საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორის რაიონში პოლიციის განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
გორის რაიონში პოლიციის განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერედ­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე, 23 წლის ახალ­გაზ­რდას და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თია. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 18 მა­ისს სო­ფელ ახა­ლი ხურ­ვა­ლე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით და­ი­წყეს, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

და­ნა­შა­უ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, 3 წლამ­დე ვა­დით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 18 მა­ისს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერედ­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი თენ­გიზ კო­ლო­ტაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც სო­ფელ ახალ ხურ­ვა­ლეთ­თან შე­ე­ჯა­ხა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გითს, 1995 წელს და­ბა­დე­ბულ ვ. მ.-ს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გორის რაიონში პოლიციის განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

გორის რაიონში პოლიციის განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ქვეითად მოსიარულე, 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითია. მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 18 მაისს სოფელ ახალი ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია