საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები ამბობდნენ, ან დედა გადარჩება, ან შვილიო" - გაიცანით უნიჭიერესი 9 წლის ბიჭუნა, რომელსაც უკვე 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული
"ექიმები ამბობდნენ, ან დედა გადარჩება, ან შვილიო" - გაიცანით უნიჭიერესი 9 წლის ბიჭუნა, რომელსაც უკვე 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული

სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში ქუ­თა­ი­სე­ლი და­ვით ნემ­სა­ძე გახ­და. ცხრა წლის მო­ჭად­რა­კემ, 10-წლამ­დე ასა­კობ­რივ ბი­ჭებ­ში 9 თა­მა­ში­დან 8 მო­ი­გო და 8,5 ქუ­ლით გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. ის ახლა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ეს­პა­ნეთ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ იმ­დე­ნი მკი­თხვე­ლი და­ა­ინ­ტე­რე­სა, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პა­ტა­რა მო­ჭად­რა­კის შე­სა­ხებ დე­დას, თა­მარ იმ­ნა­ძეს გავ­სა­უბ­რე­ბო­დით და უკეთ გაგ­ვეც­ნო ეს ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭუ­ნა.

- და­ვი­თის და­ბა­დე­ბას იმ­დე­ნი სირ­თუ­ლე ახ­ლდა, ექი­მებ­მა ხელ­წე­რი­ლიც კი დაგ­ვა­წე­რი­ნეს, 18 სა­ა­თი გაგ­რძელ­და მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცე­სი, გვი­თხრეს, ან დედა გა­დარ­ჩე­ბა, ან შვი­ლიო, მის და­ბა­დე­ბას არა­ვინ ელო­და და მას მერე სულ მქონ­და გან­ცდა, რომ რა­ღა­ცით გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემი შვი­ლი.

ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ, რომ 2 წლის ასაკ­ში ან­ბა­ნის 33 ასო იცო­და და კი­თხუ­ლობ­და, რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბიც არ­სე­ბობს. თა­ვი­დან ბაღ­ში არ იღებ­დნენ, გამ­გემ რომ შე­ა­მოწ­მა და ბავ­შვი ნამ­დვი­ლად კი­თხუ­ლობ­და, გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა. სამი წლის ასაკ­ში იცო­და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი და ან­გა­რი­შობ­და ასის ფარ­გლებ­ში, მა­თე­მა­ტი­კის მი­მართ ასე­თი დიდი ინ­ტე­რე­სის და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო გამო თვა­ლებ­ზე ნერ­ვუ­ლი წი­კე­ბი და­ე­წყო და ცოტა ხნით შე­ვეშ­ვით. 5 წლის და­ვი­თი, რად­გან ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რი იყო, შე­ვიყ­ვა­ნეთ ჭად­რაკ­ზე. შეყ­ვა­ნი­დან სამ თვე­ში დამ­წყე­ბი ბავ­შვე­ბის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ი­მარ­ჯვა თურ­ქეთ­ში. ჯამ­ში 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 40 თასი და მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. შარ­შან ჩა­ტარ­და მსოფ­ლი­ოს სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჭად­რაკ­ში და გა­ვი­და მსოფ­ლი­ოს ათე­ულ­ში, მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ვინც გახ­და მონ­ღო­ლი, მას ჰქონ­და ერთი წა­გე­ბა და ისიც და­თოს­თან. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ექიმები ამბობდნენ, ან დედა გადარჩება, ან შვილიო" - გაიცანით უნიჭიერესი 9 წლის ბიჭუნა, რომელსაც უკვე 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული

"ექიმები ამბობდნენ, ან დედა გადარჩება, ან შვილიო" - გაიცანით უნიჭიერესი 9 წლის ბიჭუნა, რომელსაც უკვე 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული

საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისელი დავით ნემსაძე გახდა. ცხრა წლის მოჭადრაკემ, 10-წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. ის ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთში გასამგზავრებლად ემზადება. ამ ინფორმაციამ იმდენი მკითხველი დააინტერესა, რომ გადავწყვიტეთ, წარმატებული პატარა მოჭადრაკის შესახებ დედას, თამარ იმნაძეს გავსაუბრებოდით და უკეთ გაგვეცნო ეს ნიჭიერი ბიჭუნა.

- დავითის დაბადებას იმდენი სირთულე ახლდა, ექიმებმა ხელწერილიც კი დაგვაწერინეს, 18 საათი გაგრძელდა მშობიარობის პროცესი, გვითხრეს, ან დედა გადარჩება, ან შვილიო, მის დაბადებას არავინ ელოდა და მას მერე სულ მქონდა განცდა, რომ რაღაცით გამორჩეული იქნებოდა ჩემი შვილი.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ 2 წლის ასაკში ანბანის 33 ასო იცოდა და კითხულობდა, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს. თავიდან ბაღში არ იღებდნენ, გამგემ რომ შეამოწმა და ბავშვი ნამდვილად კითხულობდა, გაოცებული დარჩა. სამი წლის ასაკში იცოდა ყველა სახელმწიფოს დედაქალაქი და ანგარიშობდა ასის ფარგლებში, მათემატიკის მიმართ ასეთი დიდი ინტერესის და დამოკიდებულების გამო გამო თვალებზე ნერვული წიკები დაეწყო და ცოტა ხნით შევეშვით. 5 წლის დავითი, რადგან ძალიან მოუსვენარი იყო, შევიყვანეთ ჭადრაკზე. შეყვანიდან სამ თვეში დამწყები ბავშვების ჩემპიონატზე გაიმარჯვა თურქეთში. ჯამში 4 წლის განმავლობაში 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული. შარშან ჩატარდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში და გავიდა მსოფლიოს ათეულში, მე-7 ადგილი დაიკავა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვინც გახდა მონღოლი, მას ჰქონდა ერთი წაგება და ისიც დათოსთან. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ