პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება
ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება

ოშ­კის გუმ­ბა­თის გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შო­ებ­ში ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფი ჩა­ერ­თვე­ბა. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ნი­კო­ლოზ ან­თი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას შო­რის გა­სულ წელს მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თულ­მა მხა­რემ ოშ­კის გუმ­ბათ­ზე გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა. თურ­ქულ­მა მხა­რემ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­და­უ­დე­ბე­ლი პრო­ექ­ტის სა­ხით და­ი­წყოს ოშ­კის გუმ­ბა­თის გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

„ამ მიზ­ნით ჩვენ მათ ძა­ლო­ვა­ნი ხა­რა­ჩოს პრო­ექ­ტი გა­და­ვე­ცით. ოშ­კის გუმ­ბა­თის გა­მაგ­რე­ბის პრო­ექ­ტი კი თურ­ქუ­ლი მხა­რის მიერ მომ­ზად­და. ამ მო­მენ­ტის­თვის ჯერ გარ­კვე­უ­ლი არ არის, თუ რო­დის გა­ემ­გზავ­რე­ბა ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფი თურ­ქეთ­ში. ამა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან და თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან ერ­თა­დამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკვე მზად არი­ან იმის­თვის, რომ სა­მუ­შო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ. მი­ნი­მუმ 4-5 სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი გა­ემ­გზავ­რე­ბა, რო­მელ­თა შო­რის იქ­ნე­ბი­ან არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი და ერთი კონ­სტრუქ­ტო­რი“, - გა­ნა­ცხა­და ან­თი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოშ­კის გუმ­ბა­თის გა­მაგ­რე­ბის სა­მუ­შო­ე­ბი გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა. მთლი­ა­ნი ტაძ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის­თვის კი თურ­ქეთ­ში უფრო მეტი სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

„ოშ­კის ტაძ­რის მთლი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს. ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­ლო­დე­ბით, რომ ეს პრო­ექ­ტი გად­მოგ­ვიგ­ზავ­ნონ და გან­ხილ­ვა და­ვი­წყოთ.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ერთი წლის წინ გა­ფორმ­და, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ, ხოლო თურ­ქე­თის მხრი­დან სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ა­წე­რეს ხელი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია. ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ეს ზუს­ტად იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად ვიზ­რუ­ნებთ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოს­მა­ლურ ძეგ­ლებ­ზე, ასე­ვე თურ­ქეთ­ში ქრის­ტი­ა­ნულ ძეგ­ლებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ან­თი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება

ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება

ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ქართულმა მხარემ ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მოითხოვა. თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები.

„ამ მიზნით ჩვენ მათ ძალოვანი ხარაჩოს პროექტი გადავეცით. ოშკის გუმბათის გამაგრების პროექტი კი თურქული მხარის მიერ მომზადდა. ამ მომენტისთვის ჯერ გარკვეული არ არის, თუ როდის გაემგზავრება ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი თურქეთში. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტროსთან და თურქეთში საქართველოს საელჩოსთან ერთადამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. სპეციალისტები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ სამუშოების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ. მინიმუმ 4-5 სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი გაემგზავრება, რომელთა შორის იქნებიან არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და ერთი კონსტრუქტორი“, - განაცხადა ანთიძემ.

მისივე თქმით, ოშკის გუმბათის გამაგრების სამუშოები გადაუდებელი აუცილებლობაა. მთლიანი ტაძრის რეაბილიტაციის პროცესისთვის კი თურქეთში უფრო მეტი სპეციალისტი გაიგზავნება.

„ოშკის ტაძრის მთლიანი რეაბილიტაციის პროექტი არსებობს. ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით, რომ ეს პროექტი გადმოგვიგზავნონ და განხილვა დავიწყოთ.

საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის ხელშეკრულება ერთი წლის წინ გაფორმდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან კულტურის სამინისტრომ, ხოლო თურქეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოაწერეს ხელი.

ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ კულტურულ მემკვიდრეობაზე როგორც საქართველოში ოსმალურ ძეგლებზე, ასევე თურქეთში ქრისტიანულ ძეგლებზე“, - განაცხადა ანთიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი