პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგანის და ჰარის ქორწილამდე რამდენიმე საათი რჩება - ლონდონში ათობით ათასი თაყვანისმცემელი შეიკრიბა
მეგანის და ჰარის ქორწილამდე რამდენიმე საათი რჩება - ლონდონში ათობით ათასი თაყვანისმცემელი შეიკრიბა

პრინ­ცი ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რჩე­ბა, ცე­რე­მო­ნი­ას პირ­და­პირ ეთერ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ნა­ხავს. წყვი­ლის უამ­რავ­მა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა კი გა­და­წყვი­ტა, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას თა­ვა­დაც და­ეს­წრონ და ლონ­დონ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­ვიდ­ნენ.

ათო­ბით ათა­სი მათ­გა­ნი ბერკშირ­ში და­ბა­ნაკ­და, რომ სა­მე­ფო წყვილს თვა­ლი მა­ინც მოკ­რან. სა­სახ­ლეს პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნე­ბი იცავს, ლონ­დონ­ში დღეს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი.

ცე­რე­მო­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 12 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 1 სა­ათს გას­ტანს. ჰა­რის მეჯ­ვა­რე მისი ძმა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი იქ­ნე­ბა. მე­განს კი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი­დან ერ­თის შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, ამი­ტომ მას მეჯ­ვა­რე არ ეყო­ლე­ბა, პა­ტარ­ძალ­თან ერ­თად დღეს ქეით მიდლტო­ნი­სა და პრინც უი­ლი­ა­მის შვილს, პრინ­ცე­სა შარ­ლო­ტას ვი­ხი­ლავთ.

იხი­ლეთ: LIVE: სა­მე­ფო ქორ­წი­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში - პირ­და­პი­რი ეთე­რი ლონ­დო­ნი­დან

ლონ­დონ­ში იმ­ყო­ფე­ბა მე­გა­ნის დედა, დო­რია რეგ­ლენ­დი, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ამ­დე შვილ­თან ერ­თად მივა ავ­ტო­მან­ქა­ნით. ცე­რე­მო­ნი­ას ვერ და­ეს­წრე­ბა მე­გა­ნის მამა, რო­მელ­საც გუ­ლის შე­ტე­ვის გამო ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. სა­კურ­თხევ­ლამ­დე პა­ტარ­ძალს მო­მა­ვა­ლი მა­მამ­თი­ლი, პრინ­ცი ჩარლ­ზი მი­იყ­ვანს.

sponsored by ContentRoom

მეგანის და ჰარის ქორწილამდე რამდენიმე საათი რჩება - ლონდონში ათობით ათასი თაყვანისმცემელი შეიკრიბა

მეგანის და ჰარის ქორწილამდე რამდენიმე საათი რჩება - ლონდონში ათობით ათასი თაყვანისმცემელი შეიკრიბა

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილამდე რამდენიმე საათი რჩება, ცერემონიას პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი ნახავს. წყვილის უამრავმა თაყვანისმცემელმა კი გადაწყვიტა, ამ მნიშვნელოვან მოვლენას თავადაც დაესწრონ და ლონდონში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.

ათობით ათასი მათგანი ბერკშირში დაბანაკდა, რომ სამეფო წყვილს თვალი მაინც მოკრან. სასახლეს პოლიციის კორდონები იცავს, ლონდონში დღეს უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული.

ცერემონია ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება და 1 საათს გასტანს. ჰარის მეჯვარე მისი ძმა, პრინცი უილიამი იქნება. მეგანს კი საუკეთესო მეგობრებიდან ერთის შერჩევა ძალიან გაუჭირდა, ამიტომ მას მეჯვარე არ ეყოლება, პატარძალთან ერთად დღეს ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილს, პრინცესა შარლოტას ვიხილავთ.

იხილეთ: LIVE: სამეფო ქორწილი დიდ ბრიტანეთში - პირდაპირი ეთერი ლონდონიდან

ლონდონში იმყოფება მეგანის დედა, დორია რეგლენდი, რომელიც ეკლესიამდე შვილთან ერთად მივა ავტომანქანით. ცერემონიას ვერ დაესწრება მეგანის მამა, რომელსაც გულის შეტევის გამო ოპერაცია დასჭირდა. საკურთხევლამდე პატარძალს მომავალი მამამთილი, პრინცი ჩარლზი მიიყვანს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"