკრატებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის უფლებების დამრღვევები ბრიტანული ინსტიტუტების მიმართ ნდობას "ფულის გათეთრებით" ასუსტებენ.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ის ადგილობრივები, რომლებიც ფინანსურ კორუფციულ აქტივებთან დაკავშირებით კრემლთან ასოცირდებიან და ამისთვის ლონდონს იყენებენ, ბრიტანეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

"ამიტომ, გაერთიანებულმა სამეფომ ერთიანი სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რომ რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს დაუპირისპირდეს და ასევე, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვაზე ფინანსური ზეწოლა გააძლიეროს", - აცხადებენ ბრიტანელი პარლამენტარები.

Reuters-ის ცნობით, ბოლო დროს დაწყებულ საპარლამენტო გამოძიებას საფუძვლად დაედო კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიერ მოძიებული, ასევე, აუდიტორული კომპანიებისა და კვლევითი ცენტრებისგან მიღებული ინფორმაცია.

თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოხსენებაში წერია, რომ "დიდი ბრიტანეთი წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა იმას, თუ რა გზებითა და ხერხებით ხდებოდა რუსეთიდან "ბინძური ფულის" შემოდინება, რამაც სახელმწიფოში ძალიან დიდი გაურკვევლობა და საფრთხე წარმოშვა".

დოკუმენტში საუბარია ასევე იმაზეც, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ბრიტანეთის კუთვნილ ტერიტორიებზე არსებულ ოფშორულ ზონებში გათეთრებული ფული ლონდონის ელიტურ უძრავ ქონებაში ილექებოდა. საუბარია, იმ გამონაკლის შემთხვევებზე, როდესაც მდიდარ კლიენტებს, "უხერხული კითხვების" გარეშე ემსახურებიან.

Reuters-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზარზე, რუსეთიდან სხვადასხვა არხებით შემოსული და ლონდონში გათეთრებული 4,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგიდან 100 ათას მილიონამდე ოდენობის თანხა რუსული წარმომავლობის მილიონერებს ეკუთვნით. გამოცემით ცნობით, ეს არაოფიციალური თანხაა, სინამდვილეში, კი, დიდი ბრიტანეთში გაცილებით მეტი რუსული ფულია დაბანდებული...

რუსული მედია წერს, რომ რუსეთის ელიტურ ნაწილში მოსალოდნელი საფრთხის გამო შეშფოთება უკვე იგრძნობა. საუბარია იმაზე, რომ ბრიტანეთში, შესაძლოა, საეჭვოდ შესული რუსული ფული დაიბლოკოს.

ამასთან, ბრიტანეთის თემთა პალატა ითხოვს, უსაფრთხოების მხრივ მოსალდონელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად კონტროლი გამკაცრდეს; კერძოდ, შეიქმნას იმ უცხოური კომპანიების რეესტრი, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უძრავ ქონებას ფლობენ და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მათ კონტრაქტებს უფორმებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე