პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა - "საქსტატის" უახლესი მონაცემები
რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა - "საქსტატის" უახლესი მონაცემები

1994-2017 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა კლე­ბის ტენ­დენ­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია საქსტა­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ში, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც დღეს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გო­გი­ტა თოდ­რა­ძემ გა­მარ­თა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3 721 000-ია.

"აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, კლე­ბა გა­ნი­ცა­და რო­გორც სა­ქა­ლა­ქო, ისე სა­სოფ­ლო და­სახ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 53.8 პრო­ცენ­ტი­დან 58.3 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბა ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ემიგ­რა­ცი­ას­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი და­დე­ბი­თი იყო 2000 წლამ­დე, პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და 2008 წლი­დან 2017 წლის ჩათ­ვლით", - ნათ­ქვა­მია „საქსტა­ტის“ მო­ნა­ცე­მებ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1994 წლი­დან ქვეყ­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1,260.7 ათა­სი კა­ცით მეტი გა­ვი­და, ვიდ­რე შე­მო­ვი­და.

"თით­ქმის მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში (გარ­და 2004-2005 წლე­ბი­სა) სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში 1997-2013 წლებ­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ჭარ­ბობს და­ბა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბით აიხ­სნას. 2014 წელს, 65 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წილ­მა სა­სოფ­ლო და­სახ­ლე­ბებ­ში 16.7 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო სა­ქა­ლა­ქო­ში - 12.3%.

გარე მიგ­რა­ცი­უ­ლი სალ­დო მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უარ­ყო­ფი­თია. 1994 წლი­დან ქვეყ­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1,260.7 ათა­სი კა­ცით მეტი გა­ვი­და, ვიდ­რე შე­მო­ვი­და.

მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის კლე­ბას­თან ერ­თად, 1994-2018 წლებ­ში შე­იც­ვა­ლა მო­სახ­ლე­ო­ბის ასა­კობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რაც. 1994 წლი­დან შემ­ცირ­და 0-14 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და 2018 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 20.0 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო 65 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი 10.5 პრო­ცენ­ტი­დან 14.6 პრო­ცენ­ტა­მე გა­ი­ზარ­და იმა­ვე პე­რი­ოდ­ში. 0-14 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის კლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 1990-იანი წლე­ბი­დან შო­ბა­დო­ბის დო­ნის კლე­ბი­თა და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცი­ით.

1990-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის­თვის ერთი ქა­ლის მიერ ცო­ცხლად გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა (შო­ბა­დო­ბის ჯა­მობ­რი­ვი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი)1.5-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და. ამას­თან, 2007 წლი­დან შო­ბა­დო­ბის ჯა­მობ­რი­ვი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი არ­სე­ბი­თად გა­უმ­ჯო­ბეს­და.

1994 წელს, სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნელ­მა ხან­გრძლი­ვო­ბამ ქა­ლე­ბი­სათ­ვის 74.1 წელი, ხოლო, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის­თვის 66.0 წელი შე­ად­გი­ნა. 2017 წლის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლე­ბის­თვის 3.7 წლით, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის 3.2 წლით გა­ი­ზარ­და. 2017 წელს გან­სხვა­ვე­ბამ ქა­ლე­ბის და მა­მა­კა­ცე­ბის სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნელ ხან­გრძლო­ვო­ბას შო­რის 8.6 წელი შე­ად­გი­ნა", - ნათ­ქვა­მია „საქსტა­ტის“ მიერ და­ან­გა­რი­შე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა - "საქსტატის" უახლესი მონაცემები

რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა - "საქსტატის" უახლესი მონაცემები

1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება, - ამის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომლის პრეზენტაციაც დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3 721 000-ია.

"აღნიშნულ პერიოდში, კლება განიცადა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8 პროცენტიდან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე, პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით", - ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.

მათივე ინფორმაციით, 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

"თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა 2004-2005 წლებისა) საქალაქო დასახლებებში 1997-2013 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაც შესაძლებელია მოსახლეობის დაბერებით აიხსნას. 2014 წელს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა სასოფლო დასახლებებში 16.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქალაქოში - 12.3%.

გარე მიგრაციული სალდო მთელი პერიოდის განმავლობაში უარყოფითია. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. 1994 წლიდან შემცირდა 0-14 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში და 2018 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 20.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10.5 პროცენტიდან 14.6 პროცენტამე გაიზარდა იმავე პერიოდში. 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებითა და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციით.

1990-იანი წლების დასაწყისისთვის ერთი ქალის მიერ ცოცხლად გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი)1.5-ს არ აღემატებოდა. ამასთან, 2007 წლიდან შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი არსებითად გაუმჯობესდა.

1994 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ ქალებისათვის 74.1 წელი, ხოლო, ხოლო მამაკაცებისთვის 66.0 წელი შეადგინა. 2017 წლისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისთვის 3.7 წლით, ხოლო მამაკაცების 3.2 წლით გაიზარდა. 2017 წელს განსხვავებამ ქალების და მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლოვობას შორის 8.6 წელი შეადგინა", - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ დაანგარიშების შედეგად მიღებულ მონაცემებში.