სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბნის ოფიცრები და ქვეითი პატრული თბილისის ქუჩებში - შს სამინისტრო სიახლეებს გეგმავს
უბნის ოფიცრები და ქვეითი პატრული თბილისის ქუჩებში - შს სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბი ახა­ლი სა­ხე­ლი­თა და ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით და­ი­წყე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბას. შს სა­მი­ნის­ტრო ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­თა მი­სა­ღე­ბად ღია კონ­კუ­რი­სის გა­მო­ცხა­დებს გეგ­მავს. კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის, მათ შო­რის უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ზე დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტში ისა­უბ­რა. რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის და კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის ხერ­ხე­მა­ლია, თუმ­ცა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. “დღეს, ამ ერთ-ერთ მსხვილ დე­პარ­ტა­მენ­ტში უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია. მდგო­მა­რე­ო­ბა არის შემ­დე­გი: - ისე­თი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი, ოპერ­თა­ნამ­შრო­მე­ლი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­სა­ხე­ლე­ბა და მხო­ლოდ სა­ხელ­ფა­სო გრა­და­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ამ და­სა­ხე­ლე­ბე­ბის უკან ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გრა­და­ცია არ არის. დღეს კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ე­ბის მკა­ფიო გა­მი­ჯვნა ხდე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კომ­პო­ნენ­ტი ცალ­კე გა­მო­ი­ყო­ფა. და­ვი­წყეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტეს­ტი­რე­ბა. გვაქვს საკ­მა­ოდ კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მო­გახ­სე­ნებთ. ცალ­კე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კომ­პო­ნენ­ტი და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია და რისი დიდი იმე­დიც გვაქვს, ეს არის უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ახა­ლი სა­ხე­ლით და ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით იქ­ნე­ბა - ის იქ­ნე­ბა უბ­ნის ოფი­ცე­რი. უკვე შექ­მნი­ლია მათი კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. თბი­ლი­სის მას­შტა­ბით ჩვენ ასე­თი პო­ზი­ცი­ის 365 ადა­მი­ა­ნი გვჭირ­დე­ბა. და­წყე­ბუ­ლია 80 ადა­მი­ა­ნის მომ­ზა­დე­ბა. 10 ივ­ნი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ღია კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა და მათ ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი არის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა და სა­პო­ლი­ციო სერ­ვი­სე­ბი უნდა შე­იქ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ ერთი სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა - თბი­ლის­ში ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი და­ი­წყებს პატ­რუ­ლი­რე­ბას. მისი თქმით, ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სის­ტე­მის­თვის. „სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა და ეს ერთი მხრივ, არის ეკო­ნო­მი­კის­თვის დიდი სარ­გე­ბე­ლი, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სის­ტე­მის­თვის ეს გახ­ლავთ დიდი გა­მოწ­ვე­ვა, რა­მე­თუ ტუ­რის­ტე­ბის ამ­ხე­ლა „ტრა­ფიკს“ მოჰ­ყვე­ბა თა­ვი­სი რის­კე­ბი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ჩვენ გან­სა­ზღვრუ­ლი გვაქვს თბი­ლის­ში კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი და მარ­შრუ­ტე­ბი. ორ­შა­ბა­თი­დან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ქვე­ი­თი ქვე­და­ნა­ყო­ფის 20 ეკი­პა­ჟი და­ი­წყებს პატ­რუ­ლი­რე­ბას ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში და ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ე­მა­ტე­ბა 20 ეკი­პა­ჟი. ჩვენ ვგეგ­მავთ, რომ ასე­თი ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი­რე­ბის კორ­პუ­სი შედ­გე­ბო­დეს 60 ეკი­პა­ჟის­გან, რო­მელ­მაც სრუ­ლად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს თბი­ლის­ში ტუ­რის­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი. ეს გახ­ლავთ მსგავ­სი ტუ­რის­ტუ­ლი პატ­რუ­ლი­სა, რო­მე­ლიც მი­ეხ­მა­რე­ბა რო­გორც მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვას, ასე­ვე, მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წევს ტუ­რის­ტებს, რომ­ლე­ბიც სტუმ­რო­ბენ ჩვენს ქვე­ყა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

უბნის ოფიცრები და ქვეითი პატრული თბილისის ქუჩებში - შს სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

უბნის ოფიცრები და ქვეითი პატრული თბილისის ქუჩებში - შს სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

უბნის ინსპექტორები ახალი სახელითა და ახალი ფუნქციებით დაიწყებენ საქმიანობას. შს სამინისტრო ამ პოზიციაზე მოქალაქეთა მისაღებად ღია კონკურისის გამოცხადებს გეგმავს. კრიმინალური პოლიციის, მათ შორის უბნის ინსპექტორების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, კრიმინალური პოლიციის კომპონენტი სამართალდამცავი სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალია, თუმცა კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა, საკმაოდ რთულია. “დღეს, ამ ერთ-ერთ მსხვილ დეპარტამენტში უბრალოდ არ არსებობს სპეციალიზაცია. მდგომარეობა არის შემდეგი: - ისეთი თანამდებობრივი პოზიციები, როგორიცაა უბნის ინსპექტორი, ოპერთანამშრომელი და გამომძიებელი, არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის გამოიყენება. ამ დასახელებების უკან შინაარსობრივი გრადაცია არ არის. დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა ხდება. საგამოძიებო კომპონენტი ცალკე გამოიყოფა. დავიწყეთ ამ მიმართულებით ტესტირება. გვაქვს საკმაოდ კარგი მონაცემები, რომლის შესახებაც უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ. ცალკე ჩამოყალიბდება საგამოძიებო კომპონენტი და რაც ყველაზე მთავარია და რისი დიდი იმედიც გვაქვს, ეს არის უბნის ინსპექტორი, რომელიც უახლოეს პერიოდში ახალი სახელით და ახალი ფუნქციებით იქნება - ის იქნება უბნის ოფიცერი. უკვე შექმნილია მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით ჩვენ ასეთი პოზიციის 365 ადამიანი გვჭირდება. დაწყებულია 80 ადამიანის მომზადება. 10 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ღია კონკურსი გამოცხადდება და მათ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. უბნის ინსპექტორი არის კრიმინალური პოლიციის ის ძირითადი კომპონენტი, რომლის საფუძველზეც ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მომსახურება და საპოლიციო სერვისები უნდა შეიქმნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი სიახლე იგეგმება - თბილისში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდა გამოწვევას წარმოადგენს სამართალდამცველი სისტემისთვის. „საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთი მხრივ, არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა სამართალდამცველი სისტემისთვის ეს გახლავთ დიდი გამოწვევა, რამეთუ ტურისტების ამხელა „ტრაფიკს“ მოჰყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების კორპუსი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს