ჰარის ჯვრისწერაზე დაიანას ულამაზესმა ძმისშვილმა ყველას ყურადღება მიიპყრო

ჰარის ჯვრისწერაზე დაიანას ულამაზესმა ძმისშვილმა ყველას ყურადღება მიიპყრო

ჰარისა და მეგანის ჯვრისწერაზე უამრავი ცნობილი ადამიანი შეიკრიბა, მათთან ერთად იყვნენ პრინცესა დაიანას ოჯახის წევრებიც.

მედიის და ტელემაყურებლების ყურადღება მიიპყრო დაიანას ძმისშვილმა, კიტი სპენსერმა. 27 წლის მოდელი „დოლჩე გაბანას“ მწვანე, ყვავილებიან კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

ლედი კიტი წმინდა ჯორჯის ეკლესიაში დასთან - ელიზასთან, ძმასთან - ლუისთან და დედასთან, ვიქტორიასთან ერთად მივიდა. ეკლესიაში იმყოფებოდა დაიანას ძმაც ცოლთან, კერენთან ერთად.

მართალია, კიტი ხშირად არ ჩანს ხოლმე მამიდაშვილ პრინცებთან ერთად, თუმცა მისი ნახვა სხვადასხვა პოდიუმზეა შესაძლებელი. სპენსერი მუშაობს ყველაზე ცნობილ ბრენდებთან, მათ შორის - „დოლჩე გაბანასთან“.

ვიდეო : ჰარის და მეგანის ჯვრისწერაზე დაიანას ულამაზესმა ძმისშვილმა ყველას ყურადღება მიიპყრო

ნახეთ ასევე : პრინცესა დაიანას ძმისშვილი პოდიუმზე გამოჩნდა - ნახეთ როგორ გამოიყურებოდა 26 წლის კიტი სპენსერი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ