მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა დაზოგოთ ფული საწვავზე - ქართველ მძღოლებს რჩევებს ექსპერტი აძლევს
როგორ უნდა დაზოგოთ ფული საწვავზე - ქართველ მძღოლებს რჩევებს ექსპერტი აძლევს

ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლი არა მხო­ლოდ კომ­ფორტთან და გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას­თან, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში ხარ­ჯებ­თან ასო­ცირ­დე­ბა - მით უმე­ტეს, თბი­ლი­სუ­რი სა­ცო­ბე­ბის გა­დამ­კი­დე.

ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი მა­სა­ლაა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ გავ­ხა­დოთ ავ­ტო­მო­ბი­ლი უფრო ეკო­ნო­მი­უ­რი და ეკო­ლო­გი­უ­რი, თუმ­ცა სა­კა­მა­თოა, რამ­დე­ნად სან­დოა ეს რჩე­ვე­ბი. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ ქარ­თველ ექ­სპერტს და­ვით ჩახ­ტა­ურს მივ­მარ­თეთ.

- საწ­ვავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბეს სე­რი­ო­ზუ­ლად ურტყამს. ამი­ტომ თუ ფუ­ლის და­ზოგ­ვა გვინ­და, უნდა გან­ვსა­ზღვროთ, რა ტი­პის საწ­ვავ­ზე გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი. მე მძღო­ლებს ვურ­ჩევ, რომ ისარ­გებ­ლონ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის საწ­ვა­ვით. სულ ცოტა ხნის წინ იგი მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დღეს, ბენ­ზინ­ზე ფა­სე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბის გამო, ინ­ტე­რე­სი მის მი­მართ ნელ-ნელა ისევ ღვივ­დე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სულ 180-მდე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია, ანუ საკ­მა­ოდ კარ­გი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უკვე არ­სე­ბობს. მძღო­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რომ ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც 100 კმ -ზე სა­შუ­ა­ლოდ 10 ლიტრ ბენ­ზინს წვავს, ამა­ვე მან­ძი­ლის და­სა­ფა­რად და­ახ­ლო­ე­ბით 12 ლიტ­რი თხე­ვა­დი გაზი დას­ჭირ­დე­ბა, ხოლო ბუ­ნებ­რივ აირი კი მხო­ლოდ 9 მ3-ს… ანუ, თუ დღეს ბენ­ზი­ნით ( 1 ლიტ­რი - 2,20 ლ ) ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი 100 კმ-ს 22 ლა­რით გა­ივ­ლის, თხე­ვა­დი გა­ზით იგი­ვე მან­ძი­ლის და­სა­ფა­რად 14,50 ლარი დას­ჭირ­დე­ბა, ( 1ლიტ­რი - 1,20 ლ ) ხოლო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით კი მხო­ლოდ 12,50 ლარი ( 1მ3 - 1,39 ლ ). რო­გორც ხე­დავთ, ეკო­ნო­მია ბენ­ზინ­თან 9,5 ლა­რია და თუ მძღო­ლი თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 2500 კმ–ს გა­დის, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით იგი 237 ლა­რის ეკო­ნო­მი­ას ნა­ხავს. ეს კი წე­ლი­წად­ში 2800 ლა­რია.

- და დღე­ვან­დე­ლი ტა­რი­ფე­ბით რა ჯდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ბუ­ნებ­რივ აირ­ზე გა­დაყ­ვა­ნა?

- 1000-დან 2000 ლა­რამ­დე, ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბის და ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­დე­ლის მი­ხედ­ვით. ზო­გი­ერ­თის­გან გა­მი­გია, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირი ძრავს აფუ­ჭებ­სო... - ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა და ამას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ავ­ხსნი. ვი­ნა­ი­დან ძრავ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აირი ბო­ლომ­დე იწ­ვე­ბა, იგი დგუ­შებ­ზე, სარ­ქვე­ლებ­ზე და სან­თლებ­ზე ჭუ­ჭყს და ნამ­წვს არ ტო­ვებს, გან­სხვა­ვე­ბით თხე­ვა­დი გა­ზი­სა, რო­მელ­საც მოყ­ვე­ბა კა­უ­ჩუ­კი და ბენ­ზი­ნი­სა, რო­მელ­საც მოყ­ვე­ბა ტყვია, გო­გირ­დი და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძრა­ვის ამ ნა­წი­ლებს აბინ­ძუ­რე­ბენ. ამის შე­დე­გად ძრა­ვის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მცირ­დე­ბა, ხოლო სა­რე­მონ­ტო ხარ­ჯე­ბი კი იმა­ტებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში მძღო­ლის ბი­უ­ჯეტ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. გარ­და ამი­სა, ბუ­ნებ­რი­ვი აირი ბენ­ზი­ნი­სა და თხე­ვა­დი გა­ზი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­ცი­ლე­ბით თა­ნაბ­რად იწ­ვის.

შე­სა­ბა­მი­სად, ძრა­ვიც საკ­მა­ოდ უხ­მა­უ­როდ და უპ­რობ­ლე­მოდ მუ­შა­ობს. ბუ­ნებ­რი­ვი აირი ასე­ვე არ აუ­ა­რე­სებს ძრა­ვის ზე­თის თვი­სე­ბებს და ზეთი გა­ცი­ლე­ბით მეტ ხანს ძლებს შე­უც­ვლე­ლად. ეს კი, რა თქმა უნდა, მძღო­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ეკო­ნო­მი­აა. რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ლო­გი­ას - ბუ­ნებ­რი­ვი აირი დღეს­დღე­ო­ბით ეკო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ზე სუფ­თა საწ­ვა­ვად არის მიჩ­ნე­უ­ლი. იგი სხვა საწ­ვა­ვე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით არ აბინ­ძუ­რებს ჰა­ერს. ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბილს 9-ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი აქვს ვიდ­რე ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვეს. მისი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი არ შე­ი­ცავს არც გო­გირდს და არც ტყვი­ას, რაც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ძლი­ერ სა­ზი­ა­ნოა. ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კის გაზ­რდით, შემ­ცირ­დე­ბა ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია, რაც დე­და­ქა­ლაქ­ში ეკო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას საგ­რძნობ­ლად გა­მო­ას­წო­რებს.

- რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა?

- ჩემი აზ­რით, ბუ­ნებ­რი­ვი აირი უსაფრ­თხო საწ­ვა­ვია. იგი ორ­ჯერ უფრო მსუ­ბუ­ქია ჰა­ერ­ზე. ამი­ტომ, მან­ქა­ნის გა­მარ­თვი­სას ან ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გუ­ლის ახ­დი­სას, ის მყი­სი­ე­რად ადის ზე­მოთ და შემ­დეგ უბ­რა­ლოდ იფან­ტე­ბა ჰა­ერ­ში, რაც გა­მო­რი­ცხავს ფეთ­ქე­ბად, საფრ­თხის შემ­ცველ ნა­ზა­ვის წარ­მოქ­მნას გან­სხვა­ვე­ბით თხე­ვა­დი გა­ზი­სა, რო­მე­ლიც ჰა­ერ­ზე გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა და გუბ­დე­ბა სა­ბარ­გულ­ში. სწო­რედ ამის გამო თხე­ვა­დი გა­ზის აფეთ­ქე­ბის ალ­ბა­თო­ბა უფრო დი­დია. ასე­ვე, ვი­ნა­ი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის აა­ლე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა ბენ­ზი­ნის და თხე­ვა­დი გა­ზის აა­ლე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უფრო მა­ღა­ლია, მას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, მე-4 კლა­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მა­შინ როცა ბენ­ზი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მას­ზე 1 სა­ფე­ხუ­რით დაბ­ლაა, ხოლო თხე­ვა­დი­სა კი მთე­ლი 2 სა­ფე­ხუ­რით ქვე­მოთ დგას.

ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა. რო­გორც ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე რუ­სეთ­ში ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან საკ­მა­ოდ დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბუ­ნებ­რივ აირ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი 4 ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ბენ­ზინ­ზე და დი­ზელ­ზე, ხოლო უკ­რა­ი­ნა­სა და სომ­ხეთ­ში მას­ზე აქ­ცი­ზი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, იქ მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, სა­დაც ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბუ­ნებ­რი­ვი აირი ბენ­ზინ­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ფა­სის არა­უ­მე­ტეს ნა­ხე­ვა­რი უნდა ღირ­დეს.

ჩემი აზ­რით, ჩვენ­მა მთავ­რო­ბა­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­უ­წყოს ხელი ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას იგი­ვე აქ­ცი­ზე­ბის უკეთ და­რე­გუ­ლი­რე­ბის კუ­თხით. და თუ ფასი ბუ­ნებ­რივ აირ­ზე შემ­ცირ­დე­ბა, სულ უფრო მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ი­წყებს ამ საწ­ვა­ვით სარ­გებ­ლო­ბას. ეს კი დე­და­ქა­ლაქ­ში ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას საგ­რძნობ­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს. აღარ და­ა­ვად­დე­ბა ამ­დე­ნი ხალ­ხი, შემ­ცირ­დე­ბა ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტთა რი­ცხვი, და­ი­ზო­გე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან ჯან­დაც­ვა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი და ა.შ.

"კვი­რის პა­ლიტ­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

როგორ უნდა დაზოგოთ ფული საწვავზე - ქართველ მძღოლებს რჩევებს ექსპერტი აძლევს

როგორ უნდა დაზოგოთ ფული საწვავზე - ქართველ მძღოლებს რჩევებს ექსპერტი აძლევს

ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ავტომობილი არა მხოლოდ კომფორტთან და გადაადგილების საშუალებასთან, არამედ პირველ რიგში ხარჯებთან ასოცირდება - მით უმეტეს, თბილისური საცობების გადამკიდე.

ინტერნეტში უამრავი მასალაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ავტომობილი უფრო ეკონომიური და ეკოლოგიური, თუმცა საკამათოა, რამდენად სანდოა ეს რჩევები. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ქართველ ექსპერტს დავით ჩახტაურს მივმართეთ.

- საწვავთან დაკავშირებული ხარჯები ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეს სერიოზულად ურტყამს. ამიტომ თუ ფულის დაზოგვა გვინდა, უნდა განვსაზღვროთ, რა ტიპის საწვავზე გავაკეთოთ არჩევანი. მე მძღოლებს ვურჩევ, რომ ისარგებლონ ბუნებრივი აირის საწვავით. სულ ცოტა ხნის წინ იგი მეტად პოპულარული იყო საქართველოში.

დღეს, ბენზინზე ფასების მკვეთრი მატების გამო, ინტერესი მის მიმართ ნელ-ნელა ისევ ღვივდება. ჩვენს ქვეყანაში სულ 180-მდე ბუნებრივი აირის გასამართი სადგურია, ანუ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. მძღოლების საინტერესო იქნება, რომ ავტომობილს, რომელიც 100 კმ -ზე საშუალოდ 10 ლიტრ ბენზინს წვავს, ამავე მანძილის დასაფარად დაახლოებით 12 ლიტრი თხევადი გაზი დასჭირდება, ხოლო ბუნებრივ აირი კი მხოლოდ 9 მ3-ს… ანუ, თუ დღეს ბენზინით ( 1 ლიტრი - 2,20 ლ ) ეს ავტომობილი 100 კმ-ს 22 ლარით გაივლის, თხევადი გაზით იგივე მანძილის დასაფარად 14,50 ლარი დასჭირდება, ( 1ლიტრი - 1,20 ლ ) ხოლო ბუნებრივი აირით კი მხოლოდ 12,50 ლარი ( 1მ3 - 1,39 ლ ). როგორც ხედავთ, ეკონომია ბენზინთან 9,5 ლარია და თუ მძღოლი თვეში საშუალოდ 2500 კმ–ს გადის, ბუნებრივი აირით იგი 237 ლარის ეკონომიას ნახავს. ეს კი წელიწადში 2800 ლარია.

- და დღევანდელი ტარიფებით რა ჯდება ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანა?

- 1000-დან 2000 ლარამდე, ძრავის მოცულობის და ავტომობილის მოდელის მიხედვით. ზოგიერთისგან გამიგია, რომ ბუნებრივი აირი ძრავს აფუჭებსო... - ყველაფერი პირიქითაა და ამას ძალიან მარტივად ავხსნი. ვინაიდან ძრავში ბუნებრივი აირი ბოლომდე იწვება, იგი დგუშებზე, სარქველებზე და სანთლებზე ჭუჭყს და ნამწვს არ ტოვებს, განსხვავებით თხევადი გაზისა, რომელსაც მოყვება კაუჩუკი და ბენზინისა, რომელსაც მოყვება ტყვია, გოგირდი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ძრავის ამ ნაწილებს აბინძურებენ. ამის შედეგად ძრავის სიცოცხლისუნარიანობა მცირდება, ხოლო სარემონტო ხარჯები კი იმატებს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მძღოლის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ბუნებრივი აირი ბენზინისა და თხევადი გაზისაგან განსხვავებით, გაცილებით თანაბრად იწვის.

შესაბამისად, ძრავიც საკმაოდ უხმაუროდ და უპრობლემოდ მუშაობს. ბუნებრივი აირი ასევე არ აუარესებს ძრავის ზეთის თვისებებს და ზეთი გაცილებით მეტ ხანს ძლებს შეუცვლელად. ეს კი, რა თქმა უნდა, მძღოლისთვის დამატებითი ეკონომიაა. რაც შეეხება ეკოლოგიას - ბუნებრივი აირი დღესდღეობით ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავად არის მიჩნეული. იგი სხვა საწვავებისაგან განსხვავებით არ აბინძურებს ჰაერს. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილს 9-ჯერ უფრო ნაკლები გამონაბოლქვი აქვს ვიდრე ბენზინზე მომუშავეს. მისი გამონაბოლქვი არ შეიცავს არც გოგირდს და არც ტყვიას, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძლიერ საზიანოა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების პარკის გაზრდით, შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც დედაქალაქში ეკოლოგიურ სიტუაციას საგრძნობლად გამოასწორებს.

- რამდენად უსაფრთხოა?

- ჩემი აზრით, ბუნებრივი აირი უსაფრთხო საწვავია. იგი ორჯერ უფრო მსუბუქია ჰაერზე. ამიტომ, მანქანის გამართვისას ან ავტომანქანის საბარგულის ახდისას, ის მყისიერად ადის ზემოთ და შემდეგ უბრალოდ იფანტება ჰაერში, რაც გამორიცხავს ფეთქებად, საფრთხის შემცველ ნაზავის წარმოქმნას განსხვავებით თხევადი გაზისა, რომელიც ჰაერზე გაცილებით მძიმეა და გუბდება საბარგულში. სწორედ ამის გამო თხევადი გაზის აფეთქების ალბათობა უფრო დიდია. ასევე, ვინაიდან ბუნებრივი აირის აალების ტემპერატურა ბენზინის და თხევადი გაზის აალების ტემპერატურაზე უფრო მაღალია, მას მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, მე-4 კლასის მაჩვენებელი, მაშინ როცა ბენზინის უსაფრთხოების მაჩვენებელი მასზე 1 საფეხურით დაბლაა, ხოლო თხევადისა კი მთელი 2 საფეხურით ქვემოთ დგას.

ამ სფეროს განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე რუსეთში ამ დარგის განვითარებას ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, ევროკავშირში საავტომობილო ბუნებრივ აირზე აქციზის განაკვეთი 4 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ბენზინზე და დიზელზე, ხოლო უკრაინასა და სომხეთში მასზე აქციზი საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება რუსეთს, იქ მიიღეს კანონი, სადაც ჩაიწერა, რომ საავტომობილო ბუნებრივი აირი ბენზინზე არსებული ყველაზე მინიმალური ფასის არაუმეტეს ნახევარი უნდა ღირდეს.

ჩემი აზრით, ჩვენმა მთავრობამაც მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ დარგის განვითარებას იგივე აქციზების უკეთ დარეგულირების კუთხით. და თუ ფასი ბუნებრივ აირზე შემცირდება, სულ უფრო მეტი ავტომობილი დაიწყებს ამ საწვავით სარგებლობას. ეს კი დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. აღარ დაავადდება ამდენი ხალხი, შემცირდება ონკოლოგიურ პაციენტთა რიცხვი, დაიზოგება ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები და ა.შ.

"კვირის პალიტრა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს

რას ჰყვება იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი - "კორონავირუსის იტალიური შტამი შეცვლილია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება"

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა