კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომელთაც ე.წ. კანონიერ ქურდ ნოდარ შუკაკიძესთან ჰქონდათ კავშირი
ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომელთაც ე.წ. კანონიერ ქურდ ნოდარ შუკაკიძესთან ჰქონდათ კავშირი

ქარ­თვე­ლი და ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ათენ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 17 წევ­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძო­ბენ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რის შე­დე­გა­დაც სა­ბერ­ძნეთ­ში კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის 21 მა­ისს ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ქა­ლაქ ათენ­ში ქარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს 17 მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რი ჰქონ­დათ მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში საფ­რან­გეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბულ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან - ნო­დარ შუ­კა­კი­ძეს­თან (მეტ­სა­ხე­ლად „ნო­დარ გლ­დანსკის­თან“).

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ბერ­ძნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 100-მდე სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს. მათ ბრა­ლად ედე­ბათ ძარ­ცვა, ყა­ჩა­ღო­ბა, ბი­ნე­ბის მრა­ვალ­გზის ქურ­დო­ბა, ასე­ვე, დიდი ოდე­ნო­ბით ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის შე­ნახ­ვა-რე­ა­ლი­ზა­ცია და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, სხვა­დას­ხვა ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

17-ვე და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა სა­ბერ­ძნე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე, 374-ე და 98-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ქმე­დე­ბებ­ში, რაც 20 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლის მიზ­ნით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში წარ­გზავ­ნი­ლი პო­ლი­ცი­ის ატა­შე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან, ინ­ტერ­პოლ­თან და ევ­რო­პოლ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ოპე­რა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომელთაც ე.წ. კანონიერ ქურდ ნოდარ შუკაკიძესთან ჰქონდათ კავშირი

ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომელთაც ე.წ. კანონიერ ქურდ ნოდარ შუკაკიძესთან ჰქონდათ კავშირი

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრია დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობას, რის შედეგადაც საბერძნეთში კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის პოლიციის მიერ მიმდინარე წლის 21 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქეა დაკავებული. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ მიმდინარე წლის აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდთან - ნოდარ შუკაკიძესთან (მეტსახელად „ნოდარ გლდანსკისთან“).

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

17-ვე დაკავებულს ბრალი ედება საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად გააგრძელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით“, - განაცხადა ჭელიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს