Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
X ფაქტორის ჟიურის მეხუთე წევრი ჰყავს - ანრი ჯოხაძე შოუში დაბრუნდა
X ფაქტორის ჟიურის მეხუთე წევრი ჰყავს - ანრი ჯოხაძე შოუში დაბრუნდა

ბრძო­ლა "იქს ფაქ­ტორ­ში" მო­სახ­ვედ­რად სულ უფრო და­ძა­ბუ­ლი ხდე­ბა, ვინ დარ­ჩე­ბა სა­ბო­ლო­ოდ კონ­კურ­სში ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია. გა­სულ კვი­რას ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ათი სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სან­ტი­დან 4 შე­არ­ჩი­ეს, თუმ­ცა ნი­ჭი­ერ­თა შო­რის ნი­ჭი­ე­რე­ბის სე­ლექ­ცია ამით არ სრულ­დე­ბა და ორ­შა­ბათს კონ­კურ­სან­ტე­ბის რი­ცხვი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა.

ვინ გა­და­ლა­ხა ორი სკა­მის ტური, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წინა სე­ზო­ნებ­თან შე­და­რე­ბით, პრო­ექ­ტის შემ­ქნე­ლე­ბი წელს უფრო ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი გახ­დნენ და "იქს ფაქ­ტო­რის" ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად 8 კონ­კურ­სან­ტის ნაც­ვლად 10 იბ­რძო­ლებს.

ექ­სკლუ­ზი­უ­რად გე­ტყვით, რომ ჟი­უ­რის წევ­რებს მე­ხუ­თე და­ე­მა­ტა. თამ­თა გო­დუ­ა­ძის, სტე­ფა­ნეს, ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძის და დათო ევ­გე­ნი­ძის გვერ­დით, ჟი­უ­რის სა­ვარ­ძელს ეპა­ტა­ჟუ­რი და ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი ანრი ჯო­ხა­ძე და­ი­კა­ვებს. შე­საძ­ლოა, გა­გი­ჭირ­დეთ ამ ამ­ბის და­ჯე­რე­ბა და ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ სტე­ფა­ნეს და ანრი ჯო­ხა­ძეს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ. მათი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ "იქს ფაქ­ტო­რია".

ანრი ჯო­ხა­ძეს "იქს ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის წევ­რის რან­გში ყოფ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, წლე­ბის წინ, მან პრო­ექ­ტში სწო­რედ სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლა. რო­გორც მა­შინ გა­ირ­კვა, სტე­ფა­ნემ ამ ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ერთი დღით ადრე, ესე­მე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ტყო და ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც და­წე­რა. მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მის­მა დიპ­ლო­მა­ტი­ამ პრო­ექ­ტის პრო­დუ­სე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­უთ­ბო და ის "იქს ფაქ­ტო­რის" ლა­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი ჟი­უ­რის წევ­რია.

ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, ანრი ჯო­ხა­ძის პრო­ექ­ტში გა­მო­ჩე­ნა და­ნარ­ჩე­ნი მენ­ტო­რე­ბის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მათ ეპა­ტა­ჟუ­რი ვარ­სკვლა­ვი ორი სკა­მის ტურ­ზე დახ­ვდათ და მისი და­ნახ­ვა არ­ცერთ მენ­ტორს არ ესი­ა­მოვ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ანრი ჯო­ხა­ძის გა­მოც­დი­ლე­ბას, მისი ყოფ­ნა პრო­ექ­ტის­თვის აშ­კა­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, "იქს ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის არ­ცერთ წევ­რზე არ და­წე­რი­ლა იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც მის შე­სა­ხებ და­ი­წე­რა, ეს გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან მუ­სი­კო­სი სკან­და­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია.

AMBEBI.GE პრო­ე­ტის პრო­დუ­სერს გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- გი­ორ­გი, რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო პრო­ექ­ტში მე­ხუ­თე მენ­ტო­რის და­მა­ტე­ბა და რა­ტომ შე­ა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი ანრი ჯო­ხა­ძე­ზე?

- წელს გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი მო­ვიდ­ნენ პრო­ექ­ტში, ვნა­ხეთ რომ უამ­რავ­მა მათ­გან­მა და­ტო­ვა პრო­ექ­ტი, რად­გან ჩვე­ნი წე­სე­ბი ასე­თია, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ 8 კონ­კურ­სან­ტის ნაც­ვლად, და­მა­ტე­ბით ორი ნი­ჭი­ე­რი მომ­ღერ­ლის­თვის მიგ­ვე­ცა პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნის შან­სი და ამი­ტომ და­ვა­მა­ტეთ მე­ხუ­თე მენ­ტო­რი. სწო­რედ მან უნდა გა­და­წყვი­ტოს ვინ იქ­ნე­ბა ის 2 კონ­კურ­სან­ტი, რო­მე­ლიც მის გუნდში მოხ­ვდე­ბა, მე­ხუ­თე მენ­ტო­რად ანრი ჯო­ხა­ძე შემ­თხვე­ვით არ შეგ­ვირ­ჩე­ვია, ის ერთხელ უკვე იყო "იქს ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის წევ­რი, ვი­ცით მას­თან მუ­შა­ო­ბის ფასი და ხა­რის­ხი, არის სა­მარ­თლი­ა­ნი და რე­ი­ტინ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი. როცა და­ვუ­რე­კეთ, სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვთან­ხმდა, თქვა რომ ეს იქ­ნე­ბა მისი "დაბ­რუ­ნე­ბა" და მზად არის, მო­ი­გოს. ვნა­ხოთ, რა გა­მო­უ­ვა, რაც მთა­ვა­რია ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცია აქვს, რად­გან პრო­ექ­ტში უნი­ჭი­ე­რე­სი კონ­კურ­სან­ტე­ბი დარ­ჩნენ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

X ფაქტორის ჟიურის მეხუთე წევრი ჰყავს - ანრი ჯოხაძე შოუში დაბრუნდა

X ფაქტორის ჟიურის მეხუთე წევრი ჰყავს - ანრი ჯოხაძე შოუში დაბრუნდა

ბრძოლა "იქს ფაქტორში" მოსახვედრად სულ უფრო დაძაბული ხდება, ვინ დარჩება საბოლოოდ კონკურსში ჯერ კიდევ უცნობია. გასულ კვირას ჟიურის წევრებმა ათი საუკეთესო კონკურსანტიდან 4 შეარჩიეს, თუმცა ნიჭიერთა შორის ნიჭიერების სელექცია ამით არ სრულდება და ორშაბათს კონკურსანტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.

ვინ გადალახა ორი სკამის ტური, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ წინა სეზონებთან შედარებით, პროექტის შემქნელები წელს უფრო ლოიალურები გახდნენ და "იქს ფაქტორის" ტიტულის მოსაპოვებლად 8 კონკურსანტის ნაცვლად 10 იბრძოლებს.

ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ჟიურის წევრებს მეხუთე დაემატა. თამთა გოდუაძის, სტეფანეს, ნანიკო ხაზარაძის და დათო ევგენიძის გვერდით, ჟიურის სავარძელს ეპატაჟური და ნიჭიერი მუსიკოსი ანრი ჯოხაძე დაიკავებს. შესაძლოა, გაგიჭირდეთ ამ ამბის დაჯერება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ცნობილია, რომ სტეფანეს და ანრი ჯოხაძეს კარგი ურთიერთობა არ აქვთ. მათი დაპირისპირების მიზეზი კი, სავარაუდოდ, სწორედ "იქს ფაქტორია".

ანრი ჯოხაძეს "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრის რანგში ყოფნის წარმატებული გამოცდილება აქვს, წლების წინ, მან პროექტში სწორედ სტეფანე მღებრიშვილი ჩაანაცვლა. როგორც მაშინ გაირკვა, სტეფანემ ამ ცვლილების შესახებ ერთი დღით ადრე, ესემესის საშუალებით შეიტყო და ამის თაობაზე სოციალურ ქსელშიც დაწერა. მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა დიპლომატიამ პროექტის პროდუსერებთან ურთიერთობა დაუთბო და ის "იქს ფაქტორის" ლამის ტრადიციული ჟიურის წევრია.

ჩვენი წყაროს ცნობით, ანრი ჯოხაძის პროექტში გამოჩენა დანარჩენი მენტორებისთვისაც მოულოდნელი იყო, მათ ეპატაჟური ვარსკვლავი ორი სკამის ტურზე დახვდათ და მისი დანახვა არცერთ მენტორს არ ესიამოვნა.

რაც შეეხება ანრი ჯოხაძის გამოცდილებას, მისი ყოფნა პროექტისთვის აშკარად წარმატებული აღმოჩნდა, "იქს ფაქტორის" ჟიურის არცერთ წევრზე არ დაწერილა იმდენი, რამდენიც მის შესახებ დაიწერა, ეს გასაკვირი არც არის, რადგან მუსიკოსი სკანდალური ადამიანია.

AMBEBI.GE პროეტის პროდუსერს გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა:

- გიორგი, რატომ გახდა საჭირო პროექტში მეხუთე მენტორის დამატება და რატომ შეაჩერეთ არჩევანი ანრი ჯოხაძეზე?

- წელს განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები მოვიდნენ პროექტში, ვნახეთ რომ უამრავმა მათგანმა დატოვა პროექტი, რადგან ჩვენი წესები ასეთია, ამიტომ გადავწყვიტეთ 8 კონკურსანტის ნაცვლად, დამატებით ორი ნიჭიერი მომღერლისთვის მიგვეცა პროექტში დარჩენის შანსი და ამიტომ დავამატეთ მეხუთე მენტორი. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ის 2 კონკურსანტი, რომელიც მის გუნდში მოხვდება, მეხუთე მენტორად ანრი ჯოხაძე შემთხვევით არ შეგვირჩევია, ის ერთხელ უკვე იყო "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი, ვიცით მასთან მუშაობის ფასი და ხარისხი, არის სამართლიანი და რეიტინგული ადამიანი. როცა დავურეკეთ, სიამოვნებით დაგვთანხმდა, თქვა რომ ეს იქნება მისი "დაბრუნება" და მზად არის, მოიგოს. ვნახოთ, რა გამოუვა, რაც მთავარია ჯანსაღი ამბიცია აქვს, რადგან პროექტში უნიჭიერესი კონკურსანტები დარჩნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ