პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად წავიდა ქართველი გლეხებისგან აღებული ასი ათასობით ლარი - "ბიზნესპრესნიუსის" ჟურნალისტური მოკვლევა
სად წავიდა ქართველი გლეხებისგან აღებული ასი ათასობით ლარი - "ბიზნესპრესნიუსის" ჟურნალისტური მოკვლევა

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოჩ­ნდა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გლე­ხებ­სა და ფერ­მე­რებს, კონ­კრე­ტულ ან­გა­რიშ­ზე 10 ლა­რის გა­და­რი­ცხვის სა­ნაც­ვლოდ ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ჰპირ­დე­ბა. ბიზ­ნე­სი­დე­ის და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბას ფერ­მე­რე­ბი ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან, და­ვით კარ­ტო­ზი­ას­გან იღე­ბენ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ გლე­ხებს, კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სკა­იპ­ჩარ­თვე­ბით ამე­რი­კი­დან ესა­უბ­რე­ბა.

„ამე­რი­კუ­ლი გრან­ტის“ მი­ღე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა მხო­ლოდ 10 ლარი ღირს და კარ­გი იდე­ის სა­ნაც­ვლოდ მაც­დუ­რად ჟღერს, თუმ­ცა და­პი­რე­ბუ­ლი გრან­ტი, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ჯერ არა­ვის მი­უ­ღია. არა­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეს­ვე­უ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20-30 ათა­სი განმცხა­დე­ბე­ლი უკვე ჰყავთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ 10 ლარი, რო­მე­ლიც „გლეხს არ და­აქ­ცევს“ ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი 200 000-300 000 ლა­რად უკვე იქცა.

BPN.GE-მ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა, რათა გა­ერ­კვია, სად წა­ვი­და გლე­ხე­ბის­გან აღე­ბუ­ლი ფული.

„იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი“ - ასე ჰქვია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც გლე­ხებ­სა და ფერ­მე­რებს 10 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ჰპირ­დე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია, რო­გორც არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პირი. რე­ესტრის ბოლო, 2017 წლის 23 მარ­ტით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ამო­ნა­წე­რით, ფონდს დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა საბ­ჭო ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც, დი­ა­ნა სა­ხუ­რი­აა. მისი მო­ად­გი­ლე კი მი­ხე­ილ ნუ­რაშ­ვი­ლია. ამას­თან, ფონ­დის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე/წევ­რია: ზუ­რაბ თვა­რა­ძე, გამ­გე­ო­ბის სხვა წევ­რე­ბად კი ნიკა შა­ვიშ­ვი­ლი, რა­მაზ სურ­მა­ნი­ძე, გი­ორ­გი ლომ­სა­ძე და ტრის­ტან კიკ­ვა­ძე არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც ხე­დავთ, რე­ესტრში ბიზ­ნეს­მენ და­ვით კარ­ტო­ზი­ას კავ­ში­რი აღ­ნიშ­ნულ ფონდთან არ ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა ფონ­დის­გან ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას 10 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ მო­სახ­ლე­ო­ბას სწო­რედ ის სთა­ვა­ზობს. მე­ტიც, გა­სუ­ლი წლის 5 ოქ­ტომ­ბერს, კარ­ტო­ზი­ამ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მას და ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელს, დი­ა­ნა სა­ხუ­რი­ას ნამ­დვი­ლად აქვთ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი და ამე­რი­კუ­ლი ZIDF-ის (zeiter ideas development fund) თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან. ცნო­ბის­თვის, ეს ის კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც „იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდთან“ პარტნი­ო­რო­ბის შე­დე­გად და­ვით კარ­ტო­ზი­ას ამე­რი­კა­ში უნდა და­ე­არ­სე­ბი­ნა და რის­თვი­საც მას ფერ­მე­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ერი­ცხე­ბო­და.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ შე­ე­ცა­და აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, დე­ტა­ლე­ბი თა­ვად და­ვით კარ­ტო­ზი­ას­გან გა­ე­გო, თუმ­ცა, მან ამ ეტაპ­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი თქვა და რო­გორც მის­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ზა­ფხუ­ლამ­დე ვერ მოგ­ვე­ცე­მო­და, ამი­ტომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მოკ­ვლე­ვა კარ­ტო­ზი­ას გა­რე­შე გა­ვაგ­რძე­ლეთ.

გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ფონ­დის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის

ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბი­სას რა თქმა უნდა, „იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ დი­რექ­ტორს, დი­ა­ნა სა­ხუ­რი­ა­საც და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ფონ­დი მისი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია. ის ასე­ვე ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თლაც თა­ნამ­შრომ­ლობ­და და­ვით კარ­ტო­ზი­ას­თან, თუმ­ცა, გა­სუ­ლი წლის 9 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­წყვი­ტა.

„ფონ­დი გა­სუ­ლი წლის 30 მარტს გა­იხ­სნა. უკვე მაის-ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში კარ­ტო­ზი­ას სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში­დან 8 000 დო­ლა­რამ­დე გა­და­ვუგ­ზავ­ნე, რომ ამე­რი­კა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია ZIDF და­ე­არ­სე­ბი­ნა. 5 აგ­ვის­ტოს კი ფერ­მე­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და­ვი­წყეთ. ამის შემ­დეგ, 30 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­ტო­ზი­ას შვი­ლი ჩა­მო­ვი­და. ხალ­ხთან შეხ­ვედ­რი­სას ის ეუბ­ნე­ბო­და, რომ გრან­ტის მი­სა­ღე­ბად ჯერ მზად არ იყ­ვნენ და ამას ერთი წელი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და. ბოლო შეხ­ვედ­რა მას­თან 9 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა... მას შემ­დეგ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გავ­წყვი­ტე. თე­ბერ­ვალ­ში კი უკვე თა­ვად კარ­ტო­ზი­ამ თქვა, რომ ჩვენ­თან თა­ნამ­შომ­ლო­ბა აღარ სურ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სხვა კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და „იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის“ სა­ხე­ლით, ცალ­კე ოფი­სე­ბი და­ა­არ­სა. რე­ესტრში ეს ფონ­დე­ბი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია რო­გორც, „ზე­ი­ტერ სა­მეგ­რე­ლო“, „ზე­ი­ტერ გუ­რია“, „იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი კა­ხე­თი“ და ა.შ. რად­გან ეს სა­ხე­ლი და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი არ მაქვს, ვე­რა­ფე­რი მო­ვი­მოქ­მე­დე და იმ პე­რი­ოდს ვე­ლო­დე­ბო­დი, როცა დო­კუ­მენ­ტე­ბით შევ­ძლებ­დი მას­თან სა­უ­ბარს. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი საქ­მი­ა­ნო­ბას ახ­ლაც აგ­რძე­ლე­ბენ და რო­გორც ვიცი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც კი ჰყავ­დათ ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი“, - ამ­ბობს სა­ხუ­რია.

სა­ხუ­რი­ამ იმ სქე­მა­ზეც ისა­უბ­რა, თუ ვინ და რაში იღებ­და ფულს ფერ­მე­რე­ბის­გან და ვისი გრან­ტით უნდა მომ­ხდა­რი­ყო მათი დახ­მა­რე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უშუ­ა­ლოდ მის ფონდში 10 ლა­რი­ა­ნი მო­საკ­რე­ბე­ლი 6 ათა­სამ­დე ფერ­მერს აქვს შე­ტა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­კითხს, თუ რა ბედი ეწია ამ 6 ათა­სამ­დე ფერ­მერს და მათ მიერ გა­დახ­დილ თან­ხას, სა­ხუ­რი­ამ გვი­თხრა, რომ მათ­თვის თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა ასე მარ­ტი­ვად ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და, რად­გან თან­ხის ნა­წი­ლი ამე­რი­კა­ში იყო გა­დაგ­ზავ­ნი­ლი. თუმ­ცა, მისი თქმით, ყვე­ლას­თან ჰქონ­დათ სა­უ­ბა­რი და აუხ­სნა, რომ ფონ­დი ცდი­ლობს, სხვა­დას­ხვა სა­ელ­ჩო­ებ­თან თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მათ გრან­ტის მი­ღე­ბა­ში მა­ინც და­ეხ­მა­როს.

„ფერ­მე­რე­ბის მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი თან­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და, სა­ი­და­ნაც 30% -ს ამე­რი­კა­ში და­ვით კარ­ტო­ზი­ას ვუ­რი­ცხავ­დით. ორ­ჯერ კი თან­ხა ვინ­მე ივი სარ­მი­ენ­ტოს­თან გა­დავ­გზავ­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა სქე­მას, თუ რო­გორ ხდე­ბო­და ფერ­მე­რებ­თან მუ­შა­ო­ბა: ფერ­მერს შე­მოჰ­ქონ­და იდეა, შემ­დეგ ამ იდე­ებს დარ­გე­ბის მი­ხედ­ვით ვა­ნა­წი­ლებ­დით და ამე­რი­კა­ში კარ­ტო­ზი­ას ვუგ­ზავ­ნით, რად­გან პრო­ექ­ტე­ბი იქ უნდა შექ­მნი­ლი­ყო და ამის­თვის ირი­ცხე­ბო­და ფერ­მე­რე­ბის მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი თან­ხის 30%-იც გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

სად წავიდა ქართველი გლეხებისგან აღებული ასი ათასობით ლარი - "ბიზნესპრესნიუსის" ჟურნალისტური მოკვლევა

სად წავიდა ქართველი გლეხებისგან აღებული ასი ათასობით ლარი - "ბიზნესპრესნიუსის" ჟურნალისტური მოკვლევა

დაახლოებით ერთი წელია საქართველოში გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს, კონკრეტულ ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვის სანაცვლოდ ბიზნესიდეების დაფინანსებას ჰპირდება. ბიზნესიდეის დაფინანსების პირობას ფერმერები ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენისგან, დავით კარტოზიასგან იღებენ, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს, კოორდინატორების დახმარებით, სკაიპჩართვებით ამერიკიდან ესაუბრება.

„ამერიკული გრანტის“ მიღების პერსპექტივა მხოლოდ 10 ლარი ღირს და კარგი იდეის სანაცვლოდ მაცდურად ჟღერს, თუმცა დაპირებული გრანტი, როგორც თავად ამბობენ, ჯერ არავის მიუღია. არადა არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურების ინფორმაციით, 20-30 ათასი განმცხადებელი უკვე ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ლარი, რომელიც „გლეხს არ დააქცევს“ ერთად თავმოყრილი 200 000-300 000 ლარად უკვე იქცა.

BPN.GE-მ ამ ორგანიზაციის შესახებ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა, რათა გაერკვია, სად წავიდა გლეხებისგან აღებული ფული.

„იდეების განვითარების ფონდი“ - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს 10 ლარის სანაცვლოდ ბიზნეს-პროექტების დაფინანსებას ჰპირდება. ორგანიზაცია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. რეესტრის ბოლო, 2017 წლის 23 მარტით დათარიღებული ამონაწერით, ფონდს დამფუძნებელთა საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის პრეზიდენტიც, დიანა სახურიაა. მისი მოადგილე კი მიხეილ ნურაშვილია. ამასთან, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე/წევრია: ზურაბ თვარაძე, გამგეობის სხვა წევრებად კი ნიკა შავიშვილი, რამაზ სურმანიძე, გიორგი ლომსაძე და ტრისტან კიკვაძე არიან რეგისტრირებული.

როგორც ხედავთ, რეესტრში ბიზნესმენ დავით კარტოზიას კავშირი აღნიშნულ ფონდთან არ ფიქსირდება, თუმცა ფონდისგან ფინანსურ მხარდაჭერას 10 ლარის სანაცვლოდ მოსახლეობას სწორედ ის სთავაზობს. მეტიც, გასული წლის 5 ოქტომბერს, კარტოზიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ მას და ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს ხელმძღვანელს, დიანა სახურიას ნამდვილად აქვთ საერთო ინტერესები და ამერიკული ZIDF-ის (zeiter ideas development fund) თანადამფუძნებლები არიან. ცნობისთვის, ეს ის კომპანიაა, რომელიც „იდეების განვითარების ფონდთან“ პარტნიორობის შედეგად დავით კარტოზიას ამერიკაში უნდა დაეარსებინა და რისთვისაც მას ფერმერებისგან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი ერიცხებოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დეტალები თავად დავით კარტოზიასგან გაეგო, თუმცა, მან ამ ეტაპზე ინტერვიუზე უარი თქვა და როგორც მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამის შესაძლებლობა ზაფხულამდე ვერ მოგვეცემოდა, ამიტომ ჟურნალისტური მოკვლევა კარტოზიას გარეშე გავაგრძელეთ.

განხეთქილება ფონდის თანადამფუძნებლებს შორის

ინფორმაციის მოპოვებისას რა თქმა უნდა, „იდეების განვითარების ფონდის“ დირექტორს, დიანა სახურიასაც დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა, რომ ფონდი მისი დაფუძნებულია. ის ასევე ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც თანამშრომლობდა დავით კარტოზიასთან, თუმცა, გასული წლის 9 დეკემბრის შემდეგ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„ფონდი გასული წლის 30 მარტს გაიხსნა. უკვე მაის-ივნისის პერიოდში კარტოზიას საკუთარი ანგარიშიდან 8 000 დოლარამდე გადავუგზავნე, რომ ამერიკაში ორგანიზაცია ZIDF დაეარსებინა. 5 აგვისტოს კი ფერმერებთან შეხვედრები დავიწყეთ. ამის შემდეგ, 30 ნოემბერს საქართველოში კარტოზიას შვილი ჩამოვიდა. ხალხთან შეხვედრისას ის ეუბნებოდა, რომ გრანტის მისაღებად ჯერ მზად არ იყვნენ და ამას ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა. ბოლო შეხვედრა მასთან 9 დეკემბერს გაიმართა... მას შემდეგ მათთან ურთიერთობა გავწყვიტე. თებერვალში კი უკვე თავად კარტოზიამ თქვა, რომ ჩვენთან თანამშომლობა აღარ სურდა. მიუხედავად ამისა, სხვა კოორდინატორების საშუალებით და „იდეების განვითარების ფონდის“ სახელით, ცალკე ოფისები დააარსა. რეესტრში ეს ფონდები რეგისტრირებულია როგორც, „ზეიტერ სამეგრელო“, „ზეიტერ გურია“, „იდეების განვითარების ფონდი კახეთი“ და ა.შ. რადგან ეს სახელი დაპატენტებული არ მაქვს, ვერაფერი მოვიმოქმედე და იმ პერიოდს ველოდებოდი, როცა დოკუმენტებით შევძლებდი მასთან საუბარს. შესაბამისად, ისინი საქმიანობას ახლაც აგრძელებენ და როგორც ვიცი სასულიერო პირებიც კი ჰყავდათ ამ საქმეში ჩართული“, - ამბობს სახურია.

სახურიამ იმ სქემაზეც ისაუბრა, თუ ვინ და რაში იღებდა ფულს ფერმერებისგან და ვისი გრანტით უნდა მომხდარიყო მათი დახმარება. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ მის ფონდში 10 ლარიანი მოსაკრებელი 6 ათასამდე ფერმერს აქვს შეტანილი. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ბედი ეწია ამ 6 ათასამდე ფერმერს და მათ მიერ გადახდილ თანხას, სახურიამ გვითხრა, რომ მათთვის თანხის დაბრუნება ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა, რადგან თანხის ნაწილი ამერიკაში იყო გადაგზავნილი. თუმცა, მისი თქმით, ყველასთან ჰქონდათ საუბარი და აუხსნა, რომ ფონდი ცდილობს, სხვადასხვა საელჩოებთან თუ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების შედეგად მათ გრანტის მიღებაში მაინც დაეხმაროს.

„ფერმერების მიერ შემოტანილი თანხა საქართველოში ფონდის ანგარიშზე ირიცხებოდა, საიდანაც 30% -ს ამერიკაში დავით კარტოზიას ვურიცხავდით. ორჯერ კი თანხა ვინმე ივი სარმიენტოსთან გადავგზავნეთ. რაც შეეხება სქემას, თუ როგორ ხდებოდა ფერმერებთან მუშაობა: ფერმერს შემოჰქონდა იდეა, შემდეგ ამ იდეებს დარგების მიხედვით ვანაწილებდით და ამერიკაში კარტოზიას ვუგზავნით, რადგან პროექტები იქ უნდა შექმნილიყო და ამისთვის ირიცხებოდა ფერმერების მიერ შემოტანილი თანხის 30%-იც განაგრძეთ კითხვა

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

რა ქონებას ფლობს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი

საშობაო ალილო თბილისში - სადღესასწაულო მსვლელობის ულამაზესი ფოტოები