კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი პროდუქტი რა ვადით და როგორ ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ - ეს სია გამოგადგებათ
რომელი პროდუქტი რა ვადით და როგორ ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ - ეს სია გამოგადგებათ

რძის, ყვე­ლის, კვერ­ცხის, ლო­ბი­ა­ნის, ხა­ჭა­პუ­რი­სა თუ პი­ცის შე­ძე­ნი­სას, მისი შე­ნახ­ვის ვა­დით ალ­ბათ ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბით და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც, რად­გან რო­გორც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გვე­უბ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი­სა და ვა­დე­ბის დარ­ღვე­ვა, იწ­ვევს პრო­დუქ­ცი­ა­ში არა­მარ­ტო ლპო­ბის, არა­მედ პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის სწრაფ გამ­რავ­ლე­ბას, რაც თა­ვის მხრივ ბაქ­ტე­რი­უ­ლი მო­წამ­ვლი­სა და მწვა­ვე ნაწ­ლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

თუ არ გვსურს, რომ ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი შე­ვუქ­მნათ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ „გან­სა­კუთ­რე­ბით მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი­სა და ვა­დე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, პრო­დუქ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­ნახ­ვის ვა­დე­ბი 6-დან 72 სა­ა­თამ­დეა, არა­უ­მე­ტეს 6 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა რძის პრო­დუქ­ტებს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის, ხა­ჭოს, ოჯა­ხუ­რი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლის, ნა­ღე­ბი­სა და მაწ­ვნის შე­ნახ­ვის ვადა გახ­სნი­დან 36 სა­ა­თია.

უკვე ბოსტნე­უ­ლის სე­ზო­ნი მო­ვი­და და მისი შე­ძე­ნი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ:

  • ნედ­ლი კარ­ტო­ფი­ლი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა
  • თეთრთა­ვი­ა­ნი გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი კომ­ბოს­ტო 12 სა­ა­თი
  • გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი სტა­ფი­ლო, ჭარ­ხა­ლი და თა­ვი­ა­ნი ხახ­ვი კი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია ვარ­გი­სი

თუ პურ-პრო­დუქ­ტე­ბი თქვე­ნი რა­ცი­ო­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იცო­დეთ, რომ სა­ფუვ­რი­ა­ნი ცომი 9 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­ი­ნა­ხოთ, უმა­რი­ლო, ფე­ნო­ვა­ნი ცომი კი, რო­მე­ლიც ტორ­ტე­ბის, ღვე­ზე­ლი­სა და სხვა ნა­წარ­მის გა­მო­სა­ცხო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია ვარ­გი­სი. ტკბი­ლი ცომი 36 სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ აღარ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ!

რაც შე­ე­ხე­ბა კრე­მი­ან ნა­წარმს, მათი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა 6 სა­ა­თი­დან 72 სა­ა­თამ­დე მერ­ყე­ობს და და­მო­კი­დე­ბუ­ლია შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე, ამი­ტომ მათი შე­ძე­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ათ­ქვე­ფი­ლი ნა­ღე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა 6 სა­ა­თია!

სა­ლა­თე­ბი­სა და სა­უზ­მე­უ­ლის შე­ნახ­ვის ვა­დე­ბი ძი­რი­თა­დად, 24-დან 48 სა­ა­თამ­დეა.

ნა­ხეთ მეტი ინ­ფოგ­რა­ფი­კა­ში

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა თუ სხვა კომ­პა­ნი­ებს პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია აღარ შე­უძ­ლი­ათ, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მსგავ­სად ათა­სო­ბით ლა­რის საკ­ვე­ბი იყ­რე­ბა. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სუ­პერ­მარ­კე­ტებ­მა 188 239.283 ლა­რის მზა საკ­ვე­ბი გა­და­ყა­რეს, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის ობი­ექ­ტებ­მა კი 149 743.969 ლა­რის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რომელი პროდუქტი რა ვადით და როგორ ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ - ეს სია გამოგადგებათ

რომელი პროდუქტი რა ვადით და როგორ ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ - ეს სია გამოგადგებათ

რძის, ყველის, კვერცხის, ლობიანის, ხაჭაპურისა თუ პიცის შეძენისას, მისი შენახვის ვადით ალბათ ხშირად ინტერესდებით და სამართლიანადაც, რადგან როგორც კანონმდებლობა გვეუბნება, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დარღვევა, იწვევს პროდუქციაში არამარტო ლპობის, არამედ პათოგენური მიკროორგანიზმების სწრაფ გამრავლებას, რაც თავის მხრივ ბაქტერიული მოწამვლისა და მწვავე ნაწლავური დაავადებების აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუ არ გვსურს, რომ ჩვენს ჯანმრთელობას მსგავსი პრობლემები შევუქმნათ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ „განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ კანონის მიხედვით, პროდუქტის სახეობების მიხედვით შენახვის ვადები 6-დან 72 საათამდეა, არაუმეტეს 6 გრადუსი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში.

რაც შეეხება რძის პროდუქტებს, კანონმდებლობის მიხედვით, პასტერიზებული რძის, ხაჭოს, ოჯახური წარმოების ყველის, ნაღებისა და მაწვნის შენახვის ვადა გახსნიდან 36 საათია.

უკვე ბოსტნეულის სეზონი მოვიდა და მისი შეძენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ:

  • ნედლი კარტოფილი 48 საათის განმავლობაში ინახება
  • თეთრთავიანი გასუფთავებული კომბოსტო 12 საათი
  • გასუფთავებული სტაფილო, ჭარხალი და თავიანი ხახვი კი 24 საათის განმავლობაშია ვარგისი

თუ პურ-პროდუქტები თქვენი რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, აუცილებელია, იცოდეთ, რომ საფუვრიანი ცომი 9 საათის განმავლობაში უნდა შეინახოთ, უმარილო, ფენოვანი ცომი კი, რომელიც ტორტების, ღვეზელისა და სხვა ნაწარმის გამოსაცხობად გამოიყენება 24 საათის განმავლობაშია ვარგისი. ტკბილი ცომი 36 საათის გასვლის შემდეგ აღარ უნდა გამოიყენოთ!

რაც შეეხება კრემიან ნაწარმს, მათი ვარგისიანობის ვადა 6 საათიდან 72 საათამდე მერყეობს და დამოკიდებულია შემადგენლობაზე, ამიტომ მათი შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ათქვეფილი ნაღების ვარგისიანობის ვადა 6 საათია!

სალათებისა და საუზმეულის შენახვის ვადები ძირითადად, 24-დან 48 საათამდეა.

ნახეთ მეტი ინფოგრაფიკაში

აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ სუპერმარკეტებსა თუ სხვა კომპანიებს პროდუქციის რეალიზაცია აღარ შეუძლიათ, ამიტომ საქართველოშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად ათასობით ლარის საკვები იყრება. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2018 წელს საქართველოს მასშტაბით სუპერმარკეტებმა 188 239.283 ლარის მზა საკვები გადაყარეს, თბილისში მდებარე აღნიშნული ტიპის ობიექტებმა კი 149 743.969 ლარის.

"თუ მღვდელმთავარს საკუთრება აქვს, ანდერძი უნდა დაწეროს და სიკვდილის შემდეგ, ეკლესიას გადაეცემა" - მეუფე იაკობი

უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება

კარანტინის რეჟიმი 8 დღემდე შემცირდება?