პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - პირი, რომელმაც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე სცემა, დაკავებული არ არის
შსს - პირი, რომელმაც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე სცემა, დაკავებული არ არის

პირი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ან­ტიჰო­მო­ფო­ბი­უ­რი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ვი­ნა­ი­დან პირი არას­რულ­წლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად მისი და­კა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა. თუმ­ცა, შსს-ში ასე­ვე გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მხრი­დან ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა მო­ზარ­დი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცეს.

„გუ­შინ მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დროს, მოხ­და პი­რის და­კა­ვე­ბა, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა 15 წლის. ამ ეტაპ­ზე არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, ის და­კა­ვე­ბუ­ლი არაა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რებს, გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, იმის­თვის, რომ იგი მი­ე­ცეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.„17 მა­ისს თბი­ლის­ში, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, 2003 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ს. კ.-მ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მომ­სვლელ პირს - 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ნ. გ.-ს, რო­მელ­საც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნა დახ­მა­რე­ბა. ს.კ.-მ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც იგი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს - პირი, რომელმაც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე სცემა, დაკავებული არ არის

შსს - პირი, რომელმაც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე სცემა, დაკავებული არ არის

პირი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებული არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ვინაიდან პირი არასრულწლოვანი აღმოჩნდა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად მისი დაკავება არ მომხდარა. თუმცა, შსს-ში ასევე განმარტავენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა მოზარდი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.

„გუშინ მომხდარი თავდასხმის დროს, მოხდა პირის დაკავება, რომელიც აღმოჩნდა 15 წლის. ამ ეტაპზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ის დაკავებული არაა, თუმცა გამოძიება მიმდინარებს, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, იმისთვის, რომ იგი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა - "მოკვლით დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა"

ხმაური გურჯაანში - სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო