პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაშისტები უკვე გამოჩნდნენ ოჯახის სიწმინდის დღეზე! საით მივყავართ ამ ყველაფერს?" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
"ფაშისტები უკვე გამოჩნდნენ ოჯახის სიწმინდის დღეზე! საით მივყავართ ამ ყველაფერს?" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე 17 მა­ი­სის აქ­ცი­ებ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა. დე­კა­ნო­ზის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"17 მა­ი­სის გამო - ნუ და­ყოფთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას!

იმ პირ­ვე­ლი 17 მა­ი­სი­დან 6 წლის თავ­ზე მი­ვე­დით იქამ­დე, რომ წელს, ეკ­ლე­სი­ის მიერ და­წე­სე­ბულ ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღის აღ­ნიშ­ვნას და­უ­ფა­რა­ვად შე­უ­ერ­თდნენ ფა­შის­ტე­ბი, ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი და სხვა ექ­სტრე­მა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი. ფა­შის­ტე­ბი უკვე გა­მოჩ­ნდნენ ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე­ზე! აქ მა­ინც უნდა ჩა­ირ­თოს ე.წ. ძლე­ვა­მო­სი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის გან­გა­შის სიგ­ნა­ლი და კარ­გად ავ­წონ-დავ­წო­ნოთ საით მივ­ყა­ვართ ამ ყვე­ლა­ფერს. იცო­დეთ, ეს პრო­ცე­სი არის აზ­ვირ­თე­ბუ­ლი ტალ­ღა, მას ჯერ ზე­ვით მი­ყავ­ხართ და ამი­ტომ გი­ხა­რი­ათ, მწვერ­ვალ­ზეც მოგ­ვაქ­ცევთ და ბო­ლოს მწა­რედ და­გა­ნარ­ცხებთ დაბ­ლა. სად და რას შე­ე­ნარ­ცხე­ბით, ესაა სა­ფიქ­რა­ლი! ეს აზ­ვირ­თე­ბუ­ლი ტალ­ღა ხალ­ხის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში თქვენ აა­მოძ­რა­ვეთ და თქვენ­ვე ხართ მო­ვა­ლე, იფიქ­როთ, რით დამ­თავ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ამ დღე­ებ­ში ბევ­რმა გა­ა­ზი­ა­რა ამ დღის­თვის სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი სტი­კე­რი "მე მიყ­ვარს ჩემი ოჯა­ხი" , ზედ ოჯა­ხია გა­მო­სა­ხუ­ლი - მამა, დედა და სამი პა­ტა­რა შვი­ლი. ჩანს, სამი შვი­ლი უნდა იყოს სა­ნი­მუ­შო ოჯახ­ში, რად­გან მე­სა­მე შვი­ლი პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლი იქ­ნე­ბა. აი, მა­გა­ლი­თად, მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ, დედ-მა­მით ობო­ლი ვარ, მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ბე­ბია მზრდის და ამ სტი­კე­რის და­ნახ­ვა გულს მიკ­ლავს და მწუ­ხა­რე­ბით მავ­სებს, მე ხომ არა­სო­დეს მე­ყო­ლე­ბა მშობ­ლე­ბი და და-ძმა. თქვენ მტკივ­ნე­უ­ლად და­მა­ნა­ხეთ, რომ მე და ჩემი ორ­კა­ცი­ა­ნი ოჯა­ხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვართ, ვიდ­რე თქვენ და თუნ­დაც ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის სა­ნი­მუ­შო ოჯა­ხე­ბი. გი­ფიქ­რი­ათ ამა­ზე? ბრა­ზი, მწუ­ხა­რე­ბა და შიში მი­პყრობს, რა­ტომ არა მყავს მშობ­ლე­ბი და და-ძმა, მა­შინ ხომ მეც შე­მეძ­ლე­ბო­და 17 მა­ისს ამა­ყად გა­მევ­ლო რუს­თა­ველ­ზე!? ჩემს მე­ზობ­ლად უკვე ასაკ­ში შე­სუ­ლი წყვი­ლი ცხოვ­რობს, გუ­ლით სურ­დათ და ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, მაგ­რამ არ ეყო­ლათ შვი­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ სა­ნი­მუ­შო სტი­კე­რის და­ნახ­ვა მა­თაც ახ­სე­ნებს სა­კუ­თარ დარდს და მწუ­ხა­რე­ბა გულს უკ­ლავთ. ნა­თე­სა­ვე­ბი მყავს, ორი და. სნე­უ­ლი მშობ­ლე­ბის მოვ­ლას შე­ა­ლი­ეს ახალ­გაზ­რდო­ბა და უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის გამო, ვერ­ცერ­თმა ვერ შექ­მნა ოჯა­ხი. ახლა დებს ერ­თმა­ნე­თის მეტი აღა­რა­ვინ ყავთ და ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, ესაა მათი ოჯა­ხიც. ალ­ბათ მა­თაც მწუ­ხა­რე­ბით იგ­რძნეს ამ დღე­ებ­ში თა­ვი­ან­თი "ნაკ­ლუ­ლე­ბა". ნუთუ მარ­თლა, გგო­ნი­ათ, რომ ასე­თი იმ­პულ­სე­ბი ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სულ­ში სა­სარ­გებ­ლოდ წა­ად­გე­ბა ქვე­ყა­ნას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას?

სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან ოჯა­ხის შექ­მნა და გამ­რავ­ლე­ბა ისე­თი­ვე ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლი და ლტოლ­ვაა ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­გორც სი­ცო­ცხლის და სიყ­ვა­რუ­ლის სურ­ვი­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს გაქ­რეს, ამას ვე­რა­ვინ და­ა­მარ­ცხებს სა­ნამ ადა­მი­ა­ნი იარ­სე­ბებს. ასე შექ­მნა ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი, ეს ბუ­ნებ­რი­ვია მის­თვის და თქვე­ნი ლო­ზუნ­გე­ბი სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლოა ამ საქ­მე­ში. თქვენ მხო­ლოდ მი­ე­ცით ადა­მი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის, ოჯა­ხის შექ­მნის და რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და ეს მათი ბუ­ნებ­რი­ვი ინ­სტინ­ქტი იმ­წამს იფეთ­ქებს, აყ­ვავ­დე­ბა და გა­იშ­ლე­ბა. არაა სა­ჭი­რო ეს კო­მუ­ნიზ­მის გად­მო­ნაშ­თე­ბი, ეს ლო­ზუნ­გე­ბი, ტრა­ფა­რე­ტე­ბი და სტი­კე­რე­ბი. ნუ და­ყოფთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. აცა­ლეთ სი­ცო­ცხლე და თვი­თონ მი­ხე­და­ვენ სა­კუ­თარ ოჯახს!".

"ფაშისტები უკვე გამოჩნდნენ ოჯახის სიწმინდის დღეზე! საით მივყავართ ამ ყველაფერს?" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"ფაშისტები უკვე გამოჩნდნენ ოჯახის სიწმინდის დღეზე! საით მივყავართ ამ ყველაფერს?" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე 17 მაისის აქციებზე განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. დეკანოზის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"17 მაისის გამო - ნუ დაყოფთ საზოგადოებას!

იმ პირველი 17 მაისიდან 6 წლის თავზე მივედით იქამდე, რომ წელს, ეკლესიის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას დაუფარავად შეუერთდნენ ფაშისტები, ულტრანაციონალისტები და სხვა ექსტრემალურად განწყობილი, აგრესიული ჯგუფები. ფაშისტები უკვე გამოჩნდნენ ოჯახის სიწმინდის დღეზე! აქ მაინც უნდა ჩაირთოს ე.წ. ძლევამოსილი უმრავლესობისთვის განგაშის სიგნალი და კარგად ავწონ-დავწონოთ საით მივყავართ ამ ყველაფერს. იცოდეთ, ეს პროცესი არის აზვირთებული ტალღა, მას ჯერ ზევით მიყავხართ და ამიტომ გიხარიათ, მწვერვალზეც მოგვაქცევთ და ბოლოს მწარედ დაგანარცხებთ დაბლა. სად და რას შეენარცხებით, ესაა საფიქრალი! ეს აზვირთებული ტალღა ხალხის ცნობიერებაში თქვენ აამოძრავეთ და თქვენვე ხართ მოვალე, იფიქროთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი.

ამ დღეებში ბევრმა გააზიარა ამ დღისთვის საგანგებოდ შექმნილი სტიკერი "მე მიყვარს ჩემი ოჯახი" , ზედ ოჯახია გამოსახული - მამა, დედა და სამი პატარა შვილი. ჩანს, სამი შვილი უნდა იყოს სანიმუშო ოჯახში, რადგან მესამე შვილი პატრიარქის ნათლული იქნება. აი, მაგალითად, მე საქართველოში ვცხოვრობ, დედ-მამით ობოლი ვარ, მხოლოდ მოხუცი ბებია მზრდის და ამ სტიკერის დანახვა გულს მიკლავს და მწუხარებით მავსებს, მე ხომ არასოდეს მეყოლება მშობლები და და-ძმა. თქვენ მტკივნეულად დამანახეთ, რომ მე და ჩემი ორკაციანი ოჯახი განსხვავებული ვართ, ვიდრე თქვენ და თუნდაც ჩემი თანაკლასელების სანიმუშო ოჯახები. გიფიქრიათ ამაზე? ბრაზი, მწუხარება და შიში მიპყრობს, რატომ არა მყავს მშობლები და და-ძმა, მაშინ ხომ მეც შემეძლებოდა 17 მაისს ამაყად გამევლო რუსთაველზე!? ჩემს მეზობლად უკვე ასაკში შესული წყვილი ცხოვრობს, გულით სურდათ და ძალიან უნდოდათ, მაგრამ არ ეყოლათ შვილი. დარწმუნებული ვარ, ამ სანიმუშო სტიკერის დანახვა მათაც ახსენებს საკუთარ დარდს და მწუხარება გულს უკლავთ. ნათესავები მყავს, ორი და. სნეული მშობლების მოვლას შეალიეს ახალგაზრდობა და უკიდურესი გაჭირვების გამო, ვერცერთმა ვერ შექმნა ოჯახი. ახლა დებს ერთმანეთის მეტი აღარავინ ყავთ და ერთად ცხოვრობენ, ესაა მათი ოჯახიც. ალბათ მათაც მწუხარებით იგრძნეს ამ დღეებში თავიანთი "ნაკლულება". ნუთუ მართლა, გგონიათ, რომ ასეთი იმპულსები ამგვარი ადამიანების სულში სასარგებლოდ წაადგება ქვეყანას და საზოგადოებას?

საპირისპირო სქესთან ოჯახის შექმნა და გამრავლება ისეთივე ბუნებრივი სურვილი და ლტოლვაა ადამიანისთვის, როგორც სიცოცხლის და სიყვარულის სურვილი, შეუძლებელია ეს გაქრეს, ამას ვერავინ დაამარცხებს სანამ ადამიანი იარსებებს. ასე შექმნა ღმერთმა ადამიანი, ეს ბუნებრივია მისთვის და თქვენი ლოზუნგები სრულიად უსარგებლოა ამ საქმეში. თქვენ მხოლოდ მიეცით ადამიანებს ადამიანური ცხოვრების, ოჯახის შექმნის და რჩენის საშუალება და ეს მათი ბუნებრივი ინსტინქტი იმწამს იფეთქებს, აყვავდება და გაიშლება. არაა საჭირო ეს კომუნიზმის გადმონაშთები, ეს ლოზუნგები, ტრაფარეტები და სტიკერები. ნუ დაყოფთ საზოგადოებას. აცალეთ სიცოცხლე და თვითონ მიხედავენ საკუთარ ოჯახს!".

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი

"შეიძლება თამუნა რამე სენსიტიურ ინფორმაციას შეეჩეხა? სავარაუდოა, მაგრამ შანსია, ვცდებოდე" - რას წერს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კურსელი?