საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა ეკლესიაზე გროზნოში - “კადიროვს რომ ჰკითხო, მის რესპუბლიკაში ბუზი ვერ გადაფრინდება..."
თავდასხმა ეკლესიაზე გროზნოში - “კადიროვს რომ ჰკითხო, მის რესპუბლიკაში ბუზი ვერ გადაფრინდება..."

19 მა­ისს გროზ­ნოს ცენ­ტრში მდე­ბა­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში ოთხი ტე­რო­რის­ტი შე­ვარ­და, რომ­ლე­ბიც და­ნე­ბით, ნა­ჯა­ხე­ბით, გა­დაჭ­რილ ლუ­ლი­ა­ნი თო­ფე­ბი­თა და ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ეკ­ლე­სი­ის ორი მცვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და კი­დევ ერთი პირი მოკ­ლეს, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ეგო­ნათ. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ვი­თა­რე­ბა ჩა­წყნარ­და, ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ვერ იცნო, - შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოდ ტე­რო­რის­ტე­ბი არა ოთხნი, არა­მედ ხუთ­ნი იყ­ვნენ - მე­ხუ­თე, თავ­დას­ხმის და­წყე­ბამ­დე ტა­ძარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ნარ­ჩე­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და.

სრო­ლის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მრევ­ლმა კარი ჩა­კე­ტა და გა­ა­მაგ­რა, მაგ­რამ ერთ-ერთი მათ­გა­ნი მა­ინც თავ­დამ­სხმე­ლე­ბის ტყვი­ით და­ი­ღუ­პა... ად­გილ­ზე სწრა­ფად მი­ვი­და ჩეჩ­ნე­თის სპეც­რაზ­მი და ტე­როს­ტის­ტე­ბი გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს. ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ორი ტე­რო­რის­ტი სო­ფელ გელ­და­გა­ნი­დან არის, მე­სა­მე არ­ღუ­ნე­ლი, მე­ო­თხე, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმე­ლებს მე­თა­უ­რობ­და "მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნი­დან”. უც­ნო­ბია, მე­ხუ­თე, ტა­ძარ­ში­ვე მოკ­ლუ­ლი ტე­რო­რის­ტის ვი­ნა­ო­ბა.

“სულ მე­კი­თხე­ბი­ან, რაში მჭირ­დე­ბა ამ­დე­ნი გაწ­ვრთნი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი და პო­ლი­ცია - აი ამის­თვის. ჩვენ­მა პო­ლი­ცი­ამ იმუ­შა­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვად. მათ უფრო დიდი ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შეძ­ლეს... ჩვენ კე­თი­ლის­მყო­ფე­ლებ­ზე მეტი მე­ტო­ქე­ე­ბი გვყავს. მაქვს ოპე­რა­ტი­უ­ლი ინფრო­მა­ცია, რომ ტე­რო­რის­ტებ­მა თავ­დას­ხმის ბრძა­ნე­ბა და­სავ­ლეთ ერთ-ერთი ქვეყ­ნი­დან მი­ი­ღეს” - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად და­სავ­ლე­თის რო­მელ ქვე­ყა­ნა­ზე ჰქონ­და ეჭვი, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

თავ­დას­ხმის დროს, ეკ­ლე­სი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ერთ-ერთი მლოც­ვე­ლი თა­მა­რა პო­გო­რე­ლო­ვა იხ­სე­ნებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ა­თის­თვის, ქუ­ჩი­დან სრო­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს. სრო­ლა, პის­ტო­ლე­ტი­დან, ან ავ­ტო­მა­ტი­დან ხდე­ბო­და.

“სკა­მე­ბი მი­ვად­გით კარს და ასე გვე­ჭი­რა. თუმ­ცა, და­ვი­ნა­ხე რო­გორ მო­ცე­ლი­ლი­ვით და­ე­ცა ერთი ადა­მი­ა­ნი ჩემს გვერ­დით და ჭრი­ლო­ბი­დან წა­მო­სუ­ლი სის­ხლის გუბე დად­გა. მერე ყვე­ლა­ფე­რი აი­რია... კი­დევ ერთი და­იჭ­რა, რო­მე­ლიც ექი­მი აღ­მოჩ­ნდა და ჩვენ მი­თი­თე­ბებს გვაძ­ლევ­და... “ - იხ­სე­ნებს ად­გი­ლობ­რი­ვი.

ჩეჩ­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რი, მუფ­ტი სა­ლახ-ჰაჯი მე­ჯი­ე­ვი ამ­ბობს, რომ ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმა გა­რე­დან არის და­გეგ­მი­ლი.

“სა­ში­ნე­ლე­ბაა, რომ ეს ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა რა­მა­და­ნის თვე­ში მოხ­და. ეს ფაქ­ტი კი­დევ ადას­ტუ­რებს, რომ თავ­დას­ხმა გა­რე­დან და­ი­გეგ­მა და იმე­დია, ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამას სრუ­ლად გა­მო­ძი­ებს და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც ექ­ნე­ბა...” - გა­ნა­ცხა­და მან მი­მარ­თვა­ში.

გროზ­ნო­ში მომ­ხდარ თავ­დას­ხმას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის რუსი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უკვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

“კა­დი­როვს რომ ჰკი­თხო, მის რეს­პუბ­ლი­კა­ში ბუზი ვერ გა­დაფ­რინ­დე­ბა... სხვე­ბის­კენ იშ­ვერს თითს და რაც უფრო მეტ წნეხ­ში ჰყავს მო­სახ­ლე­ო­ბა, მით მეტი ტე­რო­რის­ტი ჩნდე­ბა ჩეჩ­ნეთ­ში...” - წერს ალექ­სეი ბუ­ზო­ვი.

“ეტყო­ბა, ჩეჩ­ნე­თის ექ­სცენ­ტრი­უ­ლი ლი­დე­რი, გე­ე­ბის დევ­ნა­ში გა­ერ­თო და მთა­ვარ თე­მა­ზე ყუ­რა­დღე­ბა მო­ა­დუ­ნა... ახლა კი­დევ ერთ “წმენ­დას” ჩა­ა­ტა­რებს და “კა­დი­როვ­ცე­ბი” ყვე­ლას ჩა­მო­უვ­ლი­ან, ვი­საც ორ ფეხ­ზე დგო­მა შე­უძ­ლია და მის აზრს არ იზი­ა­რებს - ცი­ხე­ში შეყ­რი­ან...”- წერს ოლია პა­ნი­ნა.

“სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის გუ­ლის­ხმობს “და­სავ­ლე­თის ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში” - საფ­რან­გეთს?.. ისე­დაც ბევ­რი იზა­რა­ლა რუ­სეთ­მა კა­დი­რო­ვი­სა და მის­ნა­ი­რი გი­ჟე­ბის გამო. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ აზ­რსა და პრო­ტეს­ტის მცდე­ლო­ბას სის­ხლში ახ­შობს და მა­ინც ვერ და­ამ­ყა­რა ისე­თი წეს­რი­გი, რო­გო­რიც სურს და რის­თვის “კვე­ბავს” ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რო­დემ­დე?”- კი­თხუ­ლობს რუსი მა­რია პი­ა­ტი­გორსკი­დან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თავდასხმა ეკლესიაზე გროზნოში - “კადიროვს რომ ჰკითხო, მის რესპუბლიკაში ბუზი ვერ გადაფრინდება..."

თავდასხმა ეკლესიაზე გროზნოში - “კადიროვს რომ ჰკითხო, მის რესპუბლიკაში ბუზი ვერ გადაფრინდება..."

19 მაისს გროზნოს ცენტრში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში ოთხი ტერორისტი შევარდა, რომლებიც დანებით, ნაჯახებით, გადაჭრილ ლულიანი თოფებითა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით იყვნენ შეიარაღებული. თავდამსხმელებმა ეკლესიის ორი მცველი პოლიციელი და კიდევ ერთი პირი მოკლეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ეკლესიის მრევლი ეგონათ. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ვითარება ჩაწყნარდა, ტაძრის წინამძღვარმა გარდაცვლილი ვერ იცნო, - შესაბამისად, სავარაუდოდ ტერორისტები არა ოთხნი, არამედ ხუთნი იყვნენ - მეხუთე, თავდასხმის დაწყებამდე ტაძარში იმყოფებოდა და დანარჩენებს ინფორმაციას აწვდიდა.

სროლის დაწყებისთანავე მრევლმა კარი ჩაკეტა და გაამაგრა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც თავდამსხმელების ტყვიით დაიღუპა... ადგილზე სწრაფად მივიდა ჩეჩნეთის სპეცრაზმი და ტეროსტისტები გაანეიტრალეს. ჩეჩნეთის ლიდერმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ორი ტერორისტი სოფელ გელდაგანიდან არის, მესამე არღუნელი, მეოთხე, რომელიც თავდამსხმელებს მეთაურობდა "მეზობელი რეგიონიდან”. უცნობია, მეხუთე, ტაძარშივე მოკლული ტერორისტის ვინაობა.

“სულ მეკითხებიან, რაში მჭირდება ამდენი გაწვრთნილი სპეცრაზმელი და პოლიცია - აი ამისთვის. ჩვენმა პოლიციამ იმუშავა შესანიშნავად. მათ უფრო დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლეს... ჩვენ კეთილისმყოფელებზე მეტი მეტოქეები გვყავს. მაქვს ოპერატიული ინფრომაცია, რომ ტერორისტებმა თავდასხმის ბრძანება დასავლეთ ერთ-ერთი ქვეყნიდან მიიღეს” - განაცხადა კადიროვმა, თუმცა კონკრეტულად დასავლეთის რომელ ქვეყანაზე ჰქონდა ეჭვი, არ დაუკონკრეტებია.

თავდასხმის დროს, ეკლესიაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მლოცველი თამარა პოგორელოვა იხსენებს, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის, ქუჩიდან სროლის ხმა გაიგონეს. სროლა, პისტოლეტიდან, ან ავტომატიდან ხდებოდა.

“სკამები მივადგით კარს და ასე გვეჭირა. თუმცა, დავინახე როგორ მოცელილივით დაეცა ერთი ადამიანი ჩემს გვერდით და ჭრილობიდან წამოსული სისხლის გუბე დადგა. მერე ყველაფერი აირია... კიდევ ერთი დაიჭრა, რომელიც ექიმი აღმოჩნდა და ჩვენ მითითებებს გვაძლევდა... “ - იხსენებს ადგილობრივი.

ჩეჩნების სულიერი მოძღვარი, მუფტი სალახ-ჰაჯი მეჯიევი ამბობს, რომ ეკლესიაზე თავდასხმა გარედან არის დაგეგმილი.

“საშინელებაა, რომ ეს ბოროტმოქმედება რამადანის თვეში მოხდა. ეს ფაქტი კიდევ ადასტურებს, რომ თავდასხმა გარედან დაიგეგმა და იმედია, ჩვენი პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა ამას სრულად გამოძიებს და შესაბამისი გამოხმაურებაც ექნება...” - განაცხადა მან მიმართვაში.

გროზნოში მომხდარ თავდასხმას სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლები უკვე გამოეხმაურნენ.

“კადიროვს რომ ჰკითხო, მის რესპუბლიკაში ბუზი ვერ გადაფრინდება... სხვებისკენ იშვერს თითს და რაც უფრო მეტ წნეხში ჰყავს მოსახლეობა, მით მეტი ტერორისტი ჩნდება ჩეჩნეთში...” - წერს ალექსეი ბუზოვი.

“ეტყობა, ჩეჩნეთის ექსცენტრიული ლიდერი, გეების დევნაში გაერთო და მთავარ თემაზე ყურადღება მოადუნა... ახლა კიდევ ერთ “წმენდას” ჩაატარებს და “კადიროვცები” ყველას ჩამოუვლიან, ვისაც ორ ფეხზე დგომა შეუძლია და მის აზრს არ იზიარებს - ციხეში შეყრიან...”- წერს ოლია პანინა.

“საინტერესოა, ვის გულისხმობს “დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში” - საფრანგეთს?.. ისედაც ბევრი იზარალა რუსეთმა კადიროვისა და მისნაირი გიჟების გამო. ფაქტია, რომ ყველა წინააღმდეგობრივ აზრსა და პროტესტის მცდელობას სისხლში ახშობს და მაინც ვერ დაამყარა ისეთი წესრიგი, როგორიც სურს და რისთვის “კვებავს” ჩვენი ხელისუფლება და როდემდე?”- კითხულობს რუსი მარია პიატიგორსკიდან...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე