Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გააპროტესტა ლიკა ქავჟარაძემ, როცა ენტონი ქვინმა "რუსული სილამაზე" უწოდა და ვინ იტაცებდა ქართველ მსახიობს თეირანში
როგორ გააპროტესტა ლიკა ქავჟარაძემ, როცა ენტონი ქვინმა "რუსული სილამაზე" უწოდა და ვინ იტაცებდა ქართველ მსახიობს თეირანში

შვი­დი თვე გა­ვი­და, რაც ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე აღარ არის... კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი 11 ოქ­ტომ­ბერს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღემ­დე ორი კვი­რით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა.

კი­ნო­ში პირ­ვე­ლად ექ­ვსი წლის ასაკ­ში გა­და­ი­ღეს, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში "უსა­ხე­ლო უფ­ლის­ცი­ხე­ლი", მა­შინ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე კადრში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად. შემ­დეგ იყო ასე­ვე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი: "შად­რე­ვა­ნი" და "მშვე­ნი­ე­რი კოს­ტი­უ­მი". 1972 წელს მი­იწ­ვი­ეს კი­ნოს­ტუ­დია ქარ­თულ ფილმში. სწო­რედ ამ წელს გა­მოჩ­ნდა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილმში "როცა აყ­ვავ­და ნუში", 12 წლის გო­გო­ნას გა­ზა­ფხუ­ლის სიმ­ბო­ლო, ნუ­შის ტოტი მოჰ­ქონ­და ქუ­ჩა­ში, გა­მოჩ­ნდა ამ ეპი­ზოდ­ში და იქცა ფილ­მის ერ­თგვარ სიმ­ბო­ლოდ. წელს პირ­ვე­ლად, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნას გა­რე­შე აყ­ვავ­და ნუში თბი­ლის­ში...

1976 წელს გა­და­ღე­ბულ თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილმში "ნატ­ვრის ხე", ლი­კამ 16 წლი­სამ ითა­მა­შა. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბა ურ­თუ­ლე­სი სცე­ნით და­ი­წყეს:

"ფილ­მის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყეთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სცე­ნით, ჩიტი რომ შე­მოფ­რინ­დე­ბა ოთახ­ში. და­ვი­წყეთ გა­და­ღე­ბა, ჩემი და ზა­ზას სა­ერ­თო სცე­ნა იყო, ვი­თა­მა­შეთ და რო­გორც კი მორ­ჩა გა­და­ღე­ბა მე პირ­ველ რიგ­ში შევ­ხე­დე თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს, იმი­ტომ რომ მი­მაჩ­ნდა რომ თენ­გი­ზი იყო ჩემი შემ­ფა­სე­ბე­ლი პირ­ველ რიგ­ში, შევ­ხე­დე თენ­გიზს და მას თვა­ლებ­ზე ჰქონ­და ცრემ­ლე­ბი, ეს ნიშ­ნავ­და იმას, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­მი­ვი­და.."

ფილ­მის გა­მოს­ვლი­დან ორი თვის შემ­დეგ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე რე­ჟი­სორ­თან ერ­თად თე­ი­რა­ნის VI სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ემ­გზავ­რა. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბამ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბი ასე იხ­სე­ნებ­და ირან­ში გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს:

"ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით, 16 წლის გო­გოს­თვის იყო სა­ოც­რე­ბა, იმი­ტომ რომ ვგრძნობ­დი, რომ ვარ სა­დღაც ზღა­პარ­ში. ახ­ლაც ვი­გო­ნებ, როცა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პა­რიზ­ში ვი­ყა­ვი სამ­ჯერ, იტა­ლი­ა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და კი­დევ სხვა ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ასე­თი გან­ცდა და სი­ლა­მა­ზე მე არ მი­ნა­ხია სა­ერ­თოდ და მას შემ­დეგ აღ­მო­სავ­ლეთ­ზე ვგიჟ­დე­ბი... მოკ­ლედ, შევ­დი­ვარ ფეს­ტი­ვალ­ზე, დარ­ბაზ­ში შე­მო­დის ენ­ტო­ნი ქვი­ნი თა­ვი­სი შე­მარ­თე­ბით, ფრაკ­ში ჩაც­მუ­ლი და მე ვდგა­ვარ, ვუ­ყუ­რებ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით. ვი­ღაც რუს­მა მი­თხრა - მიდი და მას­თან ერ­თად ფო­ტოს გა­და­გი­ღე­ბო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამ კაც­მა გა­შა­ლა ხე­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბა - "მოდი, ჩემო რუ­სუ­ლო სი­ლა­მა­ზევ!" მე მა­შინ­ვე სახე შე­მეც­ვა­ლა, ის დარ­ჩა გა­ღი­მე­ბუ­ლი. მე სახე და­მეჭყა­ნა, რუსი რომ მი­წო­და, ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, არ მე­ტყო­ბა რომ ქარ­თვე­ლი ვარ და არა რუსი?!

...მახ­სოვს, ფეს­ტი­ვა­ლის ბოლო დღეს არ მე­ძი­ნე­ბა, არის ღა­მის ოთხი სა­ა­თი, ვწე­ვარ, წიგნს ვკი­თხუ­ლობ და მეს­მის რომ ვი­ღაც აღებს კა­რებს, ცდი­ლობს ოთახ­ში შე­მოს­ვლას. ისე შე­მე­შინ­და, ავ­ტე­ხე სა­ში­ნე­ლი ყვი­რი­ლი. მე­ო­რე დღეს ვე­უბ­ნე­ბი აბუ­ლა­ძეს, ბა­ტო­ნო თენ­გიზ ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ის ღამე არ მე­ძი­ნა, ვფიქ­რობ­დი ვინ­მემ არ შე­მო­ან­გრი­ოს ან არ გა­ა­ღოს კა­რე­ბი-თქო. ჩა­მოვ­დი­ვარ თბი­ლის­ში და თენ­გი­ზი მე­უბ­ნე­ბა, შენ იცი რომ იქ შენი მო­ტა­ცე­ბა უნ­დო­და­თო? მერე აქ ვი­ღა­ცამ ისიც მი­თხრა, რომ შა­ჰის შვილს, რო­მე­ლიც იყო თექ­ვსმე­ტი წლის, ჩემი მო­ტა­ცე­ბა უნ­დო­და. არ ვიცი, ეს მი­ა­მა­ტეს ამ ამ­ბავს თუ არა, მაგ­რამ მშვი­დო­ბით დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში..." - იხ­სე­ნებ­და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე.

მრა­ვალ სხვა ჯილ­დოს­თან ერ­თად, ერთ-ერთი რო­მე­ლიც "ნატ­ვრის ხემ" და­იმ­სა­ხუ­რა, იყო "ოქ­როს ჯიხ­ვი" 1977 წლის თე­ი­რა­ნის VI სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე - ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის.

მო­ამ­ზა­და ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა

როგორ გააპროტესტა ლიკა ქავჟარაძემ, როცა ენტონი ქვინმა "რუსული სილამაზე" უწოდა და ვინ იტაცებდა ქართველ მსახიობს თეირანში

როგორ გააპროტესტა ლიკა ქავჟარაძემ, როცა ენტონი ქვინმა "რუსული სილამაზე" უწოდა და ვინ იტაცებდა ქართველ მსახიობს თეირანში

შვიდი თვე გავიდა, რაც ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე აღარ არის... კინომსახიობი 11 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა.

კინოში პირველად ექვსი წლის ასაკში გადაიღეს, მოკლემეტრაჟიან ფილმში "უსახელო უფლისციხელი", მაშინ ლიკა ქავჟარაძე კადრში რამდენჯერმე გამოჩნდა სხვა ბავშვებთან ერთად. შემდეგ იყო ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "შადრევანი" და "მშვენიერი კოსტიუმი". 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია ქართულ ფილმში. სწორედ ამ წელს გამოჩნდა ლიკა ქავჟარაძე ლანა ღოღობერიძის ფილმში "როცა აყვავდა ნუში", 12 წლის გოგონას გაზაფხულის სიმბოლო, ნუშის ტოტი მოჰქონდა ქუჩაში, გამოჩნდა ამ ეპიზოდში და იქცა ფილმის ერთგვარ სიმბოლოდ. წელს პირველად, ყველაზე ლამაზი გოგონას გარეშე აყვავდა ნუში თბილისში...

1976 წელს გადაღებულ თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე", ლიკამ 16 წლისამ ითამაშა. როგორც თავად იხსენებდა ფილმის გადაღება ურთულესი სცენით დაიწყეს:

"ფილმის გადაღება დავიწყეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენით, ჩიტი რომ შემოფრინდება ოთახში. დავიწყეთ გადაღება, ჩემი და ზაზას საერთო სცენა იყო, ვითამაშეთ და როგორც კი მორჩა გადაღება მე პირველ რიგში შევხედე თენგიზ აბულაძეს, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ თენგიზი იყო ჩემი შემფასებელი პირველ რიგში, შევხედე თენგიზს და მას თვალებზე ჰქონდა ცრემლები, ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა.."

ფილმის გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე რეჟისორთან ერთად თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრა. ამ მოგზაურობამ ლიკა ქავჟარაძეზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. თავად მსახიობი ასე იხსენებდა ირანში გატარებულ დღეებს:

"ჩემთვის განსაკუთრებით, 16 წლის გოგოსთვის იყო საოცრება, იმიტომ რომ ვგრძნობდი, რომ ვარ სადღაც ზღაპარში. ახლაც ვიგონებ, როცა შემიძლია ვთქვა, რომ პარიზში ვიყავი სამჯერ, იტალიაში ვარ ნამყოფი და კიდევ სხვა ქვეყნებში, მაგრამ ასეთი განცდა და სილამაზე მე არ მინახია საერთოდ და მას შემდეგ აღმოსავლეთზე ვგიჟდები... მოკლედ, შევდივარ ფესტივალზე, დარბაზში შემოდის ენტონი ქვინი თავისი შემართებით, ფრაკში ჩაცმული და მე ვდგავარ, ვუყურებ გაფართოებული თვალებით. ვიღაც რუსმა მითხრა - მიდი და მასთან ერთად ფოტოს გადაგიღებო, მოულოდნელად ამ კაცმა გაშალა ხელები და მეუბნება - "მოდი, ჩემო რუსულო სილამაზევ!" მე მაშინვე სახე შემეცვალა, ის დარჩა გაღიმებული. მე სახე დამეჭყანა, რუსი რომ მიწოდა, ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, არ მეტყობა რომ ქართველი ვარ და არა რუსი?!

...მახსოვს, ფესტივალის ბოლო დღეს არ მეძინება, არის ღამის ოთხი საათი, ვწევარ, წიგნს ვკითხულობ და მესმის რომ ვიღაც აღებს კარებს, ცდილობს ოთახში შემოსვლას. ისე შემეშინდა, ავტეხე საშინელი ყვირილი. მეორე დღეს ვეუბნები აბულაძეს, ბატონო თენგიზ ძალიან შემეშინდა, ის ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი ვინმემ არ შემოანგრიოს ან არ გააღოს კარები-თქო. ჩამოვდივარ თბილისში და თენგიზი მეუბნება, შენ იცი რომ იქ შენი მოტაცება უნდოდათო? მერე აქ ვიღაცამ ისიც მითხრა, რომ შაჰის შვილს, რომელიც იყო თექვსმეტი წლის, ჩემი მოტაცება უნდოდა. არ ვიცი, ეს მიამატეს ამ ამბავს თუ არა, მაგრამ მშვიდობით დავბრუნდი თბილისში..." - იხსენებდა ლიკა ქავჟარაძე.

მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად, ერთ-ერთი რომელიც "ნატვრის ხემ" დაიმსახურა, იყო "ოქროს ჯიხვი" 1977 წლის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე - ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.

მოამზადა ზაურ მირიანაშვილმა

"დიდი სცენის" მე-5 ლაივ კონცერტი გუშინ გაიმართა - ვინ დარჩა პროექტში და როგორია შემდეგი ლაივის წესები

როგორ საცურაო კოსტუმებს ირჩევენ ნანუკა გუდავაძე, ქეთა თოფურია და სხვა ცნობილი ქართველები ზღვის სეზონისთვის - ფოტოები

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის შვილის გრანდიოზული ნათლობა მცხეთაში - კადრები წვეულებიდან