კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები კლუბებში - გამოძიების მთავარი მოწმე საქმის დეტალებზე საუბრობს
როგორ მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები კლუბებში - გამოძიების მთავარი მოწმე საქმის დეტალებზე საუბრობს

„კვი­რის პა­ლიტ­რა“ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი მოწ­მის სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბას აქ­ვეყ­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში სო­ლო­მონ მა­თი­კაშ­ვი­ლი ყვე­ბა თუ რო­გორ შეს­თა­ვა­ზეს ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვილ­მა, ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვილ­მა, ქეთი მუ­რუ­სი­ძემ და მი­ხე­ილ მი­ქა­ძემ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მისი თქმით, ისი­ნი უბიძ­გებ­დნენ და­ნა­შა­უ­ლის­კენ, რის გა­მოც მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ას და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა­ში.

"ჩემი გა­მო­კი­თხვა არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი... ვცხოვ­რობ ჩემს ოჯახ­თან ერ­თად. ვარ ხე­ლო­სა­ნი, ვმუ­შა­ობ, მიყ­ვარს კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა და ხში­რად დავ­დი­ვარ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ ღა­მის კლუ­ბებ­ში. კაფე "გა­ლე­რის" ხში­რი სტუ­მა­რი ვარ. აღ­ნიშ­ნულ კლუბ­ში სხვა პი­რებ­თან ერ­თად გა­ვი­ცა­ნი დაც­ვის უფ­რო­სი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი, ასე­ვე ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, ქეთი მუ­რუ­სი­ძე და მი­ხე­ილ მი­ქა­ძე, რომ­ლებ­საც ასე­ვე უყ­ვართ კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათ და­ვუ­მე­გობ­რდი. გავცვა­ლეთ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი და ერ­თმა­ნეთ­თან ტე­ლე­ფო­ნი­თაც ვკონ­ტაქ­ტობ­დით. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­დე­საც ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ღა­მის კლუბ "გა­ლე­რე­ა­ში" ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვილ­მა, ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვილ­მა, ქეთი მუ­რუ­სი­ძემ და მი­ხე­ილ მი­ქა­ძემ მი­თხრეს, რომ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი "მდმ" და "ექ­სტა­ზი" ჰქონ­დათ და შე­მომ­თა­ვა­ზეს "მდმ" 100 ლა­რად, ხოლო "ექ­სტა­ზი" 180 ლა­რად... დავ­თან­ხმდი და შე­ვუ­თან­ხმდი, რომ ვი­ყიდ­დი შემ­დგომ ჯერ­ზე, როცა მო­ვი­დო­დი "გა­ლე­რე­ა­ში". მაგ­რამ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ისი­ნი მი­ბიძ­გებ­დნენ და­ნა­შა­უ­ლის­კენ, ასე­ვე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე ისიც, რომ აღ­ნიშ­ნულ კლუბ­ში ხში­რად და­დი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­თაც შეს­თა­ვა­ზონ ნარ­კო­ტი­კი. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე პო­ლი­ცი­ა­ში გან­მე­ცხა­დე­ბი­ნა... მინ­და აღ­ვი­ჭურ­ვო სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და ვამ­ხი­ლო ისი­ნი. 24 მარტს გა­მომ­ძი­ებ­ლის­გან გად­მო­მე­ცა 500 ლარი... ამის შემ­დგომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აღ­ვი­ჭურ­ვე ფა­რუ­ლი აუ­დიო და ვი­დე­ო­მო­წყო­ბი­ლო­ბით და წა­ვე­დი ღა­მის კლუბ "გა­ლე­რე­ა­ში", სა­დაც შემ­ხვდა ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი. ვუ­თხა­რი, რომ მსურ­და კარ­გი ხა­რის­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა. მან მი­თხრა, რომ 70 ლარ­ში იყო კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი "ლსდ". შემ­დეგ დამ­ტო­ვა და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ისევ დაბ­რუნ­და, ამო­ი­ღო ქა­ღალ­დი, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და მუ­ყა­ოს ფირ­ფი­ტე­ბი, იქი­დან ერთი ფირ­ფი­ტა მო­ა­ხია და მომ­ყი­და 60 ლა­რად. მას გა­და­ვე­ცი ეს თან­ხა და დავ­შორ­დი, მერე გა­მო­ვე­დი კლუ­ბი­დან... იქვე ახ­ლოს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, 34 ნო­მერ­თან მე­ლო­დე­ბო­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და მას გა­და­ვე­ცი ეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ თვალ­წინ და­ი­ლუ­ქა“, - აცხა­დებს მთა­ვა­რი მოწ­მე.

იხი­ლეთ ვი­დეო: ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს - რას ყვე­ბა სო­ლო­მონ მა­თი­კა­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში?

მი­სი­ვე თქმით, 26 აპ­რილს, „მე­სენ­ჯერ­ში“ და­უ­კავ­შირ­და ქეთი მუ­რუ­სი­ძე და უთხრა, რომ მას ჰქონ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ექ­სტა­ზის" ერთი აბი და შე­ეძ­ლო მის­თვის 100 ლა­რად მი­ე­ტა­ნა.

„შევ­თან­ხმდით, რომ შევ­ხვდე­ბო­დი კოს­ტა­ვა­ზე, "მაკ­დო­ნალდსის" გვერ­დით სკვერ­ში. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გად­მომ­ცა 100 ლარი და წა­ვე­დი აღ­ჭურ­ვი­ლი. შე­თან­ხმე­ბულ ად­გი­ლას დამ­ხვდა ქეთი მუ­რუ­სი­ძე, რო­მელ­მაც მომ­ცა ერთი აბი, რო­გორც მი­თხრა, "ექ­სტა­ზი". მი­ვე­ცი 100 ლარი და როცა ვა­პი­რებ­დი და­შო­რე­ბას, მო­ვიდ­ნენ მისი მე­გობ­რე­ბი. მერე დავ­შორ­დი და გა­და­ვე­ცი გა­მომ­ძი­ე­ბელს“, - აცხა­დებს მოწ­მე.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როგორ მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები კლუბებში - გამოძიების მთავარი მოწმე საქმის დეტალებზე საუბრობს

როგორ მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები კლუბებში - გამოძიების მთავარი მოწმე საქმის დეტალებზე საუბრობს

„კვირის პალიტრა“ ნარკორეალიზატორების საქმეზე გამოძიების მთავარი მოწმის სოლომონ მათიკაშვილის ჩვენებას აქვეყნებს. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში სოლომონ მათიკაშვილი ყვება თუ როგორ შესთავაზეს ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ ნარკოტიკული საშუალებები. მისი თქმით, ისინი უბიძგებდნენ დანაშაულისკენ, რის გამოც მიმართა პოლიციას და ნებაყოფლობით მონაწილეობდა საკონტროლო შესყიდვაში.

"ჩემი გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი... ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. ვარ ხელოსანი, ვმუშაობ, მიყვარს კლუბური ცხოვრება და ხშირად დავდივარ თბილისში არსებულ ღამის კლუბებში. კაფე "გალერის" ხშირი სტუმარი ვარ. აღნიშნულ კლუბში სხვა პირებთან ერთად გავიცანი დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე უყვართ კლუბური ცხოვრება. დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდი. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და ერთმანეთთან ტელეფონითაც ვკონტაქტობდით. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი ღამის კლუბ "გალერეაში" ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ მითხრეს, რომ კლუბური ნარკოტიკი "მდმ" და "ექსტაზი" ჰქონდათ და შემომთავაზეს "მდმ" 100 ლარად, ხოლო "ექსტაზი" 180 ლარად... დავთანხმდი და შევუთანხმდი, რომ ვიყიდდი შემდგომ ჯერზე, როცა მოვიდოდი "გალერეაში". მაგრამ გავაცნობიერე, რომ ისინი მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ აღნიშნულ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში განმეცხადებინა... მინდა აღვიჭურვო სათანადო აღჭურვილობით და ვამხილო ისინი. 24 მარტს გამომძიებლისგან გადმომეცა 500 ლარი... ამის შემდგომ ნებაყოფლობით აღვიჭურვე ფარული აუდიო და ვიდეომოწყობილობით და წავედი ღამის კლუბ "გალერეაში", სადაც შემხვდა ლაშა მამულაიშვილი. ვუთხარი, რომ მსურდა კარგი ხარისხის ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მან მითხრა, რომ 70 ლარში იყო კლუბური ნარკოტიკი "ლსდ". შემდეგ დამტოვა და რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა, ამოიღო ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტები, იქიდან ერთი ფირფიტა მოახია და მომყიდა 60 ლარად. მას გადავეცი ეს თანხა და დავშორდი, მერე გამოვედი კლუბიდან... იქვე ახლოს, რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერთან მელოდებოდა გამომძიებელი და მას გადავეცი ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩემ თვალწინ დაილუქა“, - აცხადებს მთავარი მოწმე.

იხილეთ ვიდეო: ნარკორეალიზატორების საქმის მთავარი მოწმე დეტალებზე საუბრობს - რას ყვება სოლომონ მათიკავილი ჩვენებაში?

მისივე თქმით, 26 აპრილს, „მესენჯერში“ დაუკავშირდა ქეთი მურუსიძე და უთხრა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის" ერთი აბი და შეეძლო მისთვის 100 ლარად მიეტანა.

„შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, "მაკდონალდსის" გვერდით სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. შეთანხმებულ ადგილას დამხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა ერთი აბი, როგორც მითხრა, "ექსტაზი". მივეცი 100 ლარი და როცა ვაპირებდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს“, - აცხადებს მოწმე.

იხილეთ სტატია სრულად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს