პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწერალი, რომლის წიგნმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს კითხვა შეაყვარა, მალე ქართველ მკითხველს შეხვდება
მწერალი, რომლის წიგნმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს კითხვა შეაყვარა, მალე ქართველ მკითხველს შეხვდება

„გიკი გოგო“ - ეს ის წიგ­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ თი­ნე­ი­ჯერს შე­აყ­ვა­რა კი­თხვა. საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის მო­ლო­დინ­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ყე­ნა რიგი თბი­ლი­სის წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­თან. ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რი „გიკი გოგო“ 21-ე სა­უ­კუ­ნის პრობ­ლე­მებ­ზე მოგ­ვი­თხრობს. სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე თი­ნე­ი­ჯე­რებს გა­რე­სამ­ყა­როს­თან, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აწუ­ხებთ. "გიკი გო­გოს“ ექ­ვსტო­მე­უ­ლი ეხე­ბა ისეთ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებს, რო­გო­რიც არის ბუ­ლინ­გი სკო­ლა­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა და დამ­კვიდ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ჰოლი სმე­ილ­მა პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 2013 წელს და­წე­რა, რა­საც უზარ­მა­ზა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან. მალე „გიკი გოგო“ ბრი­ტა­ნე­თის #1 ბესტსე­ლე­რი გახ­და. ავ­ტო­რი და მისი გა­მომ­ცე­მე­ლი HarperCollins უამ­რავ წე­რილს იღებ­და მო­ზარ­დე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც წერ­დნენ, რომ წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ მათი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ნელ-ნელა ის­წავ­ლეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სა­კი­თხებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შე­ხე­დეს. ბრი­ტა­ნეთ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ წიგ­ნი მალე მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რა­დაც იქცა. გა­ი­ყი­და მისი მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი. ითარ­გმნა 23 ენა­ზე. ჰო­ლის მი­ღე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ჯილ­დო, რო­მელ­თა შო­რის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილ­დო­ე­ბი.

ავ­ტო­რი პრო­ფე­სი­ით ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე, შექ­სპი­რის მკვლე­ვა­რია. მისი საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია პო­ე­მა „ვე­ნე­რა და ადო­ნი­სე“;

The Guardian-ის შე­ფა­სე­ბით "გიკი გოგო“ სა­ო­ცა­რი წიგ­ნია 15 წლის გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც "გი­კო­ბი­დან“ სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნად იქცა. ასე­ვე წერს, რომ ეს წიგ­ნი ყვე­ლა "გიკ­მა“,ე.ი. „ათო­სან­მა“ უნდა წა­ი­კი­თხოს.

„რამ­დე­ნი­მე ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი და ნო­მერ პირ­ვე­ლი ბესტსე­ლე­რის "გიკი გო­გოს“ სე­რი­ის ავ­ტო­რი ჰოლი სმე­ი­ლი“ - ასე ახა­სი­ა­თებს წიგ­ნის ავ­ტორს Goodreads. თვი­თონ ავ­ტო­რი კი აღ­ნიშ­ნავს: „წიგ­ნი მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზეა, რაც არ უნდა მოხ­დეს, უნდა იყო ისე­თი, რო­გო­რიც ხარ“.

31 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს "წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში“ სა­ქარ­თვე­ლოს სწო­რედ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნე­ბის კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით ეწ­ვე­ვა და 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა. გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც მრავ­ლად არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ შეხ­ვდნენ მას, და­უს­ვან კი­თხვე­ბი და მი­ი­ღონ ავ­ტოგ­რა­ფე­ბი.

ჰოლი სმე­ი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ს მოწ­ვე­ვი­თა და "გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ მხარ­და­ჭე­რით ჩა­მო­დის.

მწერალი, რომლის წიგნმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს კითხვა შეაყვარა, მალე ქართველ მკითხველს შეხვდება

მწერალი, რომლის წიგნმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს კითხვა შეაყვარა, მალე ქართველ მკითხველს შეხვდება

„გიკი გოგო“ - ეს ის წიგნია, რომელმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა. საყვარელი წიგნის მოლოდინში რამდენჯერმე დააყენა რიგი თბილისის წიგნის მაღაზიებთან. ბრიტანელი მწერლის თანამედროვე ბესტსელერი „გიკი გოგო“ 21-ე საუკუნის პრობლემებზე მოგვითხრობს. საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე თინეიჯერებს გარესამყაროსთან, მშობლებთან ურთიერთობაში აწუხებთ. "გიკი გოგოს“ ექვსტომეული ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიც არის ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და დამკვიდრება საზოგადოებაში.

ჰოლი სმეილმა პირველი ნაწარმოები 2013 წელს დაწერა, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოყვა მოზარდების მხრიდან. მალე „გიკი გოგო“ ბრიტანეთის #1 ბესტსელერი გახდა. ავტორი და მისი გამომცემელი HarperCollins უამრავ წერილს იღებდა მოზარდებისგან, რომლებიც წერდნენ, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათი ცხოვრება შეიცვალა. ნელ-ნელა ისწავლეს ურთიერთობები და საკითხებს განსხვავებულად შეხედეს. ბრიტანეთში მოპოვებული აღიარების შემდეგ წიგნი მალე მსოფლიო ბესტსელერადაც იქცა. გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლარი. ითარგმნა 23 ენაზე. ჰოლის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილდოები.

ავტორი პროფესიით ლიტერატურათმცოდნე, შექსპირის მკვლევარია. მისი საყვარელი ნაწარმოებია პოემა „ვენერა და ადონისე“;

The Guardian-ის შეფასებით "გიკი გოგო“ საოცარი წიგნია 15 წლის გოგონაზე, რომელიც "გიკობიდან“ სრულიად სხვა ადამიანად იქცა. ასევე წერს, რომ ეს წიგნი ყველა "გიკმა“,ე.ი. „ათოსანმა“ უნდა წაიკითხოს.

„რამდენიმე ჯილდოს მფლობელი და ნომერ პირველი ბესტსელერის "გიკი გოგოს“ სერიის ავტორი ჰოლი სმეილი“ - ასე ახასიათებს წიგნის ავტორს Goodreads. თვითონ ავტორი კი აღნიშნავს: „წიგნი მხოლოდ ერთ რამეზეა, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა იყო ისეთი, როგორიც ხარ“.

31 მაისს საქართველოს "წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში“ საქართველოს სწორედ ამ შესანიშნავი წიგნების კრებულის ავტორი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა და 1 კვირის განმავლობაში დარჩება. გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ მას, დაუსვან კითხვები და მიიღონ ავტოგრაფები.

ჰოლი სმეილი საქართველოში გამომცემლობა პალიტრა L-ს მოწვევითა და "გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით ჩამოდის.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს