სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს, დანა ავიღო ხელში?!" - ინგა გრიგოლია
"დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს, დანა ავიღო ხელში?!" - ინგა გრიგოლია

"თუ ამ პი­როვ­ნე­ბას პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მის­ცე­მენ, კა­მე­რე­ბის წინ ვა­ცხა­დებ, რომ თა­ვად ვიზ­რუ­ნებ სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა­ზე" - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვან­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში შეს­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მისი დაც­ვა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან მო­ი­თხოვს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დეს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ზო­მის ამოქ­მე­დე­ბა. გრი­გო­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მას წლე­ბია ემუქ­რე­ბა, მის შე­სა­ხებ ფლობს ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას, იცის მისი და მისი მშობ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი არა­ერ­თხელ უნა­ხავს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც მის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს იცა­ვენ.

“ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ამ ვერ და­მიც­ვა. მე მა­ინ­ტე­რე­სებს, როცა ეს ადა­მი­ა­ნი მე­მუქ­რე­ბა, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო?! და­მი­ცავს პო­ლი­ცია, თუ ვინ­მე სახ­ლის კარს რომ შე­მო­მიმ­ტვრევს დანა ავი­ღო ხელ­ში?! ჩემს სახ­ლთან არის კორ­პუ­სის დაც­ვა და მა­თაც ჰყავთ ნა­ნა­ხი ეს ადა­მი­ა­ნი. მან იცის ჩემი სახ­ლის მი­სა­მარ­თი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემს შე­სა­ხებ. მან ასე­ვე იცის ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლი. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ახლა მა­ინც, როცა კა­ნო­ნი არის ადევ­ნე­ბა­ზე, გა­მო­ძალ­ვა­ზე, თუ სა­ხელ­მწი­ფო ვართ, არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს. თუ მას პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მის­ცე­მენ, კა­მე­რე­ბის წინ ვა­ცხა­დებ, ვიზ­რუ­ნებ სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა­ზე.

მე არ მჭირ­დე­ბა მცვე­ლე­ბი, მე ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი და გა­დავ­წყვეტ, რო­გორ მო­ვიქ­ცე. თუმ­ცა ჩვენ ყო­ველ­დღე ვა­შუ­ქებთ ძა­ლა­დო­ბის თე­მებს და შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე ასე­ვე გა­მის­წორ­დეს. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ერთი რამ, და­მიც­ვას ჩემ­მა სა­ხელ­მწი­ფო?!”, - აღ­ნიშ­ნა ინგა გრი­გო­ლი­ამ.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე” ვრცე­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­უბ­რობს, რომ მას უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი 2011 წლი­დან ურე­კავს. მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობს და ფულს სთხოვს. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ მან პო­ლი­ცი­ას რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა, თუმ­ცა მა­შინ ადევ­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი არ იყო და მისი სა­კი­თხი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. გრი­გო­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის მიზ­ნით ის დღე­ი­დან ია­რაღს ატა­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს, დანა ავიღო ხელში?!" - ინგა გრიგოლია

"დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს, დანა ავიღო ხელში?!" - ინგა გრიგოლია

"თუ ამ პიროვნებას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, რომ თავად ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე" - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ უზრუნველყო მისი დაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომის ამოქმედება. გრიგოლიას განცხადებით, მამაკაცი, რომელიც მას წლებია ემუქრება, მის შესახებ ფლობს ყველანაირ ინფორმაციას, იცის მისი და მისი მშობლების საცხოვრებელი მისამართი. მისივე თქმით, აღნიშნული პირი არაერთხელ უნახავს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მის საცხოვრებელ კორპუსს იცავენ.

“ამდენი წლის განმავლობაში პოლიციამ ვერ დამიცვა. მე მაინტერესებს, როცა ეს ადამიანი მემუქრება, როგორ უნდა ვიცხოვრო?! დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს დანა ავიღო ხელში?! ჩემს სახლთან არის კორპუსის დაცვა და მათაც ჰყავთ ნანახი ეს ადამიანი. მან იცის ჩემი სახლის მისამართი, ყველაფერი ჩემს შესახებ. მან ასევე იცის ჩემი მშობლების სახლი. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც, როცა კანონი არის ადევნებაზე, გამოძალვაზე, თუ სახელმწიფო ვართ, არ შეიძლება ასეთი რამ რეაგირების გარეშე დარჩეს. თუ მას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე.

მე არ მჭირდება მცველები, მე ვარ თავისუფალი ადამიანი და გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. თუმცა ჩვენ ყოველდღე ვაშუქებთ ძალადობის თემებს და შეიძლება ვინმე ასევე გამისწორდეს. მე მაინტერესებს ერთი რამ, დამიცვას ჩემმა სახელმწიფო?!”, - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის “ფეისბუქგვერდზე” ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს. მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. გრიგოლიას განცხადებით, თავდაცვის მიზნით ის დღეიდან იარაღს ატარებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს