მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მომ­ხმა­რე­ბელს ახ­სე­ნებს, რომ უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით და ვა­ლუ­ტის კურ­სზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით ვაჭ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სპე­ცი­ფი­ურ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 2018 წლის 11 აპ­რი­ლი­დან სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით (ე.წ. FOREX) ან ვა­ლუ­ტის კურ­სზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით ვაჭ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ რე­გუ­ლი­რე­ბას და მისი წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ საბ­რო­კე­რო კომ­პა­ნი­ებს.

„ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ელექტრო­ნულ სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რებ­ზე ვაჭ­რო­ბი­სას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღონ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით და ვა­ლუ­ტის კურ­სზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით ვაჭ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სპე­ცი­ფი­ურ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ი­თხოვს. მო­გი­წო­დებთ, სა­შუ­ა­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ისარ­გებ­ლოთ მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი საბ­რო­კე­რო კომ­პა­ნი­ის სერ­ვი­სე­ბით, ხოლო ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოთ ეროვ­ნულ ბანკს“, - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც 2018 წლის 21 მა­ი­სის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სილ­ნი არი­ან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ საბ­რო­კე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა, ასე­თია: შპს "თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი", სს "გალტ ენდ თა­გარ­ტი", შპს "ქარ­თუ ბრო­კე­რი", სს "კა­უ­კა­სუს კა­პი­ტალ ჯგუ­ფი", შპს "აბბი ასეტ მე­ნე­ჯმენ­ტი", სს "ჰე­რი­თიჯ სი­ქი­უ­რი­თიზ", შპს "ლ.ა. ინ­ვესტ", შპს "ფი­დე­ლის ველს მე­ნე­ჯმენ­ტი" და შპს "თრე­იდ ჰოლ­დინ­გი".

ეროვნული ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახსენებს, რომ უცხოური ვალუტით და ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით (ე.წ. FOREX) ან ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

„ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოება და გაითვალისწინონ, რომ უცხოური ვალუტით და ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. მოგიწოდებთ, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლოთ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც 2018 წლის 21 მაისისთვის უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საბროკერო საქმიანობა, ასეთია: შპს "თიბისი კაპიტალი", სს "გალტ ენდ თაგარტი", შპს "ქართუ ბროკერი", სს "კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი", შპს "აბბი ასეტ მენეჯმენტი", სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ", შპს "ლ.ა. ინვესტ", შპს "ფიდელის ველს მენეჯმენტი" და შპს "თრეიდ ჰოლდინგი".

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო