მოზარდი, რომელმაც ტეხასში მდებარე სკოლაში თოფითა და რევოლვერით 10 ადამიანი მოკლა, 10 კი დაჭრა, ამბობს, რომ არ უსვრია მათთვის, ვინც მოსწონდა. CNN-ის ინფორმაციით, დიმიტრიოს პაგურცისმა სამიზნეები შეარჩია და ისე ისროლა.
გალვესტონის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, მოზარდმა დაკავების შემდეგ სამართალდამცველებთან ითანამშრომლა.
სროლა სკოლაში გუშინ მოხდა, გარდაიცვალა 9 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი.
პაგურცისი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მას მოსწონდა, ცოცხალი დატოვა, რომ მისი ამბავი სხვებისთვის მოეთხროთ.
იარაღი, რომლითაც მოზარდმა სკოლაში ხალხი დახოცა, მის მამას ეკუთვნოდა.