ვერც ერთი გამოძიების პირობებში ვერ დავადასტურეთ რაიმე კავშირი ინტერნეტ თამაშებსა და სუიციდის შემთხვევებს და სუიციდის მცდელობებს შორის, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.მინისტრის ინფორმაციით, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადასტურდა.
"მაქსიმალურად ვეცადეთ და გამოძიების პროცესი გრძელდება. დაწყებული "ლურჯი ვეშაპიდან", "ჩარლით" დამთავრებული - გამოყოფილი გვყავს ხალხი, ვინც ამაზე მუშაობს. ვერც სხვა ქვეყნების გამოცდილებაში ვერ ვნახეთ იმის დადასტურება, რომ არის ინტერნეტ თამაშების პირდაპირი კავშირი სუიციდის მცდელობებს და სუიციდის ფაქტებს შორის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.